კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

№33 თეონა ცირამუას ნიშნობის ბეჭედი მაზლმა გაუკეთა

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  გორის ქალთა კამერული გუნდის ხელმძღვანელი თეონა ცირამუა დაქორწინდა. მისი მეუღლე გოჩა ჭანტურიაა, რომელიც სენაკის მერიის თანამშრომელია. მათი ურთიერთობა ორი წლის წინ დაიწყო და მოულოდნელი ნიშნობით დაგვირგვინდა. თეონამ მისი სიყვარულის ისტორიის შესახებ გვიამბო.
– როგორ გაიცანით ერთმანეთი?
– სენაკში ბატონ ანზორ შომახიას ვარსკვლავის გახსნა იყო. ეს ადამიანი გახლავთ ვოკალის პედაგოგი ჩვენს გუნდში და, რა თქმა უნდა, გუნდთან ერთად მის გვერდით ვიყავი. იმ დღეს საკმაოდ დატვირთული პროგრამით წარვსდექით მსმენელის წინაშე. ჩემი მეუღლე სენაკიდან არის და მერიაში მუშაობს, შესაბამისად, იმ საღამოსაც ესწრებოდა. სცენაზე დავუნახივარ და მოვწონებივარ, მერე მესენჯერში მომწერა და ასეთი კარგი კონცერტისთვის მადლობა გადამიხადა. მეც ჩვეულებირვად ვუპასუხე, რომ ეს არაფერი იყო და უბრალოდ, ჩვენი მოვალეობა შევასრულეთ. შემდეგ, ყოველთვიურად მწერდა და მომიკითხავდა ხოლმე, მეც ვპასუხობდი, თუმცა არაფერი  მიფიქრია. გუნდის გამო ბევრი მეგობარი მყავს სოციალურ ქსელში და ვერც ვიფიქრებდი, რომ მას ჩემ მიმართ რაიმე განსაკუთრებული დამოკიდებულება შეიძლება, ჰქონოდა. თან, არც დავინტერესებულვარ და არ მინახავს მისი გვერდი – ვინც მომწერს, ყველასთან ხომ ვერ შევალ. 2018 წლის  8 მარტს მომწერა საკმაოდ დატვირთული ტექსტი (იცინის). ამ განსხვავებული ტექსტის მერე ვიფიქრე, რომ რაღაცაში იყო საქმე. მეც  ავყევი – სენაკის თეატრთან დაკავშირებით ვეკითხებოდი რაღაცებს, მისი რეაბილიტაცია მიმდინარეობს და მაინტერესებდა. მოკლედ, ასე მიწერ-მოწერით დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და აეწყო ყველაფერი. იმ 8 მარტის შემდეგ თითქმის ყოველ საღამოს ვეხმიანებოდით ერთმანეთს და საბოლოოდ მომწიფდა ურთიერთობა, თან, წარმოშობით მეც სამეგრელოდან ვარ. დასასვენებლად რომ ჩავედი, შევხვდით და კარგად გავუგეთ ერთმანეთს.
– იცოდა, ვინც იყავი? თავად შეხება აქვს მუსიკასთან?
– ჩემ შესახებ რაღაც გაეგო, მაგრამ გაკვრით. თავად არ არის მუსიკოსი, თუმცა ხელოვნება ძალიან უყვარს და ამ სფეროს დიდ პატივს სცემს. კარგად არჩევს ნაწარმოებებს ერთმანეთისგან. ზოგადად, ძალიან ერუდირებული ადამიანია. ასე არ მიცნობდა, მერე დაინტერესდა და ახლა მეუბნება ხოლმე, არც მეგონა, თუ ასე მომეწონებოდა ის საქმე, რასაც აკეთებო (იცინის). ამ ურთიერთობას 2017 წელს ჩაეყარა საფუძველი და ასე მოვედით აქამდე.
– ხელი გთხოვათ?
– ეგ არის კურიოზი. სექტემბერში მაქვს დაბადების დღე და ვფიქრობდი, რომ ჩვენი შეუღლების ამბავიც დაგვემთხვია, თან, თბილისში, ახალ ბინაში უნდა გადავსულიყავით საცხოვრებლად. ამიტომ ვფიქრობდი, თბილისში, რომ ჩამოვიდოდით, მერე მოვაბამდით ამ ყველაფერს თავს. ჩემს მეუღლეს მშობლები გარდაცვლილი ჰყავს. გოჩას დეიდა იყო ძალიან დაინტერესებული ჩემით და ცოლის მოყვანას რომ აგვიანებდა, ძალიან ნერვიულობდა. ერთ მშვენიერ დღეს ამ ქალბატონს ჩემი ქმრის ძმა, ილია წაუყვანია ბეჭედის საყიდლად და უთქვამს: შენ გაბარებ გოჩას დაოჯახების ამბავს, ვინმე მოუძებნე საცოლედ და მას ეს ბეჭედი შენ გაუკეთეო. სამწუხაროდ, ამ ბეჭდის ყიდვიდან ორ თვეში დეიდა გარდაიცვალა. ეტყობა, რაღაც წინათგრძნობა ჰქონდა. ეს ამბავი ჩვენ არ ვიცოდით. გოჩას ძმა ძალიან აქტიური ადამიანია. ერთ დღესაც მირეკავს და მეუბნება, შაბათს გეპატიჟებით, ოჯახურ გარემოში, მწვადებზე დავსხდეთო. სინამდვილეში სულ სხვა რამ ჰქონია გულში, თანაც, ამის შესახებ ჩემმა მეუღლემაც კი არ იცოდა. მივედით მე და გოჩა მის სახლთან და დაგვხვდა ოთხი მანქანა. სუფრასთან რომ დავსხედით, ილიას მეუღლე ყვება დეიდის ამბავს, რაც მან დაიბარა.  