კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

№32 როგორ მოვამზადოთ ნესვის რბილობისგან სახისა და თმის მატონიზებელი ნიღბები

ნინო კანდელაკი ანი რევია

  ნესვი მდიდარია ვიტამინებით. მისი რბილობისგან მომზადებული სახის, ტუჩის, თვალისა თუ თმის ნიღბები და მოვლის საშუალებები, ძალიან ეფექტურია. ნესვის რბილობი კანს ანიჭებს სიგლუვეს, არბილებს ტუჩებს, თვალებს და თმას კი უბრუნებს სასიამოვნო და ჯანსაღ ბზინვარებას.
ნესვისგან შეგიძლიათ, მარტივად მოამზადოთ, მკვებავი და მატონიზებელი ნიღბები კანისა და თმისთვის. თუ ასეთ ნიღაბს ერთი თვის განმავლობაში რეგულარულად გამოიყენებთ, კანი დაიბრუნებს სიმკვრივეს და მიიღებს ჯანსაღ იერს.
  ნესვს აქვს მათეთრებელი თვისებებიც და სასარგებლოა მათთვის, ვინც ჭორფლსა და პიგმენტურ ლაქებს ებრძვის: ნესვის წვენს შეურიეთ იმავე ოდენობის რძე და ამდენივე მინერალური წყალი. ამ ნაზავით გაიწმინდეთ კანი დილა-საღამოს.
  ნესვის თესლი კი, მდიდარია თუთიით. მისი საკვებად გამოყენება, აუმჯობესებს თმისა და კანის მდგომარეობას. რისთვისაც საკმარისია, დღეში 5 გრამი ახალი თესლი ჭამოთ.
თუ გსურთ, ახალგაზრდა იერი დიდხანს შეინარჩუნოთ: წვენსაწურში ჩაყარეთ 2-3 ნაჭერი ნესვი, კანიანად და ჩაამატეთ რამდენიმე ცალი თესლი. კარგად ათქვიფეთ და დალიეთ დილით უზმოზე.
ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის: 2-3 სუფრის კოვზ ფაფადქცეულ ნესვის რბილობს დაუმატეთ კარგად ათქვეფილი ერთი კვერცხის ცილა და ერთი სუფრის კოვზი უცხიმო არაჟანი. წაისვით ეს ნიღაბი სახესა და ყელზე, გაიჩერეთ 15-20 წუთით და შემდეგ, გრილი წყლით ჩამოიბანეთ.
  ნიღაბი მშრალი კანისთვის: თანაბარი რაოდენობის ნესვის წვენი, რძე და მინერალური წყალი კარგად აურიეთ ერთმანეთში და წაისვით სახესა და ყელზე. ნახევარი საათის მერე ჩამოიბანეთ.
  მატონიზებელი ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის: ნახევარი ჭიქა თბილი, სქელი მანანის ფაფა, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, ორი კვერცხის გული, ორი ჩაის კოვზი თაფლი, ამდენივე ზეითუნის ზეთი და ორი სუფრის კოვზი ნესვის წვენი, კარგად ათქვიფეთ. კრემის კონსისტენციას რომ მიიღებთ, ნარევი სახეზე, ყელსა და დეკოლტეს მიდამოებში, დაახლოებით, 25-30 წუთით დაიდეთ, შემდეგ კი, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  სახის კანის დასაჭიმი ნიღაბი: ნესვის ქერქის ნაჭრები, რბილობის მხრიდან, დაიდეთ სახეზე 15 წუთით. შემდეგ, ცივი წყლით ჩამოიბანეთ სახე და თავად შენიშნავთ,  როგორ დაიჭიმება კანი.
  ნესვის თმის ნიღაბი: ნესვის რბილობი უხდება ნებისმიერი ტიპის თმას, არბილებს მას და ანიჭებს ბზინვარებას. თმის ნიღბის გასაკეთებლად: ნესვის რბილობისგან გააკეთეთ ფაფა, წაისვით დაბანილ, სუფთა თმაზე და მოიხვიეთ პირსახოცი. დაახლოებით ნახევარი საათის მერე კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  ასევე, აიღეთ რამდენიმე სუფრის კოვზი ნესვის რბილობი, ჩაჭყლიტეთ, ჩადეთ დოლბანდში და გაწურეთ. გამონაწური მინის ჭურჭელში ჩაასხით და თავის დაბანის წინ, ამ წვენში დასველებული ბამბის ტამპონი თმის ძირიდან ბოლომდე წაისვით. 20 წუთის შემდეგ კი, თავი შამპუნით დაიბანეთ. ეს პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 2-3-ჯერ და კვირის ბოლოს, თმის სტრუქტურა აშკარად დაიწყებს გაუმჯობესებას.
  ნესვი, აგრეთვე, შეიცავს ბეტა კაროტინს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში პიგმენტ მელანინის წარმოქმნას და კანის გამუქებას. თანაბარი რუჯის მისაღებად, საკმარისია, ყოველდღე მიირთვათ 250- 300 გრამი ნესვი და 1-2 საათი დაწვეთ მზეზე.
скачать dle 11.3