კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 გიორგი გაბუნია: რამდენადაც მსიამოვნებს და მახარებს ეს ამბავი, იმდენად მაშინებს კიდეც

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია შეყვარებულია. მისი რჩეული 23 წლის ნინი ფუტკარაძეა. მათი სიყვარულის ისტორიას და სამომავლო გეგმებს ინტერვიუდან შეიტყობთ.
– გიორგი, გაგვაცანი შეყვარებული – როგორი გოგოა?
  გიორგი გაბუნია: ძალიან კარგი გოგოა. ერთმანეთს ძალიან ბევრი წელია, ვიცნობთ. ორივე ქუთაისელი ვართ. წლების შემდეგ თბილისში შევხვდით ერთმანეთს შემთხვევით. დიდი ხანი არ მყავდა ნანახი და რომ დავინახე, ძალიან მომეწონა. მერე კიდევ შევხვდით, მისი დის ქორწილში დაგვპატიჟეს ოჯახი და იქიდან დაიწყო ამბები.
– როდის მიხვდი, რომ თქვენ შორის რაღაც სხვა ხდებოდა?
– ზუსტად იმ ქორწილიდან დაიწყო აქტიურობა ჩემი მხრიდან. მანამდე არანაირი ურთიერთობა არ გვქონდა. უბრალოდ, ჩვენი ოჯახები მეგობრობდნენ და ჩვენც ბავშვობაში გვყავდა ერთმანეთი ნანახი. მერე რომ ვნახე, აღვნიშნე, რა კარგი გოგო ყოფილა, გაზრდილა-მეთქი. პირველივე შეხვედრაზე გამიჩნდა სიმპათიები. ხშირად ვწერდი, ხან კინოში ვპატიჟებდი, ხან კაფეში... როგორც ხდება. მერე საირმეში წავედი მეგობრებთან ერთად, რაღაც ღონისძიება გვქონდა და იქაც შემოვიტყუე, როგორც მეგობარი (იცინის). შვიდი თვეა, რაც ერთად ვარ.
– კარგი გოგოაო, მითხარი, მაგრამ უფრო კონკრეტულად, რა მოგეწონა ნინიში?
– პირველ რიგში, კარგი ადამიანია. ვიზუალურადაც კარგი გოგოა, გემოვნებაც კარგი აქვს. ხასიათით ერთმანეთისგან განვსხვავდებით. ნინი უფრო დაკვირვებული და პრინციპულია, მე უფრო – ლაღი და ვავსებთ ერთმანეთს. ერთიანობაში ყველაფერი მომწონს და მხიბლავს.
– ოჯახები როგორ შეხვდნენ თქვენს ამბავს?
– ჩვენი ურთიერთობის შესახებ რომ გაიგეს, თავიდან შოკი ჰქონდათ. მერე ძალიან გაუხარდათ. ნინის ოჯახი ძალიან კარგად მიცნობს, ნინის კი – ჩემი და შესაბამისად, ამ კარგ ამბავს დადებითად შეხვდნენ.
– ნინი როგორ უყურებს შენს კარიერას?
– ალბათ, მოსწონს. არცერთ გადაცემას არ ტოვებს, თავის მოსაზრებებს მიზიარებს და შენიშვნებსაც მეუბნება ხოლმე: სტუმრებთან, ჩაცმულობასთან თუ ვარცხნილობასთან დაკავშირებით. ძალიან კრიტიკული არ არის, მაგრამ ლმობიერსაც ვერ დავარქმევ.
– თვითონ რა სფეროშია?
– იურიდიულზე სწავლობს. მესამე კურსი დაამთავრა და ერთი წელიღა დარჩა.
– რამდენად რომანტიკული შეყვარებულია გიორგი?
– რომანტიკული ვარ. თუ ადამიანი მიყვარს, ვცდილობ, მაქსიმალურად ამოუწურავი ვიყო, ვცდილობ, ბანალურობებს თავი ავარიდო, ურთიერთობაში სიახლეები შევიტანო. მიყვარს სიმღერების მიძღვნა, ლექსიც ხშირად მითქვამს. ურთიერთობაში ოფიციალურობებსაც ვინარჩუნებ, მაგრამ თან, ვცდილობ, ჩემი შეყვარებულის საუკეთესო მეგობარი ვიყო, ანალოგიურად – ნინიც.
– ეკრანს ხომ აქვს თავის პლუსები და მინუსები. ნინისთვის შეიძლება, მინუსი იყოს ის, რომ შენთან მიმართებაში ბევრი გოგო აქტიურობს. ეჭვიანია?
– ზოგადად, არა. მაგრამ, როცა ბევრი ადამიანი იჩენდა ყურადღებას, მათ შორის ბევრი გოგო,  ეგ მომენტი ჰქონდა. ნაკლებად შეიმჩნია, მაგრამ მაინც მივხვდი. როგორც კი ეს გრძნობა გაუჩნდა, მაშინვე გავუქარწყლე, მსგავს საბაბს არასდროს ვიძლევი. ურთიერთობაში ბოლომდე ერთგული ვარ.
