კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

№32 სარფიანი მკვდარი

ედუარდ მარტსონი

  მისტერ ფიტვუდი საკმაოდ კარგად ერკვეოდა ფერწერაში და წარმატებით ვაჭრობდა ნახატებით. ადამიანებსაც კარგად ცნობდა, რაც საშუალებას აძლევდა,  დროდადრო მიმნდობი მყიდველები მოეტყუებინა. ისე მოხდა, რომ მთელი კვირა ჩელსიში მის გალერეაში სიჩუმე სუფევდა. ოთხი დღის განმავლობაში, მხოლოდ ერთი ნახატი გაყიდა. ბუნებრივია, საკმაოდ ცუდ განწყობაზე იყო, მაგრამ გუნება მაშინვე გამოუკეთდა, როგორც კი გალერეაში ასაკოვანი ქალი შემოვიდა. ინტუიციამ უკარნახა, რომ შესაძლებელი იყო, სარგებელი ენახა. ქალი მას ჯერალდინა პლიმტონად გაეცნო. ნახატი ჰქონდა გასაყიდად მიტანილი. ფიტვუდი მაშინვე მიხვდა, რომ ქალი გალერეების ხშირი სტუმარი არ იყო. ფიტვუდმა გრაგნილს მრავალმნიშვნელოვნად შეხედა, რომელიც ქალს ხელში ეჭირა. ქალბატონმა პლიმტონმა ნახატს კიდეზე თითი ისე გაუსვა, ვიქტორი მაშინვე მიხვდა, რომ ქალს მასთან განშორება უჭირდა.
– მგონი, ტელეფონზე მითხარით, რომ რეგბის ნახატი გქონდათ, – თქვა ფიტვუდმა.
– კი, ეს მეთიუ რეგბია. მითხრეს, რომ თავის დროზე, იგი ძალიან სახელგანთქმული იყო.
– ის გენიოსი იყო.
– ედგარიც ყოველთვის ამას ამბობდა.
– ედგარი ვინაა?
– ჩემი ძმა, – აუხსნა ჯერალდინა პლიმტონმა, – ეს ნახატი მისი საკუთრება იყო. ედგარი შარშან დაიღუპა. ყველაფერი მე და ჩემს დას, ლუსინდას დაგვიტოვა. მდიდარი კაცი არ  იყო, მაგრამ ფერწერაში კარგად ერკვეოდა და ბრწყინვალე გემოვნება ჰქონდა. მან რეგბი აუქციონზე, ორმოცი წლის წინ იყიდა და მის გაყიდვაზე ყველაზე მძიმე დღეებშიც კი უარს ამბობდა. ედგარი ფიქრობდა, რომ მისი ფასი ათჯერ გაიზარდა.                                           
– დიახ, ქალაბტონო პლიმტონ, თუ რა თქმა უნდა, ნახატი ორიგინალია.
– ამაში შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ. ედგარს ეჭვი არასდროს შეჰპარვია. მე სადღაც აუქციონის ქვითარიც კი მაქვს. ედგარი მას ყოველთვის ინახავდა.
– ვიდრე ქვითარს მაჩვენებთ, თუ შეიძლება, ნახატს შევხედავ. მომენტალურად მივხვდები, ორიგინალია თუ ასლი. ამ მხატვრის კარგი მცოდნე ვარ.
ქალმა გრაგნილი კაცს გაუწოდა. ამ დროს ცოტა ამოიგმინა კიდეც. ვიქტორ ფიტვუდმა ნახატი მაგიდაზე დადო, გაშალა და აღფრთოვანებით დახედა მომნუსხველ პეიზაჟს.                                            
– ლიდსის ციხე-სიმაგრე, – აუხსნა ქალმა.
– ვიცი, ქალბატონო პლიმტონ.
ეჭვიც კი არ შეჰპარვია იმაში, რომ ნახატი ორიგინალი იყო. ეს ფიტვუდმა ძალიან მალე დაადგინა. კონტურების და შუქჩრდილების გამოყენება, ასე ოსტატურად, მხოლოდ რეგბის შეეძლო.                                                             
– აბა, საქმე როგორაა? – ჰკითხა ქალმა.
