კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (144)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

№32 რატომ ამუშავებს 3 წლიდან შვილს ნათია წიწილაშვილი და აპირებს თუ არა ის ოჯახის კიდევ ერთხელ შექმნას

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

  ნათია წიწილაშვილისთვის ზაფხული დასვენებასა და ზღვასთან ასოცირდება და როგორც ამბობს, ამ სეზონისთვის საქმიანობის დასრულებასა და ხანგრძლივი არდადეგების მოწყობას ყოველთვის ახერხებს.
  ნათია წიწილაშვილი: ზაფხული ჩემთვის, პირველ რიგში, ზღვასთან ასოცირდება. ყოველთვის ვახერხებ ჩემი საქმეების გადადებას და ორი კვირით მაინც მივდივარ. ცალკე თემაა ბავშვით დასვენება. ამიტომ ბოლო წლებში, სტანდარტულად, ბავშვი ჯერ ზღვაზე მიმყავს და მერე – მთაში. გამიმართლა იმაში, რომ ჩემი პროფესიის ადამიანისთვის ეს სეზონი ნაკლებად დაკავებულია, ამიტომ დროსთან დაკავშირებული პრობლემა ჯერ არ შემქმნია. ბავშვთან ერთად დასვენებას რომ მოვრჩები, მერე მარტო წავალ სადმე, მეგობრებთან ერთად და მართლა დავისვენებ (იცინის). იმიტომ რომ ბავშვთან ერთად დასვენება მაინცდამაინც არ გამოდის. შეიძლება, ფიზიკურად იმდენ საქმეს აღარ აკეთებდე, მაგრამ ემოციურ განტვირთვას ვერ ახერხებ, რადგან სულ მობილიზებული ხარ და ფიქრებში გართული. ახლა გონიოში ვისვენებთ. ზღვაცაა და სუფთა ჰაერიც, რაც ძალიან კარგია ბავშვისთვის.
– სამზადისისთვის დიდი დრო გჭირდება?
– გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ ზღვაზე და მერე მთაში საკმაოდ დიდი ხნით მივდივარ, ერთ-ორ დღეში ჩაბარგება არ გამომდის. საფუძვლიანად ვიწყებ ხოლმე მზადებას ერთი თვით ადრე მაინც. თუ რამე საყიდელია, ვყიდულობ და სადაც უნდა მივდიოდე, ჩემი გარდერობიდან მაინც ყველაფერი მიმაქვს, ასევე აქსესუარები. ჩემს ბარგს „რა იცი, რა ხდება“ ჰქვია (იცინის). შეიძლება, ყველაფერი არ გამოვიყენო, მაგრამ რომ დამჭირდეს, აუცილებლად თან უნდა მქონდეს.
– ამ სეზონზე განსაკუთრებულად უვლი თავს?
– მხოლოდ ზაფხულში არა, ყოველთვის ვცდილობ, კანს მოვუარო და სხვა ყველაფერსაც, მაგრამ ზაფხული ის სეზონია, როცა განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო. სხვათა შორის, მხოლოდ ახლა დავიწყე მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება. სანაპიროზე ყოველთვის 9-12 საათების შუალედში ჩავდიოდი. ძალიან თეთრი ვარ და 12-ის შემდეგ რომ დავწვე, არ ვიცი, რომელი ხარისხის დამწვრობას მივიღებ და ეს ნამდვილი კატასტროფა იქნება.
– გამორჩეულად რომელი ზაფხული გახსენდება?