ამასობაში ილიაც შემოდის ოთახში და მოჰყვება გულის ფორმის ტორტი, შუშხუნები და მთელი ამბავი. გავიხედე და მომავალი მაზლი მიკეთებს ბეჭედს თითზე, საქმრო გვერდით მიზის (იცინის), შენ რა შუაში ხარ-მეთქი. მოკლედ, ჩიხში მოვექეცით. თან, ქართული წესი ხომ სხვაგვარადაა, გოგოსთან მიდიან ოჯახში და ნიშნობა იქ ტარდება. ჩემს შემთხვევაში არასტანდარტულად მოხდა, ბიჭის სახლში დავინიშნე. მერე, რომ დავფიქრდით, ეს კარგად არ გამოდიოდა. გოჩა მეუბნებოდა, ჩვენთან მოხვედი, დაგნიშნეთ და სახლში მარტო როგორ უნდა წახვიდეო. გადავწყვიტეთ, ჩემი მშობლებისთვის დაგვერეკა და მათთანაც მივსულიყავით. მივედი სახლში, ჩავალაგე ბარგი და წამოვედი უკან (იცინის).   
– სამეგრელოში გრანდიოზული ქორწილების გადახდა იციან, თქვენ რა გეგმები გაქვთ?
– გამომდინარე იქიდან, რომ გოჩას მთელი ქალაქი იცნობს, გრანდიოზულ ქორწილს გვერდს ვერ ავუვლით. სიმართლე გითხრათ, მე თბილისში ვფიქრობდი ქორწილს, მაგრამ რადგან ასე მოხდა, სენაკში გვექნება 17 აგვისტოს. უკვე დაიგეგმა ყველაფერი და სტუმრების სიას ვადგენთ. რაც შეეხება ჯვრისწერას, მინდა, რომ ჩემს დაბადების დღეს დაემთხვეს, ჩემი გეგმიდან რაღაც ხომ უნდა განხორციელდეს (იცინის).
– საქორწილო სამზადისი როგორ მიდის? გოგოების უმეტესობა ბავშვობიდან ოცნებობს სადედოფლო კაბაზე, შეარჩიე უკვე?
– ახლა ვბრუნდებით თბილისში და რაღაც დეტალები გვაქვს მოსაგვარებელი. მე კი დამნიშნეს, მაგრამ სიძე დარჩა უბეჭდოდ (იცინის). პირველ რიგში, მას უნდა ვუყიდოთ ბეჭედი. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის შარვალი მაცვია, აუცილებლად კაბას ჩავიცვამ. ეს იქნება კლასიკური, მაგრამ ძალიან სადა კაბა. ბავშვობაში არასოდეს ვფიქრობდი მსგავს რამეებზე. სხვაზე მომწონს ეს ლამაზი კაბები, მაგრამ ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია, ცოტა სხვანაირი ადამიანი ვარ. ალბათ, მოკლე, თეთრ კაბას ავარჩევ.
– თაფლობის თვის გატარებას სად გეგმავთ?
– ჯერ თელავის ფესტივალი მაქვს ჩასატარებელი და ამას რომ მოვრჩები, მერე გავემგზავრებით. მეგობრები მყავს ამსტერდამში და რომში. მინდა, ორივეგან მოვასწრო. ვნახოთ, როგორ იქნება. თუ, არჩევნის გაკეთება მომიწევს, ალბათ რომში წავალთ.
– როგორც ვიცით, ცოტა მკაცრი დირიჟორი ხარ... ოჯახშიც აპირებ დირიჟორობას?
–  სხვათა შორის, ერთმა მომწერა, როგორც გუნდს დირიჟორობ და ხელმძღვანელობ, ეგრე გეხელმძღვანელოს ოჯახისთვისაცო. გოჩას წავუკითხე და ორივეს გაგვეცინა. არა, სახლში  დირიჟორობას არ ვაპირებ, ოჯახში დირიჟორი მამაკაცი უნდა იყოს. მეუღლეც არ ვარ მკაცრი. სახლში, პირიქით, რბილი და თბილი ვარ. ისეთ ენერგიას ვხარჯავ სამსახურში, სახლი და ოჯახი ჩემთვის განტვირთვაა და სიმშვიდეს ვეძებ. ყოველთვის ვცდილობ, კარგი აურა შევქმნა. მოკლედ, მთელი აგრესია გუნდზე გადამაქვს (იცინის).

скачать dle 11.3