კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 როდის უშვებს გიორგი პაპკიაური ქალს სხვასთან და რატომ აღარ ეუბნება ის ხშირად ქალებს კომპლიმენტებს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ხუთჯერ იყო ქორწინებაში, მაგრამ არცერთმა ურთიერთობამ არ გაამართლა. დღეს ამბობს, რომ ამ ასაკში ოჯახის შექმნას აღარ აპირებს, თუმცა ამის გაკეთება ხვალვე შეუძლია. მუსიკოს გიორგი პაპკიაურთან საუბარი სიახლეებით დავიწყეთ.
  გიორგი პაპკიაური: დახურულ ღონისძიებებზე გადავედი, მსმენელსაც ვასვენებ და მეც ვისვენებ, ხანდახან მონატრებაც კარგია. ვმუშაობ ახალ სიმღერებზე, სამი კლიპია მზადების პროცესში და თან, ალბომიც მზადდება. ვმუშაობთ კონცერტისთვის ორკესტრთან ერთად, რომელიც ოქტომბერ-ნოემბერში გაიმართება. პარალელურად, სულ ვხატავ და გამოფენისთვის ვემზადები.
– ყოველთვის განიხილება შენი ცხოვრება. თუმცა, ამაში სხვას ვერ დაადანაშაულებ – 34 წლის  ასაკში უკვე ძალიან ბევრი ოჯახი გქონდა.
– უფრო მეტიც ჰქონიათ (იცინის). უბრალოდ, არ ამბობენ. ამაში საამაყო არაფერია. ეს  ცხოვრებამ მოიტანა, იმას კი არ ვამბობ, რომ კარგი ტიპი ვარ. დღეს ცოლის მოყვანა პრობლემა არაა და მგონი, არც გათხოვება, თუ ძალიან წუნია არ ხარ. შეცდომას ვერ დავარქმევ, მაგრამ არც საბლატაოა. ერთი რომ გყავს მთელი ცხოვრება, მაშინ უფრო მაგარი ტიპი ხარ. თუმცა, როცა სხვადასხვა ფსიქოლოგიის მქონე ადამიანთან ცხოვრობ, იწრთობი. პირად ურთიერთობებში უკვე ძალიან ფრთხილი ვარ. განშორება თავის კვალს ტოვებს, მაგრამ მთავარია, ამის შემდეგაც შეინარჩუნო ურთიერთობა, რაც ყველასთან მოვახერხე.
– თუმცა მაგდა ვასაძე თქვენს ურთიერთობას ოჯახს არ უწოდებდა და ქმრად არ მოგიხსენიებდა.
– არ ვამტყუნებ, ნაწყენი ქალია. შეიძლება, მისთვის ასეც იყო, ეს მე არ ვიცი, თუმცა მე სულ სხვა რამეს ვგრძნობდი. პრინციპში, სრულფასოვანი ოჯახი იქ არის, სადაც შვილია, ამ მხრივ, მაგდა მართალია. ალბათ, ამის თქმის მიზეზი მისი მხრიდან ემოციური ფონი იყო. იმ პერიოდში ჩემი ყველა ინტერვიუ გაწონასწორებული იყო, მაგდამ, უბრალოდ, თავი ვერ შეიკავა. არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს, ვისაც ყოფილი მეუღლეებისადმი ცუდი დამოკიდებულება აქვთ. პირიქით, ძალიან გამილამაზეს ცხოვრება.
– ამდენი ურთიერთობის დასრულებაში შენ ხარ ხოლმე დამნაშავე თუ პარტნიორებს ადანაშაულებ?
– ყველა ჩემი ბრალია. მე არ მიყვარს, როცა მზღუდავენ. ეს არ ნიშნავს, რომ მე ვარ ცუდი. უბრალოდ, როცა ვგრძნობ, რომ პატარა ბზარი გაჩნდა, იმ ადამიანს ვაძლევ უფლებას და მეორე შანსს, რომ სხვასთან იპოვოს ბედნიერება, რაც ჩემთან ვერ იპოვა და დროს არ ვაკარგვინებ. თუ ჩემშია მისი ბედნიერება, მაგრამ მე არ ვარ კომფორტულად, მაგ შემთხვევაშიც მივდივარ.
– გოგოებს, ვინც შენი წარსული იცის, შენთან მიმართებაში სერიოზული ნაბიჯის გადადგმის არ ეშინიათ?
– ნეტა (იცინის). ეს არ აშინებთ. ახლა დაოჯახებას არ ვაპირებ და არავინ მყავს ამ დონეზე დაიმედებული, შესაბამისად, ეს შიში არ იჩენს თავს. გვერდით მყავს საყვარელი ადამიანი, მაგრამ რომ დავოჯახდე, ვიცი, ბევრად დიდ პასუხისმგებლობას ავიღებ თავზე, ვიდრე აქამდე. განა ოჯახის დანგრევის მეშინია, მაგრამ ამ ასაკში ამ ნაბიჯს გრძნობებით კი არა, გონებით გადავდგამ.
– რატომ ამდენი დანგრეული ოჯახი და არა თავისუფალი ურთიერთობა?