– ეს მშვენიერება, სამწუხაროდ, კარგი ასლია,  – თავი გადააქნია ფიტვუდმა.
– ეს შეუძლებელია! ედგარი აბსოლუტურად იყო დარწმუნებული, რომ ნახატი ორიგინალია. აი, აუქციონის ქვითარიც.                                                   
– დარწმუნებული ვარ, რომ აუქციონის მესვეურებიც ვერ მიხვდნენ, რომ ნახატი ყალბია, თუმცა მე ვერავინ მომატყუებს. არის რამდენიმე პატარა დეტალი, რომელთა მეშვეობითაც სიმართლის დადგენა ადვილადაა შესაძლებელი. დიდი მადლობა, რომ მაჩვენეთ ეს ნახატი, – ფიტვუდმა ნახატის დახვევა დაიწყო, – მაგრამ ვშიშობ, იმედს გაგიცრუებთ, მე მას ვერ ვიყიდი.
– ო, ღმერთო! – ქალს მკვდრის ფერი ედო, – ედგარი იფიცებოდა, რომ ის ნამდვილი იყო.
– ის მხოლოდ მშვენიერი ასლია და მეტი არაფერი. ლონდონში იპოვით რამდენიმე დილერს, ვინც, ალბათ, ამით დაინტერესდება. თუ გსურთ, შემიძლია, ერთი მათგანი მიგასწავლოთ, თუმცა გაფრთხლებთ, რომ იგი იმ თანხის მხოლოდ მცირე ნაწილს გადაგიხდით, რაც ნამდვილი რეგბი ღირს. აი, ამ კაცთან მიდით. ქალბატონი პლიმტონი სკამზე ძალაგამოცლილი დაენარცხა.
ანტიკვარი ტომ ჰოლი ყველანაირი ანტიკვარი ძველმანით ვაჭრობდა. სწორედ მასთან დარეკა მისმა ძველმა ნაცნობმა ვიქტორ ფიტვუდმა და საქმის არსში დეტალურად გაარკვია.                                                                    
– რამდენი შევთავაზო მაგ ქალბატონს, იმ შენს... როგორ თქვი? – ჰკითხა ჰოლიმ, როდესაც ყველაფერი მოისმინა.
– რეგბი, მეთიუ რეგბი. ორას ორმოცდაათიდან დაიწყე და ოთხასამდე ადი.
– ოთხასი ფუნტი? – გაიოცა ანტიკვარმა.
– დამიჯერე, ტომ, ეგ ნახატი ათჯერ მეტი ღირს. არა მარტო შენს ფულს დაგიბრუნებ, როგორც ყოველთვის, საკომისიოსაც კარგად გადაგიხდი.
ჰოლის ტელეფონის ყურმილი სულ რამდენიმე წუთის დადებული ჰქონდა, როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა. ქალმა მოახსენა, რომ მასთან ვიქტორ ფიტვუდმა გამოგზავნა. ჰოლიმ მაღაზიაში შეიპატიჟა და ყურადღებით მოისმინა ქალის სევდიანი ისტორია.                                                     
– სამწუხაროა, ასე რომ არ გაგიმართლათ. მაჩვენეთ ნახატი. მე არასდროს ვყიდულობ ბრმად.
– უთხრა ქალს ტომ ჰოლიმ.
ქალმა გრაგნილი გაუწოდა. მას აშკრად ეტყობოდა, რომ ნახატის დათმობაც უჭირდა და თან ეშინოდა, რომ მის ყიდვაზე აქაც უარს ეტყოდნენ.
– მშვენიერია, – დიდი პაუზის შემდეგ, როგორც იქნა თქვა  ანტიკვარმა და ვერდიქტი გამოიტანა – ორას ორმოცდათ ფუნტს მოგცმთ.                                     
– მხოლოდ ორას ორმოცდაათი? – ქალი ისე შეხტა თითქოს დენმა დაარტყაო.
– შემიძლია სამასამდე დავამრგვალო.                                               
– გაცილებით მეტის იმედი მქონდა, – უთხრა ქალბატონმა პლიმტონმა, – მე და ლუსინდას ძალიან გვიჭირს. ეს გაჭირვება რომ არა, ნახატს საერთოდ არ გავყიდდით.
