კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 ვისაც სერიოზული თვალით შევხედე, ყველამ ქორწინებამდე ინტიმური კავშირი შემომთავაზა

  მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლად გამზარდეს მშობლებმა და არანაირი შეზღუდვა არ მქონია, მაინც ვთვლი, რომ ცხოვრებაში არის ზღვარი, რასაც არ უნდა გადახვიდე. შეიძლება, ბევრმა ჩემმა თანატოლმა ჩამორჩენილად მიმიჩნიოს, მაგრამ მე ასე ვთვლი. არავის ცხოვრებაში არ ვერევი, არც არავის განვიკითხავ, მაგრამ ქორწინების გარეშე სექსუალური ცხოვრება არ მინდა და ჩემს ასაკში სწორადაც არ მიმაჩნია. არადა, ვისაც კი სერიოზული თვალით შევხედე, ურთიერთობა დავალაგე და მომავლის დაგეგმვა გადავწყვიტე, ყველამ სექსი შემომთავაზა. როცა უარი მიიღეს, უბრალოდ, ახსნა-განმარტების გარეშე მიმატოვეს და მოსაკითხადაც კი აღარ დაურეკავთ. ფაქტია, დღეს მსგავსი ურთიერთობები აღარც სირცხვილია და აღარც გასაკიცხი, მაგრამ თუ მიყვარს და გულით ვარ მამაკაცის მიმართ, იმის გამო, რომ ლოგინში არ ჩვუგორდი, ხელი უნდა მკრას? ჩემს დაქალებს აქვთ მსგავსი გამოცდილება და ალბათ, ეს შიში იქიდანაც მაქვს. ყველა, ვისაც კი სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა ბიჭთან და მომავალში ოჯახის შექმნას ჰპირდებოდა, ერთნაირი აღმოჩნდა – მობეზრდათ, დაიხურეს ქუდი და ისე წავიდნენ, უკან არ მოუხედავთ. ოთხჯერ ვიყავი შეყვარებული და ოთხივესთან დაშორების მიზეზი სწორედ ეს გახდა, რომ მათთან სექსზე უარი ვთქვი. ამას წინათ, მეგობრები კურსელის აგარაკზე ვიყავით ასულები. ღამით, იქ ვაპირებით დარჩენას და მოლხენას. იქ ჩემი კურსელის დეიდაშვილი გავიცანი. ერთი შეხედით საკმაოდ კარგი ბიჭი ჩანდა – უკომპლექსო, მხიარული და მეგობრული. უფრო სწორად, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, სანამ თავისი ნამდვილი სახე არ გამოაჩინა. დალია თუ არა რამდენიმე ჭიქა, ეგრევე გოგოებს დაუწყო „ბღლაძუნი“, ყველას საძინებლისკენ ექაჩებოდა. მეორე დილით ჩემს კურსელს რომ ვუსაყვედურეთ, თუ ასეთი ხასიათი ჰქონდა, რატომ დაპატიჟეო, გაოცებულმა გვიპასუხა: რა პრობლემაა, რა გოიმებივით იქცევით? რომელი საუკუნეა გადახედეთ, გიკვირთ რომ ბიჭმა დალია და გოგოსთან მოუნდა დროის გატარებაო? თმა ყალყზე დაგვადგა. რა უნდა გვეპასუხა ადამიანისთვის, ვისთვისაც სექსი უბრალო გართობაა, წამიერი სიამოვნება, გრძნობის გარეშე. ზუსტად ვიცი, ისიც, როცა კი შანსი მიეცემა, მისი დეიდაშვილის მსგავსად, ნებისმიერთან დაწვება. არადა, სხვებზე ჭორაობს. მოაღებს ხოლმე პირს და ისე ლანძღავს, თითქოს თავად ანგელოზია. რომ ვაკვირდები, ჩემ გარშემო ყველა ასეა – რასაც თავად აკეთებს, სხვებს იმაზე აკრიტიკებს და აქილიკებს. უკვე ნდობა დავკარგე და ვინმეს შეყვარება აღარც მინდა. ასე მგონია, ყველას ერთი და იგივე განზრახვა ამოძრავებს, ის წრფელი სიყვარული, რომელზეც წერდნენ და ფილმებს იღებდნენ, აღარ არსებობს. არადა, მეც მინდა გვერდით საყვარელი მამაკაცი მედგას, წრფელი გულით ვუყვარდე და არ ფიქრობდეს იმაზე, ლოგინში როდის შემიტყუებს, თავისას გაისწორებს და მერე მიმატოვებს. ვფიქრობ, ისეთი გოგონების საქციელმა, ვისთვისაც სექსი უბრალო პროცესი და გართობაა, დაუკარგა სიყვარულს ფასი მამაკაცებში. ასეთებმა დაუკარგეს მათ ნდობაც და პატივისცემაც ქალის მიმართ. ყველა ისეთი ჰგონიათ, ხელს რომ დაუქნევენ და უკვე მათი ხდება. კიდევ ვამბობ, არავის განვიკითხავ, მაგრამ გოგომ ჩემს ასაკში თუ ასე „აიშვა“, სამომავლოდ ვერც ოჯახს შექმნის და არც მამაკაცი შეხედავს მას სერიოზულად. კი ბატონო, თუ ასაკში ხარ და ვერ გათხოვდი, შეიძლება, მამაკაცი გყავდეს გვერდით და მასთან ქორწინების გარეშე იცხოვრო. მაგრამ. ახალგაზრდა გოგონებს, ვფიქრობ, მეტი დაკვირვება გვმართებს და ერთი ხელის დაქნევაზე გასართობი თოჯინებივით საწოლში არ უნდა ვუგორდებოდეთ. იმედია, ჩემს ცხოვრებაშიც გამოჩნდება ბიჭი, რომელსაც ისე ვეყვარები, ინტიმურ კავშირსა და დროებით გართობას ოჯახის შექმნამდე არ მომთხოვს.
ნინი, 25 წლის.
скачать dle 11.3