კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 სალომე ჭაჭუა: ხშირად გავუოცებივარ საკუთარი სხეულის შესაძლებლობებს

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  სალომე ჭაჭუასთვის ეს ზაფხული საკმაოდ საინტერესო და დატვირთულია. ცოტა ხნის წინ მან საკუთარი ძალები საერთაშორისო მსაჯის ამპლუაშიც მოსინჯა. გარდა ამისა, ახალი თანამდებობაც აქვს და როგორც მოცეკვავემ, საინტერესო შემოთავაზება მიიღო, რომლის შესახებაც მომავალში გვესაუბრება.
  სალომე ჭაჭუა: ზაფხული განსაკუთრებულად მიყვარს. ძირითადად, არ ვისვენებ ხოლმე, მაგრამ, როცა ძალიან თბილა, ყველაფერი გამწვანებულია, უფრო მეტად შრომისუნარიანი ვხდები, ძალიან კარგ განწყობაზე ვარ და ჩემს საქმეს უფრო მეტი ხალისით ვუდგები. ივნისში, ნახევარ თვეზე მეტხანს ბათუმში ვიყავი – საერთაშორისო კემპზე ვკითხულობდი ლექციებს, შემდეგ ჩემი სტუდიის შეკრება იყო, რომელიც ძალიან კარგი გამოვიდა. ახალი თანამდებობა მაქვს – საქართველოს მსოფლიო ცეკვების საბჭოს განათლების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვარ. საპასუხისმგებლო თანამდებობაა და ძალიან მომწონს. ნელ-ნელა ახალი წესები შემაქვს. სხვათა შორის, წელს პირველად ვიყავი სომხეთში მსაჯად და ისე მომეწონა, მინდა, საერთაშორისო მსაჯის ლიზენცია ავიღო. ახლა, იდეაში, შვებულება მაქვს, მაგრამ მე ხომ არ შემიძლია მუშაობის გარეშე. თან, ვმუშაობ, თან ვვარჯიშობ და თან ვსწავლობ. ახლა, როცა ჩემი სტუდიის ბავშვები ისვენებენ, დიდი დრო მაქვს იმისთვის, რომ გავაკეთო ის, რაც მე მინდა, რაზეც მთელი წლის განმავლობაში ვფიქრობ და რასაც ვგეგმავ. მაგალითად, საბრძოლო ხელოვნებას ვეუფლები – ტაიკვანდოს.
– რატომ ტაიკვანდო?
– ტაიკვანდო ყოველთვის მაინტერესებდა და მომწონდა. „ყველაზე ძლიერიდან“ გამომდინარე, იმდენ რამესთან მომიწია შეხება, რომ გადავწყვიტე, ესეც მეცადა. ძალიან საინტერესოა, თან მაგრად წვავს კალორიებს. „ნონ სტოპში“ ვვარჯიშობ  გაუჩერებლად, ადგილზე ვძუნძულებ. ფეხების ქნევა მაგრად გფერთხავს, კუნთსაც არ გადებს, პირიქით, გიწელავს და ლამაზად გიყოფს. იმავდროულად, ინტელექტსაც სხვანაირად გივითარებს. არაჩვეულებრივი ტრენერი მყავს. წინა გაკვეთილზე შემომაპარა: მოემზადე და ტურნირზე გაგიყვანო. იქიდან გამომდინარე, რომ მთელი ცხოვრება სპორტში ვარ ჩართული, ტაიკვანდოს კი პლასტიკურობა ძალიან უხდება, ამიტომაც უფრო მარტივად დავეუფლე, თუმცა საკმაოდ რთული საბრძოლო ხელოვნებაა. თან, მე თუ რამეს ხელს ვკიდებ, ბოლომდე უნდა შევისწავლო, რადგან ძალიან მსიამოვნებს ხოლმე. რა თქმა უნდა, ტურნირზე გამოსვლას არ ვაპირებ. თუმცა ტრენერმა მითხრა: შენი მონაცემებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრ რამეს გადავახტითო, ანუ, ძირითად ბაზისს. ეს ჩემს სფეროსაც ძალიან ეხმარება, სხეულის იდეალურ ბალანსს გიყალიბებს. რაც ჩვენთვის, მოცეკვავეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი სხეული იმდენად მაინტერესებს, რომ მასში ყოველთვის ახალ რაღაცას ვპოულობ და ვავითარებ. ხშირად გავუოცებივარ საკუთარი სხეულის შესაძლებლობებს და ზოგადად, მინდა აღვნიშნო, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს.
