კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 ვარდის ფერი გეტყვით

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

  სახალისო ტესტია. კარგად გაერთობით და საინტერესო ფაქტებსაც შეიტყობთ საკუთარი თავის შესახებ. მთავარია, დაუფიქრებლად შეარჩიოთ,  რა ფერის უნდა იყოს ვარდი, რომ მოგხიბლოთ.
1. წითელი;
2. სალათისფერი;
3. სტაფილოსფერი;
4. ჭრელი;
5. ყვითელი;
6. ლურჯი.
  მიიღეთ გადაწყვეტილება? ახლა გაეცანით ინფორმაციას  საკუთარი თავის შესახებ:
  წითელი ვარდი – სამართლიანი და მამაცი ხართ. გიჭირთ ენაზე კბილის დაჭერა და სათქმელს პირდაპირ ამბობთ, რაც გარშემო მყოფებს არ მოსწონთ. გინდათ, საზოგადოების სული და გული იყოთ? ისწავლეთ თავის შეკავება და იყავით  მეტად  ტაქტიანი.
  სალათისფერი ვარდი – ოჯახური ფასეულობები თქვენი პრიორიტეტია. ახლობლების მიმართ ძალიან ყურადღებიანი ხართ და მუდამ ეხმარებით. მაგრამ ზოგიერთი მადლიერებასაც არ გამოხატავს. რაც გულს გტკენთ. არავის მისცეთ უფლება, გამოგიყენოთ.
სტაფილოსფერი  ვარდი – მგრძნობიარე და გულჩვილი ხართ. ძალიან ადვილად გწყინთ. მეტი იმუშავეთ თვითშეფასების ამაღლებაზე.
  ჭრელი ვარდი  – აქტიური და შემოქმედი ადამიანი ხართ. მუდამ კარგ ხასიათზე მყოფს, ზოგჯერ არ გყოფნით სერიოზულობა და ცოტათი ქარაფშუტა ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
  ყვითელი ვარდი – არავის ენდობით. ადამიანებისგან მხოლოდ უსიამოვნებებს ელით, მაგრამ მიუხედავად ამისა იზიდავთ მათ. აუცილებლად ისწავლეთ პოზიტიურად აზროვნება და თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება.
  ლურჯი ვარდი – მიზანმიმართული და თავდაჯერებული ხართ. საკუთარ თავზე  ზედმეტი  ვალდებულებების აღება გიყვართ, რისგანაც შემდეგ წელში წყდებით. პასუხისმგებელიანი და სამართლიანი ხელმძღვანელი ხართ, მაგრამ ზოგჯერ გავიწყდებათ, თქვენში „უფროსი გამორთოთ“, ანუ იყოთ თბილი, უშუალო და ჩვეულებრივი.

скачать dle 11.3