კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 რა კავშირი ჰქონდათ ექსტრასენსებთან საქართველოს პრეზიდენტებს

ნინო კანდელაკი თამუნა ნიჟარაძე

  ეზოთერიკა  ოდითგან იყო ქვეყნების მმართველთა და პირველ პირთა ინტერესის საგანი. ისტორიამ შემოინახა ცნობილი მედიუმებისა და ექსტრასენსების სახელები, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ  ქვეყნების პრეზიდენტებთან და წყვეტდნენ მათ პირად და საქმიან  საკითხებს. ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გიგლა გობეჩია  ამ მიმართულების  გამოცდილი მკვლევარია და ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას ფლობს. როგორ მუშაობდნენ „სპეცსამსახურებში“ ეზოთერიკები და რისგან იცავდნენ ისინი  ზესახელმწიფოთა ლიდერებს, ამის შესახებ გიგლა გობეჩიას გავესაუბრეთ.       
  გიგლა გობეჩია: საბჭოთა ქვეყანა ახალი  ჩამოყალიბებული იყო, ლენინის უშუალო  ბრძანებით, შეიქმნა ლაბორატორია, რომელსაც ხელმძღვანელობდა  ლენინგრადელი პროფესორი, ისტორიკოსი და ეთნოლოგი ალექსანდრე ბარჩენკო. ლაბორატორია იკვლევდა ადამიანის ზეშესაძლებლობებსა და მასაზე ზემოქმედების გზებს. ეს იყო საბჭოთა პარაფსიქოლოგიის საფუძველი.  საბჭოთა „ჩეკას“ ყურადღება მიიქცია ერთმა სამეცნიერო წერილმა, რომელიც ალექსანდრე ბარჩენკომ ერთ-ერთ სამეცნიერო გამოცემაში გამოაქვეყნა. ის იმყოფებოდა კომში, სადაც დააკვირდა ეთნოლოგიურ რიტუალს, როდესაც ერთ ადგილზე შეკრებილი იყო ხუთასამდე ადამიანი, ისინი ტომის ლიდერის მოწოდებებზე კოლექტიურად  იმეორებდნენ ლიდერის მოქმედებებს ორი საათის განმავლობაში და უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ მას.  ამ ლაბორატორიას, რომელმაც დიდი ტრანსფორმაცია განიცადა, დღემდე ბარჩენკოს ლაბორატორიას ეძახიან.  30-იან წლებში ბარჩენკო დახვრიტეს, ლაბორატორიას სათავეში ჩაუდგა გლებ ბოკია – იდუმალი პიროვნება, რომლის ფესვები თბილისიდან იყო. ის ხელმძღვანელობდა ლაბორატორიას სტალინის ეპოქამდე. ცნობილი ფაქტია, რომ სტალინი თვითონაც ფლობდა პარაფსიქოლოოგიის უნარებს და თავად საინტერესო მედიუმი ძალიან იყო დაინტერესებული ამ ლაბორატორიის მუშაობით. ისტორიულ წყაროებში დაცულია უზარმაზარი ინფორმაცია მისი და ცნობილი  ტელეპათის  ვოლფ  მესინგის ურთიერთობის შესახებ. 70-იან წლებში, როდესაც მე ამ თემებზე დავიწყე მუშაობა, გავიცანი  გოგი კენჭაძე, ის იყო უძლიერესი  ექსტრასენსი, მკურნალი, რომლის ფენომენს ამერიკელი მეცნიერიც კი იკვლევდა. გოგი  მოწამლეს და 1992 წელს გარდაიცვალა.  ის ორჯერ იყო ნამყოფი სუსლოვთან.    
– როგორ თანამშრომლობდა საბჭოთა სისტემა მედიუმებთან და ექსტრასენსებთან?
