კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (99)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

№33 რაში სჭირდებათ მამაკაცების ენის სწავლა ცოლებს და რისგან დაიცავენ ამით თავს ქორწინებაში

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

  ყველა ქალს  ჰყავს მამა,  ქმარი, ძმა, შვილი ან მამრობითი სქესის კოლეგა  მაინც, ამიტომ აუცილებელია  მათთან საუბრის ენაც იცოდეს. შეიძლება, ეს ძალიან სტერეოტიპულად ჟღერდეს, მაგრამ ლოგიკისა და აზროვნების დონეზე ნამდვილად არსებობს განსხვავებები ქალისა და მამაკაცის საკომუნიკაციო ენებს შორის.
  ხალხში ამბობენ, რომ  კაცებს ღმერთმა ფიზიკური ძალა და ლოგიკა უბოძა. ქალს ნაზი გარეგნობა და  ნების სიმტკიცე.  მამაკაცს ფიზიკური ძალა მიეცა იმისთვის, რომ იზრუნოს საყვარელ ქალზე, შვილებზე, იშრომოს მათთვის, დაიცვას საკუთარი ოჯახი... მიღებულია, რომ სახლში შედარებით მძიმე ფიზიკური საქმე მამაკაცმა უნდა გააკეთოს და არა ქალმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის თავს მოვალეობებში შეზღუდულად და უსარგებლოდ იგრძნობს, ყოველ შემთხვევაში, ასე მიაჩნია ზოგიერთ ფსიქოლოგს. რა ფუნქცია აქვს ქალს, როგორ უზრუნველყოს მამაკაცის ძირითადი ფუნქციის აღსრულება და როგორი უნდა იყოს „სასაუბრო ენა“ წყვილს შორის  ჰარმონიული ურთიერთობისთვის.
  მირანდა (36 წლის): ხუთი წელია, გათხოვილი ვარ და  თურმე, რამდენი რამ არ მცოდნია. ცუდია, მაგრამ ფაქტია, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები ჩვენს ოჯახებსა და ქმრებს ხშირად მსხვერპლად ვეწირებით.
– ძალიან  მძიმე სიტყვებია. სიყვარულით შექმნილი ოჯახი რატომ   უნდა აღიქმებოდეს  მსხვეპლშეწირვად?
– გეტყვით. ქალები ბევრ რამეს ვთმობთ იმისთვის, რომ  ძლიერი სქესის წარმომადგენლებმა დაგვაფასონ, მადლობა გადაგვიხადონ და გვიერთგულონ.  ყველა ქალი დამეთანხმება, რომ  ოჯახი მარტივი  „ორგანიზაცია“  არ არის.  ვთხოვდებით, რომ გვერდით გვყავდეს ძლიერი დასაყრდენი, საყვარელი ადამიანი, სინამდვილეში კი სულ სხვა სურათს ვიღებთ. აი, დააკვირდით, ქალმა ოჯახის გამოსაკვებად სამ-ოთხ ადგილზეც რომ იმუშაოს, ქმარი ამისთვის არასოდეს ეტყვის მადლობას.  მაინც ვერ დაინახავს მის შრომას. არ ეტყვის, ოჯახის საქმეში მაინც შეგაშველებ ხელსო. შესაძლოა, გქონიათ შემთხვევა, სახლში რაღაცას  აკეთებდით, ამ დროს თქვენი ქმარი მოდიოდა და შენიშვნებს გაძლევდათ: „ეს ვერ გააკეთე სწორად“, „ეს რანაირი გაკეთებულია“, „ეს ასე რატომ გააკეთე“ და ასე შემდეგ. რაც, დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ქალისთვის ძალიან საწყენია. ხომ გაიფიქრებდით, თვითონ უსაქმურად ზის და მე კი შენიშვნებს მაძლევს, რამის გამკეთებელი მაინც იყოსო.
– მამაკაცი ელოდება, როდის სთხოვს ცოლი, რომ რაღაც გააკეთოს.
– რატომ ელოდება? იმ სახლში ხომ ცხოვრობს, ხომ ხედავს, რაც არის გასაკეთებელი? მქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც ქმრისთვის რაღაცის გაკეთება მითხოვია – ვთქვათ, ონკანის შეკეთება. ის დათანხმებულა, მაგრამ  თვეები გასულა და თითი თითზე არ დაუდვია. აბა, ვის გქონიათ ასეთი შემთხვევა? დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს. მერე რა ხდება? ვეღარ ითმენ, იწყება საყვედურების კორიანტელი და საქმე სერიოზულ ჩხუბამდე, ზოგჯერ კარის გაჯახუნებამდე მიდის.