– ახლობლები როგორ შეხვდნენ შენს ახალ გატაცებას?
– ოჯახის წევრებმა რომ გაიგეს, ტაიკვანდოზე დავიწყე სიარული, ერთი გაიღიმეს: რა ტაიკვანდო, ბოქსი არ გეყოფოდაო.
– ძალიან დაკავებული ხარ და განტვირთვისთვის, პირადი ამბებისთვის თუ გრჩება დრო?
– ცხოვრება თავიდან ბოლომდე მაქვს დაგეგმილი. რა თქმა უნდა, დარღვევებიც მიყვარს, მაგრამ ძირითადად, სულ ვგეგმავ, რადგან მინდა, მოვასწრო ის, რაც მე მინდა. აქ, რა თქმა უნდა, შედიან ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები.
– რამდენად ხშირად არღვევ?
– იშვიათად ვარღვევ ჩემს გეგმებს, თუმცა, ასეც ხდება. არ არის მარტივი, ყველაფერი დაგეგმო. ამას გამომუშავება სჭირდება, ნებისყოფა, დრო. სამაგიეროდ, ასე საკუთარ თავს სხვანაირად გაიცნობ, ხვდები, რომ ძალიან ბევრი რამ შეგიძლია. სხვათა შორის, სამხედრო წვრთნების გავლა მინდოდა მთელი ბავშვობა, განსაკუთრებით კი – გააზრებულ ასაკში და სულ ვფიქრობდი: რატომ არ არის საქართველოში ქალებისთვის 3-4-თვიანი სამხედრო წვრთნები, რომელიც ყველა ქალმა უნდა გაიაროს-მეთქი. ამის საშუალება ცოტა ხნის წინ მომეცა და ძალიან გამიხარდა, ბევრი რამ ვისწავლე და აღმოვაჩინე საკუთარ თავში. ფიზიკურ მზაობასთან არასდროს მქონია პრობლემები, არც ფსიქოლოგიურთან. ერთი თვით ადრე ცოცვაზეც კი შევედი, ცურვაც გავიუმჯობესე. ამდენ სპორტზე, რომ დადიხარ, კუნთი სტრესს იღებს. დაიშოკა სხეული, თან, მე მიდრეკილება მაქვს კუნთისკენ, ამიტომაც „წონებით“ არასდროს ვვარჯიშობ. იმხელა კუნთები მქონდა... მაგრამ ვიფიქრე: არა უშავს, ნელ-ნელა ჩავდგები-მეთქი ფორმაში.
– რისი შიში გაქვს?
– სიბნელის მეშინია ძალიან. ჩაბნელებულ ოთახში კი არა, ჩაბნეულებულ ქუჩაზეც ვერ გავივლი. რისი მეშინია, არ ვიცი. ეს შიში ბავშვობიდან მაქვს. შეძენილი შიშიც მაქვს, მაგალითად, სიმაღლის. მეოთხე სართულზე ვცხოვრობთ და ერთი პერიოდი აივანზეც ვერ გავდიოდი. მერე დავძლიე. უბრალოდ, მშვიდი ადამიანი ვარ და როცა გამოუვალ სიტუაციაში ვვარდები, ასეთ დროს არ მიპყრობს პანიკა, პირიქით, უფრო მეტად ვმობილიზდები ხოლმე. მე მჯერა, რომ არ არსებობს სიტუაცია, სადაც გამოსავალი არ არის. მთავარია, მშვიდად შეხვდე, მოთმინების უნარი გამოიჩინო, არ აჰყვე ემოციებს და არ დაიბნე, სწორად მიუდგე და გაანალიზო. სპორტმა დიდი როლი ითამაშა ჩემს ხასიათზე, დამოუკიდებლობას სწავლობ, დისციპლინას, შრომისუნარიანობას, ბრძოლას, წაგებას, მოთმინებას. ამიტომ ყველა მშობელს ვურჩევ, რომ ბავშვები სპორტით დააკავონ.
– საკუთარი თავი ძლიერ ადამიანად მიგაჩნია?
–  არ ვიცი, ვისთვის როგორ ვჩანვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძლიერი ადამიანი ვარ, ძლიერი ქალი.
– ძლიერ ქალებს არ მოსწონთ სუსტი მამაკაცები.