– ამისი ნათელი მაგალითია ჯუნა დავითაშვილის ისტორია, მე ძალიან ახლოს ვიცნობდი ჯუნას, ბევრჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს.  საოცარ ისტორიებს მიყვებოდა ხოლმე. მე თვითონაც არაერთხელ გავმხდარვარ ამისი მოწმე. ჯუნა საბჭოთა კავშირის საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარემ, ბაიბაკოვმა, რომელიც ქვეყნის განვითარების ხუთწლედებს გეგმავდა,  პირადად ჩაიყვანა  სპეცთვითმფრინავით  მოსკოვში. ჯუნა იყო ბრეჟნევთან ძალიან დაახლოებული პირი, რომელიც  ბოლო ოთხი წელი, პრაქტიკულად, ჯუნამ აცოცხლა. ჯუნას  მისცეს ბინა არბატზე. გახადეს საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიაში შემავალი რადიოლოგიისა და ელექტრო ტექნიკის  საკავშირო  სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. ქალი, რომელსაც კინომექანიკოსის განათლება ჰქონდა,  გასაიდუმლოებული ინსტიტუტის დირექტორად დანიშნეს. საბჭოთა კავშირს პარაფსიქოლოგიის მიმართულებით იმდენად  ძლიერი სისტემა ჰქონდა, რომ  1975 წელს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში შეიქმნა სპეციალური მიმართვა პრეზიდენტისადმი, რომ ისინი ძალიან ჩამორჩებოდნენ საბჭოთა კავშირს და საჭირო იყო ამ მიმართულების განვითარება. მოგვიანებით  პარაფსიქოლოგიის საბჭოთა და ამერიკელი  წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით უნდა ეთანამშრომლათ და არ უნდა გაეგრძელებინათ „ომი“, რადგან ეს გაცილებით ცუდ შედეგებს მოუტანდა ადამიანებს, ვიდრე ყველა სხვა დაპირისპირება.  80-იან  წლებში, ამერიკის ხელისუფლების სათავეში მოდის რონალდ რეიგანი და ის ხდება კლასიკური მაგალითი, თუ როგორ თანამშრომლობდნენ პარაფსიქოლოგიის წარმომადგენლები პრეზიდენტენთან. ზესახელმწიფოს ლიდერი ნაბიჯს არ დგამდა ჯოან კვიკვლისთან რეკომენდაციის გარეშე, რომელიც მის პირად ასტროლოგად ითვლებოდა. რონალდ რეიგანი ნენსის  მეშვეობით ყოველ დილით იღებდა  მისგან  ინფორმაციას. რეიგანისა და გორბაჩოვის  ორივე შეხვედრის დროს, როგორც მალტაში, ასევე რეიკიავიკში,  რეიგანს ჯოან კვიკვლი ახლდა. ორივე შეხვედრაზე, როდესაც საუბარი შეეხო პროტოკოლით გაუთვალისწინებელ საკითხებს, რომელიც წინასწარ არ იყო მომზადებული, რეიგანი გადიოდა შეხვედრიდან, ვითომ წამლის დასალევად და მხოლოდ ჯოან კვიკვლისთან კონსულტაციის შემდეგ ბრუნდებოდა. ასტროლოგი მას გვერდით ოთახში ელოდა.
საბჭოთა პერიოდის შემდეგ რუსეთის პირველი მმართველი ბორის ელცინი, ცნობილი იყო იმითაც, რომ მან შექმნა სპეციალური სამსახური, რომელიც აკონტროლებდა ელცინის გადაადგილებას, მოღვაწეობას და ასე შემდეგ. უფრო მეტსაც გეტყვით, 1992 წლის ივნისში ელცინს  სამთავრობო ვიზიტი დაუგეგმეს  იაპონიაში. სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, როგოზინის  ჩანაწერების მიხედვით, მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ ამ შეხვედრაზე იაპონიის მხარე აპირებდა,  ელცინთან კურილიის სადავო კუნძულების თემა წამოეწია. თემის წამოწევა უკვე მის დაძვრას ნიშნავდა. დაგეგმილი შეხვედრა სპეცსამსახურმა გადადო, რეალური მიზეზი იყო ის, რომ  მათ ჰქონდათ ინფორმაცია, იაპონიაში გამზადებული იყო ბიოეტიკების ჯგუფი, რომელიც გეგმავდა ალკოჰოლის მოყვარულ ელცინის ტვინზე ზემოქმედების მოხდენას, რაც გამოიწვევდა  მის მიერ კურილიის კუნძულების თემის დაყენებას.   
– ვინ იყვნენ ბიოეტიკები?
– ბიოეტიკები იყვნენ ადამიანები, რომლებიც ქვეყნის პირველ პირებს იცავენ ფსიქოენერგეტიკული ზემოქმედებისგან. მამა ბუშს 10-12 ბიოეტიკი ჰყავდა, პრეზიდენტ კლინტონს – 22. ბიოეტიკი ჰყავდა ელცინს, პოლიტბიუროს ყველა წევრს, მათ შორის, ედუარდ შევარდნაძესაც. ის ამ თემის მიმართ არ იყო სკეპტიკურად განწყობილი,   თავისი პრეზიდენტობის დროს ხშირად ხვდებოდა ივერი ფრანგიშვილს და მისგან გარკვეულ ინფორმაციას იღებდა. ბიოენერგეტიკებს იყენებენ სპეცსამსახურები, რომ  სახელმწიფოს პირველმა პირმა ფსიქოენერგეტიკული   ზემოქმედების დროს არ მიიღოს ქვეყნისთვის წამგებიანი გადაწყვეტილება. ამ მიმართულებას არა მხოლოდ პოლიტიკაში, სპორტშიც იყენებენ. ერთ მაგალითს მოგიყვანთ, რაც თავის დროზე დამიდასტურა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის  თავმჯდომარემ, ჯანო ბაგრატიონმა. 1988 წელს ნანა იოსელიანი მსოფლიო ჩემპიონატზე ჩინელ დიდოსტატს სენ ჯუნს ხვდებოდა, ნანა, თავისი მომზადებით, გამოცდილებით 10 თავით მაღლა იდგა მასზე, თუმცა ეს შეხვედრა წააგო.  იმ დარბაზში, სადაც შეხვედრა იმართებოდა, ყოველთვის შემოდიოდა ერთი პიროვნება, რომელიც კუთხეში თავიისთვის იჯდა და მისჩერებოდა ნანას, მუშაობდა ნანას თავის არეზე, გადასცემდა მას აზრებს და ნანას აშვებინებდა ისეთ საბედისწერო შეცდომებს, რის გამოც მან წააგო შეხვედრა,  რომელიც წესით, უნდა მოეგო.   