– რომ ვამბობ, ჩემი ბრალია ოჯახის დანგრევა-მეთქი, ეს არ ნიშნავს, რომ მეორე მხარე არ იყო დამნაშავე. მაგრამ კაცი ვარ და ვიღებ საკუთარ თავზე. თუმცა, მე ვარ ტიპი, რომელიც ქალებს დასდევს. მე რომ არაკაცურად მივდიოდე, დღეს ჩემთან ურთიერთობა არ ექნებოდათ. რაც შეეხება ოჯახს, ვეძებ სითბოს, სიყვარულს და ერთიანობას, რომელიც ოჯახის გარეშე წარმოუდგენელია. ახლა მაქვს ურთიერთობა, მაგრამ ერთად არ ვცხოვრობთ. მოგვენატრება, დავრეკავთ და ვხვდებით. ეს გართობა არაა, მაგრამ ყველაფერი პასუხისმგებლობების გარეშე ხდება. პასუხისმგებლობის არ მეშინია, მაგრამ ვიცი, რომ ეს ყველაფერი გამიორმაგდება და ამიტომ არ ვდგამ ამ ნაბიჯს.
– გამოდის, მაინც პასუხისმგებლობებს გაურბიხარ.
– არ გავურბივარ, ვიცავ ქალებს. დღეს უკვე თავს ვიკავებ ქალებისთვის ბევრი კომპლიმენტის თქმისგან – არ მინდა, ეგონოთ, რომ ეს „ნამიოკია“  იმისა, რომ მე მზად ვარ ურთიერთობისთვის. ამან მეორე უკიდურესობაც გამოიწვია, ბევრი მეგობარი ქალი მწერს, ცივი ხარო. ასე არაა, უბრალოდ, ვცდილობ, სიტუაცია ვაკონტროლო. რა ლამაზად გამოიყურები და რა ლამაზი თვალები გაქვს – არ მინდა ამ შეფასებებს, მისი მხრიდან, რამე მოჰყვეს.
– ასე მარტივია ქალების „დაკერვა“, მაშინვე კოშკებს აგებენ?
– ეს არასწორი იქნება ჩემი მხრიდან. ეს ეხება არა ყველა ქალს, არამედ მხოლოდ მათ, ვისაც მე მოვწონვარ, ვისაც ჩემთან რაღაც ემოცია აკავშირებს. ის ჩემგან ელოდება რაღაც ნაბიჯს და ამ შემთხვევაში, ძალიან ადვილია. ამიტომ ვიკავებ თავს.
– მეგობარ ქალს შეყვარებიხარ?
– რა თქმა უნდა და ცოლიც გამხდარა. თუ ჩემი მხრიდანაც იგივე დამოკიდებულება არაა, მაშინვე მიდის ჩემი ცხოვრებიდან. არ მინდა მისი, როგორც მეგობრის, დაკარგვა. იძულებული ვარ, ნეიტრალური შევინარჩუნო, მაგრამ არ გამოდის. როცა მითქვამს, მხოლოდ მეგობრობა მინდა-მეთქი, რა თქმა უნდა, „ცუდი ვხდები“ და მიდიან.
– ისე გამოდის, თითქოს ყველა შენზეა შეყვარებული. შენ არ ყოფილხარ ცალმხრივად შეყვარებული?
– ვერ მოვიტყუები, მარტო მე არ ვყოფილვარ შეყვარებული. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქალთან მქონდა ურთიერთობა, არ ვარ ტიპი, რომელიც ნადირობს, არ ვარ მექალთანე. მე არასდროს დავარღვევ შენს პირად სივრცეს შენი ნებართვის გარეშე – მე უნდა ვგრძნობდე, რომ შენ ეს გინდა. ამიტომაც არასდროს შემყვარებია ცალმხრივად. შეიძლება, ძალიან მომწონებია, მქონია მინიშნების მცდელობა, მაგრამ თუ ანალოგიური დამოკიდებულება არ წამოვიდა, სიყვარულამდე აღარ მიდის საქმე, იქვე ვწყვეტ.
– შვილი...
– არ მყავს. ერთ-ერთ ქორწინებაში შვიდი თვის ნაყოფი მოგვიკვდა. შვილი არცერთ ქორწინებაში არ მყავს, ასე გამოვიდა, ღმერთის ნებაა. ყოველთვის რაღაც გვიშლიდა ხელს. ბავშვები ძალიან მიყვარს. რაც შეეხება ჩემს შვილს, ღმერთის ნებაა, იქნება თუ არა. ყოველ შემთხვევაში, მე არა მგონია, იყოს. რატომღაც ასეთი შეგრძნება მაქვს. რაც შეეხება ოჯახს, სადღაც 40-45 წლის რომ ვიქნები, გონებით გრძნობასთან თანდართული ვნებით და სიმპათიებით გადავწყვეტ ცოლის მოყვანას, ავარჩევ ადამიანს, ვინც ჩემთან უფრო ახლოს იქნება და აუცილებლად დავოჯახდები. ასეც ხდება, გააჩნია, რამდენად ძლიერი ხარ ფსიქოლოგიურად და რამდენად მართავ საკუთარ თავს. მე შემიძლია, ხვალ გავაკეთო იგივე.

скачать dle 11.3