კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№32 ვისთან აპირებს ნინი ქარსელაძე სამართლებრივ დავას მამის სულის შეურაცხყოფისთვის

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  მომღერალ ნინი ქარსელაძის ცხოვრებაში ყველაზე რთული და მტკივნეული პერიოდი დგას. ახლახან მას მამა გარდაეცვალა – თეკუჩა ქარსელაძე. როგორც თავად ამბობს, ბევრი ბრძოლის მერე სამყაროსთან ომი წააგო და ახლა, მამის მოგონებებით ცხოვრებას ეგუება. ხოლო, რას აპირებს ის მამის გარდაცვალებიდან ორმოცი დღის შემდეგ, რა ოცნება ვერ აუხდინა მას და რისი თქმა ვერ მოასწრო, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
  ნინი ქარსელაძე: მამა 22 დღე იწვა საავადმყოფოში, მაგრამ მაინც მეგონა, ამ ბრძოლას მოვიგებდით. იმედიანად ვიყავი და ფიქრშიც არ დამიშვია, რომ ერთ დღესაც  მიმატოვებდა. ძალიან ძლიერი ორგანიზმი ჰქონდა და იმედს ეს მიმყარებდა. სხვათა შორის, გარდაცვალების წინა დღეს რომ მივედი საავადმყოფოში, ეს იმედი გამიქრა. სახლში დავბრუნდი და დედას ვუთხარი, მამა ცუდად მომეჩვენა-მეთქი. იმ ღამით გარდაიცვალა. დილით დარეკეს საავადმყოფოდან, დედამ გამაღვიძა და ეს საშინელი ამბავი მითხრა. 12 ივლისი ყველაზე მძიმე თარიღია ჩემს ცხოვრებაში. მამის იმქვეყნად წასვლით ბევრი რამ დასრულდა ჩემთვის. ახლა უფრო მეტს ვფიქრობ მასზე, ვიგონებ მის გვერდით გატარებულ წამებს, მტკივა და განვიცდი. მას ჩემს ცხოვრებაში წამყვანი როლი ჰქონდა. რაც არ უნდა ყოფილიყო, ყველგან და ყველაფერში მქონდა მისი იმედი. თუ რამე პრობლემა იყო, დედას მერე, მამას ვაგებინებდი. ისიც, შეძლებისდაგვარად მეხმარებოდა. ახლა მისი წასვლით ჩემი ბავშვობაც დასრულდა.
– ბევრი ადამიანი ახლობლის გარდაცვალებას ინტუიციურად ან რაიმე მინიშნებებით წინასწარ გრძნობს, მაგალითად, სიზმრის სახით. მსგავსი რამ თუ მოხდა შენს შემთხვევაში?
– გამძაფრებული ინტუიცია დედაჩემისგან გამომყვა. ბოლო პერიოდში უცნაურ სიზმრებს ვხედავდი. სამჯერ დამესიზმრა მამას გარდაცვლილი მეგობარი, რომელსაც მე არ მოვსწრებივარ და მხოლოდ ფოტოებზე მყავდა ნანახი. ვერ ვხსნიდი, რატომ მესიზმრებოდა, რა უნდოდა. ცუდზე არ ვფიქრობდი, ტვინიდან „ვისხლიტავდი“, არ მინდოდა ნეგატიურზე მეფიქრა. თუმცა, მამას გარდაცვლილი მეგობრის დასიზმრება ერთგვარი წინასწარმეტყველება აღმოჩნდა და მინიშნებაც ახდა, რომ მამა მალე წავიდოდა მასთან.
– თავად მამა თუ დაგესიზმრა გარდაცვალების მერე?
– ჩემ გარდა ყველას დაესიზმრა. როცა მის სურათთან ლოცვებს ვკითხულობ, ვეხვეწები, რომ დამესიზმროს. მინდა, მოვიდეს და მითხრას, სად არის და როგორ. 20 აგვისტოს 40 დღე გავა და ვგრძნობ, ეს ტკივილი  და მონატრება უფრო და უფრო მიმძიმდება. ბოლო პერიოდში რაღაცაზე ვეხუმრებოდი და ძალიან მწარდებოდა. მისი წასვლის მერე, ბევრი ისეთი დეტალიც ამომიტივტივდა თავში, რაც არ მახსოვდა. ვეჩხუბებოდი იმაზე, რომ მინდოდა, საკუთარ ჯანმრთელობას გაფრთხილებოდა და კიდევ ბევრი წელი ყოფილიყო ჩემ გვერდით. მხოლოდ ეს იყო ჩემი ჩხუბის მიზეზი მასთან. 56 წლის ასაკშიც კი ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, თმაში ერთი ჭაღარაც არ ჰქონდა.
