კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: როდესაც მაწყენინებენ, ძალიან განვიცდი და არ შემიძლია ამის მოთმენა. ვიცი, რომ ქრისტიანს მოთმინება ევალება. როგორ ვისწავლო წყენის დათმენა?
პასუხი: ცხოვრება რთულია და ადამიანს ბევრი წყენა შეხვდება, თუმცა ის ამისთვის მზად უნდა იყოს. როდესაც გაწყენინებენ, გაიხსენეთ უფალი ჩვენი, მაცხოვარი იესო ქრისტე, თუ როგორ აწყენინეს უდანაშაულოს და ტანჯვით მიიყვანეს სიკვდილის პირას. ის კი ამბობდა: „უფალო, შეუნდევ მათ, რამეთუ არა უწყიან, რას იქმან“.
კითხვა: რა განსხვავებაა ცოდვასა და ვნებას შორის?
პასუხი: ვნებასა და ცოდვას სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. კერძოდ, ვნებებია: პატივმოყვარეობა, სიძულვილი, ქედმაღლობა, გაღიზიანება და სხვა, ხოლო ცოდვა არის თვით ამ ვნებების ზემოქმედება ჩვენზე, როდესაც ადამიანი მათ საქმით აღასრულებს, ხორციელად აკეთებს იმას, რისკენაც ეს ვნებები უბიძგებს. შესაბამისად, შეიძლება, გქონდეს ვნება, მაგრამ მისი კარნახით არ იმოქმედო.
კითხვა: რატომ დაუშვა ღმერთმა ანგელოზის გაამპარტავნება და კონკრეტულად როგორ გამოხატა ეს ცოდვა ანგელოზმა?
პასუხი: ღმერთმა ანგელოზებს, ისევე როგორც ადამიანებს, მისცა თავისუფალი ნება. თავისუფალი ნება კი ცოდვის შესაძლებლობასაც გულისხმობს, როგორც თავისუფალი ნების ბოროტად გამოყენებას. თავისუფალი ნების გარეშე ადამიანები და ანგელოზები იქნებოდნენ არა პიროვნებები, არამედ საგნები. ხოლო, რაც შეეხება ცოდვილ ანგელოზს, ის იმით დაეცა, რომ საკუთარი სილამაზით მოიხიბლა და სიამაყით ღმერთს დაუპირისპირდა. აქედან გამომდინარე, ის სიყვარულით იყო უფალთან დაკავშირებული, ამის შემდეგ კი საკუთარი თავის სიყვარულით განეშორა ღმერთს.
კითხვა: როგორ უნდა დაიზღვიოს თავი ქრისტიანმა ცდუნებებისგან?
პასუხი: ცდუნებებისგან რომ თავი დავიცვათ, იმას კი ნუ მიაქცევთ ყურადღებას, რას აკეთებენ ან როგორ ცხოვრობენ სხვები, არამედ გულისყური მიაპყარით, რას გვასწავლის უფლის სიტყვა – წმიდა სახარება. მიჰყევით მაცხოვარს და წმიდა მოციქულების მიწიერ ცხოვრებას. მოარიდეთ მზერა და სმენა უკეთურობას და მეტი დრო გაატარეთ ოჯახთან, თუ, რა თქმა უნდა, იქ უკეთურობა არ ბუდობს. ასევე, ხშირად განმარტოვდით და დაუფიქრდით თქვენს მდგომარეობას.
კითხვა: უნდა მოვინანიოთ თუ არა მძიმე ცოდვები, რომლებიც ნათლობამდე ჩავიდინეთ. როგორც ვიცი, ნათლობის დროს ადამიანი ყველა მანამდე ჩადენილი ცოდვისგან თავისუფლდება.
პასუხი: ნათლობამდე ჩადენილი პატარ-პატარა ცოდვების მონანიების აუცილებლობა არ არსებობს, ხოლო, რაც შეეხება მძიმე ცოდვებს, მაგალითად: აბორტს, მრუშობას, ქურდობას და ასე შემდეგ, ასეთი ცოდვები აუცილებლად უნდა მოინანიოთ მოძღვართან.
скачать dle 11.3