– თავისუფალი საქართველოს ლიდერები იზიარებდნენ  მედიუმებისა და  ეზოთერიკების რჩევებს?
– ზვიად გამსახურდია ამ თემაში ძალიან კარგად ერკვეოდა. მან  გადასარევად იცოდა აღმოსავლური ფილოსოფია. მართალია, მას გვერდით არ ჰყავდა პროფესიონალები, თუმცა  ის  პროგნოზები, რაც ცხონებულმა გამსახურდიამ გააკეთა, პრაქტიკულად,  ზუსტად ახდა.  რაც შეეხება ედუარდ შევარდნაძეს, ჯერ კიდევ მოსკოვში ყოფნისას, მასთან ნალჩიკელი ნათელმხილველი მუშაობდა, რომელიც თავის მოგონებებში წერდა, რომ პოლიტბიუროს წევრებს შორის ყველაზე კარგად ედუარდ შევარდნაძესთან მუშაობდა. საქართველოში ედუარდ შევარდანაძის პრეზიდენტობის დროს სპეციალური სამსახურის გაკეთება იგეგმებოდა. ამის შესახებ ედუარდ შევარდნაძე დეტალურად იყო საქმის კურსში. მინისტრებისა და ხელმძღვანელი პირების  გარკვეული ჯგუფი დაინტერესებული იყო ამ საკითხით, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ დაიწყო საუბარი თემის  დეტალურ განხილვაზე – ეს უნდა ყოფილიყო „უპორტფელო“ სამინისტრო,  დაერქმეოდა პროგნოზების სამსახური და მოექცეოდა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში.  ასეთი სამსახურები უკვე არსებობდა უკრაინაში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, სომხეთში. ჩვენთან ამ სამსახურის შექმნას, ეგრეთ წოდებულმა, ვარდების რევოლუციამ შეუშალა ხელი.  ამ საკითხების  მკვლევრებმა კარგად ვიცით, რომ  დღეს თითქმის არ არსებობს ქვეყანა, სადაც ასეთი სამსახურები არ არსებობს – საფრანგეთში,  გერმანიაში, ინგლისში, ისრაელში, იაპონიაში, ჩინეთში ეს სამსახურები იცავენ თავისი ქვეყნის ლიდერებს ფსიქოენერგეტიკული ზემოქმედებისგან და საფრთხეებისგან. „გაეროში“ ათეული წლებია, არსებობს სამსახური, რომელიც დედამიწის გარეთ ცივილიზაციებთან კონტაქტებსა და ადამიანის ზეშესაძლებლობებს  სწავლობს.
  პრეზიდენტობის დროს მიხეილ სააკაშვილი დაინტერესებული იყო ამ თემით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა  ერთ-ერთ ცნობილ ნათელმხილველსა და მკურნალზე, რომელმაც უარი თქვა, ემუშავა მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტზე, რის შემდეგაც ის მოწამლეს და ძლივს გადაურჩა სიკვდილს. მე მის ვინაობას მისი ნებართვის გარეშე ვერ გავამჟღავნებ. რაც შეეხება არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს, ჩემი ინფორმაციით, ეს თემები ძალიან აინტერესებს, თუმცა ამას არ აჩვენებს.
– როგორც ამბობენ, ბიძინა ივანიშვილის გატაცება ასწლოვანი ხეებით ერთ-ერთ ნიშანია, რომ მას აინტერესებს ეზოთერიკა.
– ხეებისგან ენერგიის მიღებით დაინტერესება  არ არის ერთადერთი   ნიშანი.  ეს იცოდა ჩვენმა ყველა წინაპარმა,  განსაკუთრებით კოლხეთში. მათ იცოდნენ, როდის უნდა მოეჭრათ ხე სახლის ასაშენებლად, საწოლის გასაკეთებლად, როდის – შეშისთვის. ეს ეხება ხისგან ენერგეტიკის მიღებასაც. არსებობს ნეგატიური და პოზიტიური ხეები. ნეგატიურ ხედ ითვლება ჭადარი,  პოზიტიურად – მუხა, წაბლი. ხისგან ენერგიის მიღების, ჯანმრთელობის გაძლიერების შესახებ ცოდნა ჩვენში  უხსოვარი დროიდან არსებობს. ჩემი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა  ამ თემის მნიშვნელობა ჯერ კიდევ რუსეთში მოღვაწეობის პერიოდიდან იცის და სხვა ბიზნესმენების  მსგავსად, ასეთი დახმარება მასაც მიუღია. ბიზნესმენები მედიუმებს აქტიურად იყენებენ ხელშეკრულებების გაფორმების, ახალი საქმეების წამოწყების დროს.

скачать dle 11.3