სოციალურ ქსელში დაწერე: მეგონა, მოვიგებდით, მაგრამ სამყაროსთან ბრძოლა წავაგეთო. როდესაც მას საავადმყოფოში აკითხავდი და თავადაც იცოდა, მძიმედ იყო, რას გეუბნებოდა?
– დიახ, ბევრი ვიბრძოლეთ და მამას გარდაცვალებით სამყაროსთან ომი წავაგე. თუმცა, მქონდა იმედი, ამ ყველაფერს ერთად მოვერეოდით. მამას წლების განმავლობაში ფილტვების დაავადება აწუხებდა. მაგრამ, მისი ძლიერი ორგანიზმიდან გამომდინარე, ეს დაავადება ხელში „გვეჭირა“. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მის მკურნალ ექიმს, ელენე შეროზიას, რომელმაც, რვა წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, აცოცხლა. ბოლოს, 13 დღე კომაში იყო და მართვითი სუნთქვიდან რომ მოხსნეს, საუბარი უჭირდა. მაგრამ, როცა მე კითხვას ვუსვამდი, მის პასუხს ვიგებდი. სამწუხაროდ, სიკვდილის წინა დღეებში საუაბარი ვერ მოვახერხეთ. თუმცა, ბევრი რამის თქმა მინდოდა... მინდოდა, ბოდიში მომეხადა.
– ბოდიში – რისთვის?
– მისი ცხოვრებიდან გამომდინარე, რაღაც პერიოდში მამასთან ურთიერთობაში დისტანცია დავიჭირე. ვთვლი, რომ ეს ბოლომდე ხინჯად მექნება გულში. ყველაზე მეტად კი იმაზე მწყდება გული, რომ ოცნება ვერ ავუხდინე – ყველაზე მეტად უნდოდა, რომ შვილიშვილი ჰყოლოდა.  ძალიან უყვარდა ბავშვები, გიჟდებოდა და ეს რომ მოხდა და ჩემს შვილს ვერ მოესწრო, ძალიან განვიცდი.
– მესმის შენი. მაგრამ, იმისიც ხომ გჯერა, რომ გარდაცვლილი ახლობლები იმქვეყნიდანაც გვმფარველობენ, გვხედავენ და სულ ჩვენ გვერდით არიან?
– მორწმუნე ვარ და მჯერა იმის, რომ ის სადღაც არის, ოდესღაც შევხვდები და იმ სათქმელს, რაც აქ ვერ ვუთხარი, იქ ვეტყვი. მანამდე კი ღმერთს შევთხოვ, უფრო მეტად უყვარდეს უმამოდ დარჩენილი გოგონები. ძალიან მიჭირს. ძირითადად, ან მამას სახლში ვარ, ან სასაფლაოზე ავდივარ და ვესაუბრები. სასაფლაოს ჩემი გემოვნებით ვუკეთებ – სადას და ცოტა „გაპრანჭულს“, ისეთს, როგორიც მას მოეწონებოდა. რამდენიმე დღის წინ პრობლემა მქონდა. ავედი სასაფლაოზე და მამას დახმარება ვთხოვე. ვიცი, დარწმუნებული ვარ, თუ ერთი პროცენტი მაინც აქვს იმის საშუალება, რომ იქიდან დამეხმაროს, ყოველთვის დამეხმარება და ამას ვიგრძნობ. ძირითადად, მარტო მინდა ყოფნა და სულ მის ფოტოს ვესაუბრები. მადლობა მინდა, გადავუხადო ჩემს მეგობრებს, ერთი წამით რომ არ მტოვებდნენ და მამას მეგობრებს, რომლებიც უმისობას მაძლებინებენ და ამ ტკივილს მიმსუბუქებენ.
– ნინი, ამბობენ, გარდა იმისა, რომ გარეგნობით ძალიან ჰგავხარ მამას, მისი თვისებები და ხასიათიც დაგყვა.
– აბსოლუტურად, ყველაფრით მამას ვგავარ. გარდა იმისა, რომ გაჭრილი ვაშლივით ვგავარ, ხასიათებიც და თვისებებიც მისი დამყვა. როცა მისი გარდაცვალების მერე, სახლის დალაგება დავიწყე, თვალებს არ ვუჯერებდი – ნივთებიც კი ზუსტად ერთნაირად გვაქვს ჩალაგებული უჯრაში. თუმცა, ჩვენ ერთად არ გვიცხოვრია.
