კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 ჯაყოს სამართალი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ ლიბერალი ბრინკები?!

  მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთიდან ისტორიის საკუთარი ვერსია შემოგვთავაზეს და „დაგვიბეჭდეს“, რომ 1920 წელს ოსების გენოციდი მოვაწყვეთ, რის პასუხადაც, „იუჟნაია ოსეტიის“ ეგრეთ წოდებულმა „პარლამენტმა“ თხოვნაც აფრინა რუსეთის „დუმაში“, ცანით ქართველების მიერ შესრულებული ოსური გენოციდიო, ანატოლი ბიბილოვმაც არ დაახანა და გამოაცხადა, რომ „რესპუბლიკა უნდა შევიდეს რუსეთის შემადგენლობაში და ოსი ხალხი უნდა გაერთიანდეს“.
  ერთი მხრივ, მისი ეს განცხადება სავსებით ბუნებრივია, ვინაიდან „პრ.“-ის პოსტზე სწორედ ამ დაპირებით მოხვდა (რუსეთთან გაგაერთიანებთო).
  მომყავს ციტატა მისი განცხადებიდან: „ისტორიულად (ცხადია, ისტორიის სეპარატისტულ ვერსიას გულისხმობს, ვინაიდან, რეალურ ისტორიაში მსგავსი რამ არ ყოფილა) სწორი იქნება, თუ რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევა... თუ დავუბრუნდებით ისტორიულ სამართლიანობას, ოსი ხალხისთვის სწორი იქნება „სამხრეთ ოსეთი“ რუსეთის ნაწილი იყოს და უკვე ამის შემდეგ ვიმუშაოთ იმაზე, რომ ოსეთი ისევ გახდეს ერთიანი, ჩრდილოეთად და სამხრეთად გაყოფის გარეშე“.
  დიდი ალბათობით, რფ-ის ამ ეტაპზე „იუჟნაია ოსეტიას“ შეერთება არ სურს (ახალი სანქციები არ სჭირდება, მით უფრო, რომ თავის სამხედრო-სტრატეგიულ ამოცანებს მიაღწია 2008 წლის აგვისტოს ომით და ვითარებას ისედაც აკონტროლებს), ამიტომაც „გენოციდისა“ და „ორი ოსეთის გაერთიანების“ თემებს უფრო შიდა აუდიტორიის მოხიბვლის დატვირთვა აქვს, ბუნებრივია, ჩვენს, ისედაც სიგიჟის ზღვარზე მყოფების, ნერვებზე თამაშისაც ან იქნებ ჩვენს ხელისუფლებაზე ზეწოლისაც, რაიმეს კიდევ გამორჩენის მიზნით.
  ოღონდ არც ისაა გამორიცხული, რომ ნიადაგსაც ამზადებდეს, რომ ერთ დღესაც ბოდვა რეალობად იქცეს.
  ჯაყოების ბოდვის რეალობად ქცევა კი მხოლოდ ბრინკების ხელშეწყობითაა შესაძლებელი. შესაბამისად, სწორედ თქვენი გადასაწყვეტია: ოკუპაციასთან ტრანსფარანტებით ბრძოლა (პათოსით: ჯარში არ წავალ!) ბრინკობაა თუ ლიბერალიზმი.


скачать dle 11.3