– თქვენ როგორ ფიქრობთ, როდესაც მამაკაცს რამის გაკეთებას ვთხოვთ, რატომ არ აკეთებს?
– მე ვფიქრობ, რომ ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს და ამას ნელ-ნელა, დროთა განმავლობაში მივხვდი. ჯერ ერთი, რომ  მამაკაცი ვერ გრძნობს გადაუდებელ აუცილებლობას. ასეთ დროს ის საქმეს, ჩვეულებრივ, ხვალისთვის დებს, ოღონდ ეს „ხვალ“  მისთვის როდის დადგება, თვითონაც არ იცის. მისთვის კომენტარები – მაგალითად, „მოვკვდები და შენგან ამის გაკეთებას მაინც ვერ ვეღირსები“, „შენი უპასუხისმგებლობით დავიღალე“...  არც ჭრის და მდგომარეობას მხოლოდ ამძიმებს.
– გამორიცხავთ იმას, რომ   ავიწყდებათ?
– თუ ავიწყდებათ, მხოლოდ იმიტომ, რომ ნორმალურად არ გისმენენ,   ყურადღების კონცენტრაციას არ ცდილობენ და მიგდებული აქვთ ცოლზე. არხეინად არიან, რადგან საქმე მაინც უკეთდებათ.
– ან არ აკეთებს იმიტომ, რომ ხშირად ახსენებთ ამის შესახებ.  
– არ ვიცი. ეგ ვერსია არ განმიხილავს. ფაქტია, რომ ჩემმა ქმარმა ნერვები „დამაგლიჯა“.ერთსა და იმავეს დღეში სამჯერ რომ შეახსენებ – დილით, შუადღეს და საღამოს და მაინც რომ გეტყვის, დამავიწყდაო,   ისტერიკა როგორ არ დაგემართება.
– ფრაზები  დაახლოებით ამის მსგავსია – „ასეც ვიცოდი“, „რა თქმა უნდა, შენი იმედი ხომ არაფერში უნდა მქონდეს“... და როცა ამას ხშირად უმეორებთ, მათ საერთოდ ეკარგებათ რამის გაკეთების სურვილი.
– წამიკითხავს, რომ შედეგის მისაღებად, ძლიერი სქესის წარმომადგენელს შემდეგნაირად უნდა მიმართო: „მე მესმის, რომ შენ ბევრი სამუშაო გაქვს და შესაძლოა, დაგავიწყდეს, მაგრამ გთხოვ, მე ეს მჭირდება, შეგიძლია გააკეთო?“  მაგრამ ასე რჩევა ადვილია. ჭკუიდან რომ გადაგიყვანს, მერე დალაგებულად და მშვიდად ვეღარ დაეკონტაქტები.  არც  არგუმენტებით ლაპარაკი ჭრის  და არც ფაქტები. თუ   ასე დაელაპარაკებით, დიდი ალბათობით, მაგრად იჩხუბებთ. მამაკაცთან ურთიერთობის ერთადერთი ენა შეთავაზებაა. ყოველთვის უნდა შესთავაზოთ, არასოდეს მისცეთ შენიშვნა, არ ელაპარაკოთ არგუმენტებითა და ფაქტებით, არ მიმართოთ მომთხოვნი ტონით. ნუ დაუწყებთ სიმართლის მტკიცებას, რადგან ამ ტიპის ურთიერთობით თქვენ მას დაკარგავთ – ყელში ამოუხვალთ და მიგატოვებთ. მართალია, ქალები ვფიქრობთ, რომ ვეხმარებით და მხოლოდ კეთილი მიზნები გვამოძრავებს, მაგრამ სინამდვილეში, სულ სხვა შედეგს ვიღებთ.
– თუ ამასობაში გიღალატათ კიდეც...
– შეიძლება, კაცი შეცდეს, ამაში საშინელი არაფერია. მაგრამ  ერთხელ შეცდა, ორჯერ, ათჯერ, ეს ნორმალური აღარ არის. ვინც იღებს გადაწყვეტილებას, პასუხისმგებლობაც მის კისერზეა.  ჰოდა, კაცებს სწორედ პასუხისმგებლობის აღება არ უნდათ. ერთხელ ძალიან დიდი სისულელე წავიკითხე: თუ გსურთ, რომ დედოფალი იყოთ, უნდა დაეხმაროთ კაცს, გახდეს მეფეო. რა დედოფალი გამოვა ჩემგან, როცა მთელი ცხოვრება უამრავი საქმე მარტო ჩემს კისერზეა. როგორ დავეხმარო ჩემს ქმარს მეფედ გახდომაში, როცა უკვე მეფეა, მე კი – მისი მოსამსახურე. ძალიან დავიღალე. ღირს კი ასეთი ოჯახის შენარჩუნება?
– ოჯახის დანგრევამდე მოლაპარაკება რომ გეცადათ? მამაკაცზე მთავარი უნდა იცოდე – ძალიან პატივმოყვარეები არიან. ამაზე უნდა ითამაშო. მაგრამ ადვილი არ არის.  
– ვხვდები, რომ ადვილი არ არის. სწორედ მაგას ვდარდობ. აღარც ამდენი ჩხუბი შემიძლია, აღარც ამდენი ბრძოლა. დავნებდებოდი, მაგრამ ვეჭვობ, რომ ამასაც  ვერ გაიგებს. ძნელია კაცების ენაზე ლაპარაკი.

скачать dle 11.3