– ყველა ზაფხული თავისებურად განსხვავებულია. ალბათ, უფრო ის პერიოდი, როცა პატარა ვიყავი და ბავშვი არ მყავდა. დასასვენებლად მეგობრებთან ერთად მივდიოდი და ალბათ, ეს იყო ყველაზე მხიარული დასვენება. იმ დროს პასუხისმგებლობა ნაკლები იყო და არც ის ვიცოდა, რა იყო ბავშვის მონატრება. უფრო თავისუფალი ვიყავი. ოჯახის წყალობით, არც ახლა მაქვს პრობლემა, ბავშვი დავტოვო და სადაც მინდა, იქ წავიდე, მაგრაამ შენს გაჩენილ არსებასთან სხვა პასუხისმგებლობა გაქვს.
– ნასტიამ უკვე პირველი კლასი დაამთავრა...
– მეორე კლასში გადავიდა და ახლა დამსახურებული შვებულება აქვს (იცინის). წელს ძალიან ბევრი იმუშავა და დასვენება სჭირდება. შვიდი წლის ბავშვი, სამი წლიდან, ფაქტობრივად, ოთხი წელია მუშაობს (იცინის) დედას ჰგავს ზღვის სიყვარულით და ძალიან უხარია, დასასვენებლად რომ მივდივართ. თან, ძალიან ემოციურია და რომ იცის, ზღვაზე მივდივართ, სიზმარში ნახულობს, საწოლიდან დგება და ვითომ წყალში ხტება. რამდენიმე დღის წინაც ადგა, საწოლზე დადგა და „წყალში ჩახტა“ (იცინის).
– სერიალში ისეთი კლასი აჩვენა, მაყურებელი გაოცებული იყო.
– მეც შოკში ვიყავი. ჩემი შვილია და მისი შესაძლებლობები ვიცი, მაგრამ ერთი კონკრეტული სცენა იყო, სადაც უნდა ეტირა და რომ ვუყურებდი, მეც კი გავოგნდი, ეს როგორ შეძლო. უბრალოდ, ავუხსენით, როგორი სცენა იყო და ვუთხარით, რომ უნდა ეტირა. ჯერ ხელები აიფარა სახეზე, საერთოდ, არ უყვარს,  თუ ვინმე ხედავს, როცა ტირის, კამერასთანაც მოერიდა, მაგრამ მერე რეჟისორმა უთხრა, არ გამოვა ხელის აფარებაო. ეს ცოტა გააპროტესტა, მაგრამ ისე გადმოყარა ცრემლები, გაოცებული ვიყავი. არაფრის ჩაწვეთება არ დასჭირვებია, სლუკუნი დაიწყო და ხელები რომ ჩამოსწია, ცრემლები მოსდიოდა. რომ დავინახე, მეც ვეღარ შევიკავე ცრემლები, გული ამიჩუყდა. მართლა ობიექტურად ვამბობ, საოცარი ნიჭის მქონე ბავშვია, მაგრამ არ მოსწონს ეს პროფესია. ვერ ხვდება, რა საჭიროა ამდენჯერ ერთი და იმავეს გაკეთება, აპროტესტებს, ერთხელ ხომ გავაკეთეო?! რომ ჰკითხავენ, გადაღებები მოგწონსო? არაო, პასუხობს და ამ დროს – მე მსახიობი ვარო, წაიტრიპაჩებს ხოლმე. მსახიობობაა, აბა რა არის, ოთხი წელია, ბავშვი ეკრანზეა (იცინის). სამი წლიდან თავისი ანაზღაურება აქვს.
– თუ საიდუმლო არაა, რაში ხარჯავს საკუთარი შრომით გამომუშავებულ თანხას?
– იმას ვყიდულობთ, რაც თვითონ უნდა, სათამაშო იქნება თუ სხვადასხვა აქსესუარი. დანარჩენს ვუბანდებ (იცინის). მეც გულწრფელად მიკვირს, ასეთი პატარა გოგო როგორ ახერხებს ამდენს? მგონი, უკვე კარგა ხანია, მეც მაჯობა და მამამისსაც. რომ გაიზრდება, თუ მოისურვებს, წარმომიდგენია, რის გაკეთებას შეძლებს.
– ბოლოს შენი და შენი სუპერმენის ამბავიც მითხარი.
– მე და ჩემი სუპერმენი კვლავ ერთად ვართ. არაფერი არ შეცვლილა. პირიქით, ყველაფერი უკეთესობისკენაა და ჩვენი ურთიერთობა, ალბათ, რაღაცით დაგვირგვინდება.
(გამოყენებულია მიხეილ პიტიურიშვილის ფოტოები).

скачать dle 11.3