კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 ორკვირიანი დიეტა და მინუს 8-9 კილოგრამი

ნინო კანდელაკი ანი რევია

  ეს დიეტა საკმაოდ ეფექტური და სწრაფია. მისი საშუალებით, ორ კვირაში, დაახლოებით; 8-9 კილოგრამს უპრობლემოდ დაიკლებთ. დიეტის დროს აუცილებლად უნდა დალიოთ ბევრი სითხე და დღეში ორი ჭიქა მწვანე ჩაი. მარილი კი, შეეცადეთ, მინიმალური რაოდენობით მიიღოთ.
  პირველი დღე: 2 მოხარშული კვერცხი, ხილი (ბანანის გარდა) და ბოსტნეული – შეუზღუდავი რაოდენობით, უშაქრო ყავა ან ჩაი.
  მეორე დღე: 400 გრამი უცხიმო ხაჭო 4 კოვზ უცხიმო არაჟანთან ერთად და 1 ლიტრი ნაკლებად ცხიმიანი კეფირი.
  მესამე დღე: ხილი და ბოსტნეული – შეუზღუდავი რაოდენობით, 1 ლიტრი კეფირი და 1 ლიტრი უშაქრო ხილის წვენი.
  მეოთხე დღე: 500 გრამი მოხარშული ქათმის ხორცი ან თევზი, 1 ლიტრი კეფირი.
  მეხუთე დღე: ხილი და უმი ბოსტნეული – შეუზღუდავი რაოდენობით.
  მეექვსე დღე: 400 გრამი უცხიმო ხაჭო, უცხიმო არაჟანთან ერთად და 1 ლიტრი ნაკლებად ცხიმიანი კეფირი.
  მეშვიდე დღე: ხილი და უმი ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით.
  მერვე დღე: 300 გრამი მოხარშული ქათმის ხორცი, ერთი მოხარშული კვერცხი, ბოსტნეულის სალათი.
  მეცხრე დღე: ხილი შეუზღუდავი რაოდენობით, 150 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, ზეითუნის ზეთით შეზავებული კიტრისა და პომიდვრის სალათა.
  მეათე დღე: 150 გრამი თევზი, 2 ნაჭერი დიეტური შავი პური, კიტრისა და პომიდვრის სალათა ზეითუნის ზეთით.
  მეთერთმეტე დღე: 2 მოხარშული კვერცხი, 150 გრამი ძროხის ხორცი, 2 ნაჭერი დიეტური შავი პური, ბოსტნეულის სალათა, ნახევარი ლიტრი კეფირი.
  მეთორმეტე დღე: 1 ლიტრი კეფირი, ხილი და ბოსტნეული – შეუზღუდავი რაოდენობით.
  მეცამეტე დღე: 300 გრამი ქათმის ხორცი, 2 მოხარშული  კვერცხი, ბოსტნეულის სალათა.
  მეთოთხმეტე დღე: 2 მოხარშული ჭარხალი, ხილი, 1 ლიტრი კეფირი.
скачать dle 11.3