– სამას ორმოცდაათი? – განაგრძობდა ანტიკვარი.                                                                               
– ლუსინდა სასოწარკვეთილებაში ჩავარდება, ხოლო ედგარი საფლავში გადაბრუნდება.
– ოთხასი ფუნტი და არცერთი პენსით მეტი.                                               
– მაშინ ჩვენ სალაპარაკოც არაფერი გვაქვს, – მოულოდნელად მკაცრად განაცხადა ქალმა და ნახატისკენ დაიძრა, – მაპატიეთ, რომ შეგაწუხეთ, ბატონო ჰოლი, მაგრამ მირჩევნია, ვინმე სხვა მოვძებნო.                                                
– ოთხას ორმოცდაათი.
– ნუთუ, მეტის მოცემა არ შეგიძლიათ?
– მე ისედაც უკვე ფილანთროპიით ვარ დაკავებული! ოთხას ორმოცდაათი ფუნტი და მორჩა!
– ნუთუ ეს ნახატი მეტი არ ღირს, – სევდიანად ჩაილაპარაკა ჯერალდინა პლიმტონმა.
ჰოლის ქალი ძალიან შეეცოდა. თან ვიქტორ ფიტვუდის ნათქვამი გაახსენდა, ნახატის რეალური ფასის შესახებ. თუ მას ხელიდან გაუშვებდა, ფიტვუდი სხვა დროს საქმეში აღარ გაიყვანდა. ამის გარდა, თუ ქალი სხვა პატიოსან მოვაჭრესთნ წავიდოდა, იქ ეტყოდნენ, რომ ნახატი ორიგინალია და მათი საქმიანობაც გამოაშკარავდებოდა.                                                             
– ხუთასი ფუნტი! ან აიღეთ, ან წადით!                                                     
ვიქტორ ფიტვუდი საღამოს უკვე ანტიკვართან იყო. მშვენიერ გუნებაზე გახლდათ. ხუთასი ფუნტის გადახდის ამბავი ცოტა კი  ეწყინა, მაგრამ მოგება ისეთი რჩებოდა, ამან განწყობა ვერ გაუფუჭა. სასწრაფოდ ნახატი მოითხოვა. გახსნა და მშვენიერ პეიზაჟს კიდევ ერთხელ დააკვირდა. მოულოდნელად ფიტვუდს სახე შეეცვალა. იგი დაიძაბა და გინება ატეხა.
– შენ ამაში ხუთასი ფუნტი გადაიხადე?! – წამოიყვირა მან, – ნამდვილი იდიოტი ხარ!
– რამ გადაგრია? – განცვიფრდა ანტიკვარი.
– იმან, რომ ეს ასლია!
– შენ არ მითხარი, ორიგინალიაო? – გაიკვირვა ტომ ჰოლიმ.                      
– როდესაც ჩემს გალერეაში შევამოწმე, ორიგინალი იყო. ბავშვებივით გაგვაცურეს, ტომ! როგორც ჩანს, იმ ქალმა ნახატი გზაში შეცვალა. ჩვენივე თამაშში გვაჯობა.                                                              
როდესაც ჯერალდინა სახლში დაბრუნდა, ედგარი ჯერ კიდევ მოლბერტთან იდგა. ქალმა ნახატი კედელთან მიაყუდა. პალტო და ქუდი მოიხადა და თმა ჩამოიშალა. უცებ ათი წლით გაახალგაზრდავდა. ედგარმა ფართოდ გაუღიმა:
– ნამდვილი მსახიობი ხარ. ამჯერად რამდენი ვიშოვეთ?                               
– ხუთასი ფუნტი.
– შესანიშნავია. ახლა ვინ ვიყავი?                                                                    
– ჩემი გარდაცვლილი ძმა. მალე მორჩები?
– თითქმის მოვრჩი, – ედგარმა მოლბერტზე მიუთითა, – ლიდსის ციხესიმაგრე მეთიუ რეგბისგან. მათი დახატვა, ახლა უკვე თვალდახუჭულს შემიძლია. ყოველ ჯერზე უკეთესი  და უკეთესი გამოდის.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ
скачать dle 11.3