– სოციალურ ქსელში დადე სტატუსი, სადაც გაბრაზებული იყავი ერთ-ერთ გამოცემაზე და სამართლებრივი დავით ემუქრებოდი. რეალურად, რა მოხდა და თუ აპირებ ჩივილს?
– მამა წინა დღის დასაფლავებული იყო და მისმა მეგობარმა გამომიგზავნა სტატიის ფოტო, რომელიც ერთ-ერთ გაზეთში დაიბეჭდა. ბოლომდე ვერც წავიკითხე, სათაურიც კი საკმარისი იყო იმისთვის, რომ გავბრაზებულიყავი. მამას ვინც იცნობდა და არ მგონია, თბილისში ვინმეს არ ცნობოდა, ყველამ იცის მისი ხასიათი და ის, როგორ განიცდიდა თავის ცხოვრების წესს. განსაკუთრებით, ბოლო წლებში, დისკომფორტს უქმნიდა ის პრობლემა, რაც ცხოვრებაში ჰქონდა. სულ ამაზე საუბრობდა, ამბობდა: აუცილებლად უნდა შევცვალო ცხოვრებაო. ამიტომ, ის ტექსტი, რაც იმ სტატიაშია, გამორიცხულია, მამას  ეთქვა. სათაურში კი ეწერა – „მილიონებს გაუვლია ჩემს ვენებში და ახლა ბომჟად ვარო“. მართალია, მძიმე ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი, მაგრამ სიტყვა „ბომჟი“ არასდროს უთქვამს, რადგან ძალიან პედანტი და სუფთა იყო, მოწესრიგებული და ვერ იტანდა ამ სიტყვას. ამას, იმიტომ კი არ ვამბობ, რომ მამაჩემი იყო. არა! უბრალოდ, ბევრი ნარკოდამოკიდებული ადამიანი ვიცი და ბევრს უკვირდა, მისი ასეთი ხასიათი. სიცრუეც რომ არ ყოფილიყო, ნორმალური საქციელია? კაცი მიწაში არ იყო გაცივებული და მასზე სტატიას აქვეყნებ ისე, რომ არც ოჯახის წევრს ეკითხები, არც არავის უთანხმებ და აბსურდს იგონებ. არ უნდა მოვთხოვო პასუხი ამ ტყუილების გამო?
– თუ ესაუბრე ჟურნალისტს ან გამოცემის რედაქტორს და მათ რა პასუხი გაგცეს?
– რასაკვირველია, დაკრძალვის მეორე დღესვე დავურეკე და ველაპარაკე რედაქტორს, ვინმე მაიას. ვეცადე, გაწონასწორებული ვყოფილიყავი და არა ემოციური, მაგრამ იმდენად აბსურდული პასუხები გამცა, ყურმილი დავუკიდე. ამის მერე, დამირეკა ჟურნალისტმა არმაზ ხარძიანმა, რომელსაც ვკითხე, ვისთან იყო ინტერვიუ ჩაწერილი, რადგან ვინც ეს ტყუილები ილაპარაკა, აუცილებლად ვუჩივლებ და მოვთხოვ პასუხს სამართლებრივად. უბრალოდ, ჯერ თავს ვიკავებ, მაგრამ როგორც კი ორმოცი გავა, აუცილებლად ბოლომდე ჩავყვები ამ საქმეს და მამაჩემის სახელის შეურაცხყოფას არავის ვაპატიებ! თუ იმ ადამიანს არ მახვედრებენ, ჩანაწერი მაჩვენონ. მაგრამ, ჟურნალისტი მპასუხობს: სახელი და გვარი არ ვიცი, ესპანეთში ცხოვრობს, დავუკავშირდები და დაგელაპარაკებაო. თუმცა, არავის დაურეკავს. შემომითვალა კიდეც, ახლობლების პირით: იქნებ არ იჩივლოს, ბოდიშს მოვიხდითო. მე არ მჭირდება ბოდიში ამ ტყუილისთვის. იმ გამოცემას აუცილებლად მოვთხოვ პასუხს ამ ამორალურ საქციელზე. მათ ჰგონიათ, ამ სტატიით მე მომაყენეს შეურაცხყოფა, მაგრამ ცდებიან. გამორიცხულია, ჩემი მკვდარი მამის სულის შეურაცხყოფა ვინმეს ვაპატიო.




скачать dle 11.3