კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (99)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

№32 როგორ გამოვიყენოთ ბუნებრივი ქვების ენერგია ჩვენი სხეულის დასაცავად

  თითოეულ ასტროლოგიურ ქვას აქვს საკუთარი ბედი, ხასიათი, ენერგია და თვისება. დიდი ენერგიის კონცენტრაციით შეუძლია, დაეხმაროს ადამიანს, უმკურნალოს, დაიცვას მისი ბედისწერა, წარმატებისკენ უბიძგოს და ასე შემდეგ. ანუ, ის ერთგვარი თილისმა და ამულეტია. აქვე გეტყვით, რომ თილისმა არის ადამიანის მფარველი, ეხმარება თავი დაიცვას უბედური შემთხვევებისგან, არიდებს მას ნეგატიურ გამოვლინებებს, როგორც სულიერს, ისე ფიზიკურს. ამულეტი ავითარებს ინტუიციას, შეუძლია კონცენტრირება და შეგრძნებების გამოწვევა, მისი მფლობელისთვის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ქვეცნობიერ დონეზე მინიშნება. გარდა ამისა, ის ზრდის ადამიანის სხეულის წინააღმდეგობას, რომელიც საშუალებას აძლევს ადვილად გაუმკლავდეს დაავადებებს.
  ზოგადად, ბუნებრივი ქვები ხელს უწყობენ ორგანიზმში ენერგეტიკის რეგულირებას და თუ თქვენ სწორად აირჩევთ ქვას, მისი ენერგია მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. კარგია  კონკრეტული, ინდივიდუალური ქვის გულსაკიდად ტარება, რადგან მისი  დადებითი ენერგია დადებითადვე იმოქმედებს თქვენზე.  
  ონიქსი – მისი ტარება ზრდის ენერგიას, მატებს მოთმინებასა და თავშეკავებას. ასევე, ხსნის დაძაბულობას, შფოთვას, დაბნეულობასა და ნერვიულობას. მოაქვს სულიერი ბალანსი, ეს კი, დიდი დახმარებაა ემოციებისა და გრძნობების კონტროლისთვის. შავი ონიქსი, გამოიყენება ცუდი ჩვევებისგან გასათავისუფლებლად, ხოლო თეთრ ონიქსს შეუძლია, სხეულის მთელი ჩაკრის სისტემის ენერგიის დაბალანსება.
  მთვარის ქვა – ეხმარება ადამიანს, გადალახოს სტრესული სიტუაციები. ასევე, ეხმარება წონის დაკლებაში, ხელს უწყობს სულიერ ზრდას. თუ ადამიანს აქვს რაიმე საიდუმლო სურვილი,  უნდა ატაროს მთვარის ქვა, რადგან მას შეუძლია, ეს ოცნება რეალობად აქციოს.
  ავანტიურინი – აძლიერებს იღბალს, იზიდავს სიმდიდრეს, შეუძლია ყველა გრძნობისა და ემოციის სტიმულირება, ადამიანს ხდის თავდაჯერებულს და ხელს უმართავს სასურველი სასიყვარულო პარტნიორის მოძებნაში.
  აქვამარინი – აუმჯობესებს განწყობას, მფლობელს ავსებს სუფთა ენერგიებით და იცავს დანაკარგებისგან, როგორც პირად ცხოვრებაში, ისე კარიერაში. ასევე, აძლიერებს სექსუალურ მიმზიდველობას.
  ალმასი – ადამიანს მატებს გაბედულებას. იცავს იმუნიტეტს და იზიდავს საპირისპირო სქესის ყურადღებას. კარგია მისი გაკეთება მარცხენა ხელზე ან ყელზე.
  ალექსანდრიტი – აძლიერებს შემოქმედებით ნიჭს, ხელს უწყობს წარმოსახვის განვითარებას, ავითარებს ინტუიციურ შესაძლებლობებს, აპოვნინებს გამოსავალს უიმედო სიტუაციაში.
  ფირუზი – აჩერებს მფლობელისკენ მომართულ მტრულ ძალებს, აძლიერებს ინტუიციას, ზრდის დამოუკიდებლობას. ადამიანს ჰმატებს გამბედაობას და დადებოთად მოქმედებს ენერგიასა და ემოციებზე. უნდა ატაროთ ტანსაცმლის ქვეშ დამალული, რომ სხვისი თვალი არ მოხვდეს.
  ძოწი – სიყვარულისა და ვნების ქვაა. ხელს უწყობს ოჯახურ ბედნიერებას, ხსნის ბედს სიყვარულში, ასრულებს სანუკვარ ოცნებებს, იცავს ბოროტი თვალისგან.
  კატის თვალი – ეს ძვირფასი ქვა იცავს და გაზრდის მფლობელის ქონებას. ამ მიზნით, მისი შენახვა მიზანშეწონილია იმ ადგილას, სადაც ფულია.
  მალაქიტი – ადამიანს ეხმარება სწორი დასკვნების გაკეთებაში, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, იცავს ბოროტის თვალისგან.
  ნეფრიტი – იცავს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ანიჭებს მოკრძალებას, გამბედაობას, სიბრძნესა და სათნოებას.
  ვეფხვის თვალი – იცავს სხვა ადამიანების გავლენისგან, აძლიერებს რწმენასა და თავდაჯერებულობის გრძნობას.
  ტოპაზი – კარგია ოქროში ჩასმული ტოპაზის ყელსაბამის სახით  ტარება. ის ადამიანს იცავს ბოროტი ხალხისგან. აწესრიგებს ძილის ხარისხს.
  იასპი – კარგია ამ ქვისგან დამზადებული სამაჯურის ტარება, რადგან ადამიანს ის მატებს გამბედაობას, არიდებს უარყოფით ენერგიას და ხელს უმართავს ბიზნესში.
  ზურმუხტი – ადამიანს ეხმარება სიყვარულში, აბალანსებს ნერვულ სისტემას, აძლიერებს ჯანმრთელობას.
скачать dle 11.3