კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 ჩამოსეპარატისტებული

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ დემოკრატია – ოკუპანტურ-სეპარატისტულად

  თუმცა 12 აგვისტო (რის აღნიშვნაც ჩვენმა სამხრეთელმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, არც მეტი, არც ნაკლები, აგვიკრძალა) ყველაზე ღირსშესანიშნავი თარიღია ჩვენი ქვეყნის არსებობის განმავლობაში, სამწუხაროდ, 8 და 14-მა აგვისტომ (26-მა ხომ, საერთოდაც, მოგვინელა?!) ლამისაა, დაჩრდილა.
  ჰოდა, რაკი დაჩრდილა, აგვისტო ჩვენი ოკუპანტისა და სეპარატისტების ზეობის თვედაც იქცა. შესაძლოა, ამიტომაც პრ. პუტინი ისე ჩამოლაბორანტდა, რომ სოჭში, თავის რეზიდენციაში, კოლეგა „პრ.“ ხაჯიმბას უმასპინძლა და იმედიც გამოთქვა, რომ „აფხაზეთის რესპუბლიკის“ „მეთაურის“ არჩევნები დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარდება და ხელს შეუწყობს „ქვეყანაში“ სტაბილურობის დამყარებას.
  თუ გავიხსენებთ, რომ ეგრეთ წოდებული აფხაზეთის რესპუბლიკის „პრეზიდენტი“, ეთნიკური აფხაზის გარდა, სხვა ეროვნების წარმომადგენელი ვერ გახდება, აფხაზეთს შემორჩენილ ქართველებს კი ამ „არჩევნებში“ მონაწილეობის უფლება არ აქვთ, როგორც ჩანს, „დემოკრატიამ“ ჩრდილოურ ტვინებში შეუქცევადი მუტაცია განიცადა (ხოლო ჩვენებური სეპარატისტები კარგა ხანია, გამგვიმუტანტდნენ).
скачать dle 11.3