– გეთანხმები, არ მოსწონთ. მამაკაცი საინტერესო უნდა იყოს ჩემთვის. ზოგადად, კომუნიკაციაში ადვილად შევდივარ. შეიძლება არ გავიხსნა, მაგრამ ვცდილობ ხოლმე, საერთო ვიპოვო. მიყვარს ადამიანებთან საუბარი, მოსმენა, მისი აზრების გაგება. თუმცა მთავარია, მე მომეწონოს და ჩემს მეორე ნახევრად ავირჩიო.
– ცოტა ხნის წინ ინტერნეტ-საიტებზე დაწერეს, რომ შეყვარებული ხარ, უფრო სწორად, მეორე ნახევარი გყავს. სახელი და გვარიც ეწერა, ლევან დგებუაძე. ეს სიმართლეა?
– საკმარისია ვინმესთან ერთად გადაღებული ფოტო დავდო, რომ აუცილებლად მსგავსი რაღაცები მოჰყვება ხოლმე. ჩემს ნათლულზეც კი დამიწერეს რაღაცები. დიდი ხანია მარტო ვარ და ბიჭთან რომ მხედავენ, მაშინვე წერენ ჭორებს. მე და ლევანი ბავშვობის მეგობრები ვართ, დოლიძელები. „ჩემს პრინცს“ რომ ვწერ ხოლმე, ჩემს ძაღლს ვგულისხმობ, ჩემს ბაზუკას. წლებია, ჩემს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ აღარ ვსაუბრობ და ამხელა ინტერესი ამიტომაც გაჩნდა. არც ადრე ვსაუბრობდი, უბრალოდ, სიტუაციამ მოიტანა და გარკვეულწილად მომიწია საუბარი. თუმცა, ამას შეცდომად არ მივიჩნევ. უბრალოდ, ყველა ადამიანი გარკვეულ ინტერპრეტაციებს აკეთებს. ცუდი თვისებაა, როდესაც ადამიანს არ იცნობ, მასზე ცუდი ილაპარაკო, ან მოისმინო და დაიჯერო. ადამიანებს რომ თავისი მოსაზრებები არ გაუჩნდეთ, სჯობს, არ ვისაუბრო. თან, ხომ ამბობენ: „სიყვარულსა მალვა უნდაო“ და ვეთანხები.
– თუმცა რომ გიყვარს, დამალვაც გიჭირს, გსურს მასზე ხშირად ისაუბრო.
– დიდი ხანია, არავინ მყვარებია, ამიტომ ვერ გეტყვი, მიჭირს თუ არა. ამ კუთხით არაფერი ხდება. რა ვქნა, დაწერონ, უბრალოდ, ზოგჯერ გული მტკივა, რომ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, ყველაფერი ნეგატივში გაატარონ.
– ანუ ჯერ არ გამოჩენილა ისეთი ადამიანი, ვინც შეგიყვარდებოდა?
– ჯერ არ შემხვედრია. ძალიან რომანტიკოსი ვარ და მჯერა ისეთი წრფელი სიყვარულის, როგორიც ზღაპრებშია. სიყვარული ორივეს მხრიდან უნდა იყოს და მაშინ ხდება მაგარი ტანდემი და ქიმია – როგორც ამბობენ ხოლმე. მე ასე მაქვს გააზრებული. ორი ადამიანი რომ შეერწყას ერთმანეთს, არ არის მარტივი, რთულია. ძიებაშიც არ ვარ, რადგან არასდროს არაფერს ვეძებ, მით უმეტეს, სიყვარულს, რომელიც შეიძლება უცაბედად მოვიდეს ან რაღაც პერიოდმა განავითაროს.
– როგორია შენთვის საინტერესო მამაკაცი?
– მაღალი ინტელექტი უნდა ჰქონდეს. ჩემთვის ვიზუალსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ბევრი ამბობს, მთავარია შინაგანი სამყაროო, რა თქმა უნდა, მთავარია, მაგრამ სანამ ადამიანთან კომუნიკაციას დავიწყებ, მასში რაღაც უნდა მომეწონოს. ვიზუალს დიდ ყურადღებას ვაქცევ, რადგან ჯანსაღ ცხოვრებასთან, სხეულთან მჭიდრო და ახლო დამოკიდებულება მაქვს. ამ კუთხით ჩემს მეორე ნახევარსაც მივაქცევ ყურადღებას.
– როცა გიყვარს, თვალების დაბინდვები გემართება?
– დიდი ხანია, არ დამბინდვია თვალები. ადრე კი დამბინდვია. დიდ ყურადღებას ვაქცევ იუმორს, ჩემთვის მაღლა დგას და მნიშვნელოვანია.


скачать dle 11.3