კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 როგორ უნდა მოიქცეს ქალი მშობიარობის შემდეგ

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  მშობიარობის შემდეგ, უპირველესად, საჭიროა სრულფასოვანი კვება. ნუ იჩქარებთ დიეტის დაწყებას, სასურველ ფორმაში ნელ-ნელა ჩადგებით. ლოგინობის ხანის დამთავრების შემდეგ, 2 თვეში, ქალს უკვე შეუძლია ფიზიკური აქტივობა. აუცილებელია, რომ ყურადღება მიაქციოთ სისხლიან გამონადენს საშოდან, რომელიც მხოლოდ 8 კვირის განმავლობაში შეიძლება იყოს. სასურველია, მელოგინე ქალმა თავი შეიკავოს ძლიერი ფიზიკური აქტივობისგან. კატეგორიულად აკრძალულია სიმძიმის აწევა. რეკომენდებულია მსუბუქი, სუნთქვითი ვარჯიშები. ექიმის რეკომენდაციით, საჭიროების შემთხვევაში ინიშნება ბანდაჟი. ლოგინობის ხანა გრძელდება 2 თვე – 8 კვირა.
  ხშირ შემთხვევაში, ძუძუს წოვების დროს, არის ჭარბი რაოდენობის სისხლიანი გამონადენი საშოდან. ასევე ტკივილი მუცლის ქვედა არეში (ძუძუს წოვების დროს საშვილოსნოს შეკუმშვის გამო), ტკივილი მკერდში, ტემპერატურის მომატება. ყურადსაღებია შარდის შეკავება მშობიარობის შემდგომ 8 საათის განმავლობაში, ასევე დეფეკაციის ჩივილები. თუ პაციენტს არ აღენიშნება მოშარდვის სურვილი, არ აქვს კუჭის მოქმედება, აუცილებელია მიმართოს ექიმს. მშობიარობის შემდგომ მესამე დღეს მკერდში რძის რაოდენობა იწყებს მომატებას, ეს გახლავთ მასტიტის განვითარების დიდი რისკი, სწორედ ამიტომ მელოგინე ინფორმირებული უნდა იყოს ძუძუთი სწორი კვების შესახებ. სასურველია წყლის მიღების შემცირება.
  სწორად წარმართული ლოგინობის ხანა იძლევა საშუალებას თავიდან ავიცილოთ ისეთი გართულებები, როგორიცაა საშვილოსნოს ანთება – ენდომეტრიტი. მკერდის პრობლემებიდან უხშირესია მასტიტი.
  მშობიარობის შემდეგ, პირველ თვეს სასურველია, ქალი იკვებებოდეს შემდეგი პროდუქტებით: არაგაზირებული წყალი, შავი ჩაი, მაწონი, ყველი, პიურე, წყალზე მომზადებული ფაფა, მოხარშული ჭარხლის სალათი, უცხიმოდ მოშუშული ბოსტნეული, მსუბუქი სუპები – ესეც უცხიმოდ, მოხარშული თევზის ფილე, შემწვარი ვაშლი, დღეში 1 ცალი ბანანი. მშობიარობის მეორე თვე: კვერცხი, ოლადები, მურაბა, თაფლი, ნიგოზი, 2,5-პროცენტიანი რძე, კარაქი, დღეში 1 ლიტრი სითხე, ხოლო თუ საკმარისი რძე არ გაქვთ – 2,5 ლიტრი დღეში.
  პროდუქტები, რომლებიც იკრძალება ლოგინობის ხანაში: ხილის ნატურალური წვენები, შოკოლადი, ყავა, რძე, ნამცხვარი, ცომეული, ხახვი, ნიორი, ბალი, ალუბალი, მარწყვი, მარილიანი პროდუქტები, შემწვარი და მოხრაკული კერძები, შებოლილი პროდუქტები, უმი ბოსტნეული, პომიდორი, კიტრი.
საკეისრო კვეთის შემდეგ და ზოგიერთი ტიპის ნაკერების დროს ბანდაჟის ხმარება გარკვეული დროით არ შეიძლება. ამიტომ ამის შესახებ დაეკითხეთ თქვენს მეანს.
  მუცლის პრესს მხოლოდ პრესის ვარჯიშები და წონაში დაკლება შველის; თუ საკეისრო კვეთის შემდეგ შეხორცება ნორმალურად წავა (ამის შესახებ გეტყვით გინეკოლოგი), 4-5 თვის შემდეგ შეგიძლიათ, პრესის ვარჯიშები დაიწყოთ. უნდა ჩაიტაროთ ულტრასონოგრაფიული კველვა, რათა შეფასდეს პოსტოპერაციული ნაწიბურის მდგომარეობა.
скачать dle 11.3