– შენი მოუცლელობის გამო უკმაყოფილოა?
– რას იზამ, თუ გინდა, რამეს მიაღწიო, მაშინ თავდაუზოგავად უნდა იშრომო. შესაბამისად, ეს ბევრ დროს მართმევს, მაგრამ რაც მთავარია, მიგებს და ჩემი ესმის. სამსახურშიც რომ ვიხარჯები, ყველაფერს იმისთვის ვაკეთებ, რომ სამომავლოდ ჩვენი ურთიერთობა იყოს შემდგარი და უზრუნველყოფილი.
– უკვე სერიოზულად ფიქრობთ სამომავლო გეგმებზე?
– კი, ოჯახის შექმნას ვგეგმავთ. დროც გვაქვს განსაზღვრული – ნინი სწავლას რომ მორჩება, თან, მეც უფრო მყარად ვიქნები. დაახლოებით ერთ წელიწადში დავქორწინდებით.
– იუმორთან როგორ არის?
– თავისებური იუმორი აქვს, ცოტა უცნაური (იცინის). აქაც იურისტის იუმორთან გვაქვს საქმე. ცოტას ლაპარაკობს და შეიძლება, არ გაეცინოს იმაზე, რაზეც მე.
– რას ამბობენ, შეცვალა გიორგი სიყვარულმაო?
– კი, შევიცვალე, რაღაცებს სხვანაირად ვუყურებ, ვგეგმავ, ვფიქრობ. რაღაც დონეზე ცხოვრების წესიც შემეცვალა, მაგრამ არა – რადიკალურად.
– ოჯახისადმი შენი დამოკიდებულება როგორია?
– რამდენადაც მსიამოვნებს  და მახარებს ეს ამბავი, იმდენად მაშინებს კიდეც. იმიტომ არა, რომ თავისუფლება შემეზღუდება. არ ვეთანხმები, როცა ამბობენ ხოლმე, შეყვარებულობის პერიოდია იდეალური, თავისუფალი როცა ხარ და მერე ოჯახი გზღუდავსო. რა თქმა უნდა, ვალდებულებები და პასუხისმგებლობები იმატებს, მაგრამ თუ შენს მეორე ნახევართან ერთად კომფორტულად ცხოვრობ და ერთმანეთის გესმით, ოჯახი არც შენ შეგზღუდავს და არც შენს მეორე ნახევარს. ერთადერთი, ვხვდები, რომ მეტი მომეთხოვება, მეტი დაფიქრება, პასუხისმგებლობები და ეს ოდნავ მაშინებს, მაგრამ არ გავურბივარ. მყარად და მედგრად შევხვდები. ეს სასიამოვნო შიშია. სულ წარმომედგინა ჩემი პატარა კერა, ოჯახი. ახლა დაახლოებით ვხვდები, როგორი იქნება ჩვენი ოჯახი და მგონი, ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე და ნინი ვფიქრობთ და გვინდა.
– ნინი, რით მოგხიბლა გიორგიმ?
ნინი ფუტკარაძე: პირველ რიგში, გარეგნობით. ძალიან ყურადღებიანია, იცის, როგორ მოექცეს ქალს. ძალიან თბილი და საყვარელია, შესაბამისად, მარტივად მოვიხიბლე.
– მე რომანტიკული ვარ, ნინი – არაო. მართალია?
– კი (იცინის). გიორგისავით რომანტიკული არ ვარ. უყვარს სიურპრიზების გაკეთება, თბილი და ლამაზი სიტყვებით განებივრება, ისეთ რამეებს მოიფიქრებს, რაც მე არასდროს მომაფირდებოდა (იცინის).
– ადვილი იყო მის პოპულარობასთან შეგუება?
– გიორგი არასდროს მაგრძნობინებდა, რომ პოპულარული იყო და ამ ფაქტს უნდა შევგუებოდი. როცა ქუჩაში ცნობენ, უღიმიან, ესალმებიან და დადებით ემოციებს გამოხატავენ, ძალიან მსიამოვნებს და არასდროს მიფიქრია, რომ შეიძლება, მისმა პოპულარობამ შემზღუდოს ან რამეში დამაბრკოლოს. პირიქით, ჩემთვის სასიამოვნოა, ყურადღების ცენტრში რომ არის.  
– სადედამთილოსთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
– ჩვენი მშობლები მეგობრობდნენ და ხშირად მივდიოდით ერთმანეთთან. თუმცა, გიორგისთან არ მქონდა ახლო ურთიერთობა. ახლა, როცა შეყვარებულები გავხდით, კიდევ უფრო დავუახლოვდით. გიორგის დედა ძალიან კარგი ადამიანია, უსაყვარლესია და დიდ პატივს ვცემ. ჩემებს ძალიან უყვართ გიორგი და მის გადაცემებს ყოველთვის უყურებდნენ, ახლა, როცა სასიძოა – მით უმეტეს (იცინის).

скачать dle 11.3