კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 როგორ გაანადგურეს ბერიას შეკვეთით გადაღებული დოკუმენტური ფილმი და ათასობით კილომეტრი კინოფირი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  საყოველთაოდ ცნობილია, რომ ლავრენტი ბერია ძალიან ეშმაკი ადამიანი იყო და მისი გაცურება ურთულეს საქმეს წარმოადგენდა. თავად (ბერია) კი, როგორც მოლოტოვმა თქვა, ეშმაკსაც კი მოატყუებდა, თუმცა საბოლოო ჯამში, მაინც ბერია დარჩა მოტყუებული, რასაც შეეწირა კიდეც... პროფესორი პაველ გოროდეცკი წერს: „ერთი საკითხია ის, რომ ლავრენტი ბერია ძალიან ეშმაკი ადამიანი იყო, მეორე კი ის, რომ ბერიას ძალიან მაღალი ინტელექტი ჰქონდა და სტალინის გარდა, ამ მონაცემით პოლიტბიუროს დანარჩენ წევრებს ათი თავით აჭარბებდა. მართალია ისიც, რომ არც პოლიტბიუროს სხვა წევრებს აკლდათ ეშმაკობა და ამ მხრივ, გამოწრთობილები იყვნენ, თუმცა, ბერიასთან ახლოც ვერ მივიდოდნენ. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, მათ ბერიას მოტყუება შეძლეს და შემდეგ ის (ბერია) თავიანთ უგუნურებას მსხვერპლად შესწირეს, რასაც ხრუშჩოვის გარდა, მოგვიანებით ყველა ნანობდა. ეს სინანული შეთქმულთა პატიოსნებიდან კი არ გამომდინარეობდა, არამედ უფრო მათი პატივმოყვარეობიდან. პირველ რიგში, ისინი შეურაცხყოფილი იყვნენ იმით, რომ „გლეხუჭა“ ხრუშჩოვთან წააგეს. მერე კი ისიც ნახეს, რას დაამსგავსა მათმა „ბელადმა“ (ხრუშჩოვმა) სტალინისა და ბერიას აშენებული ქვეყანა. ტყუილად კი არ უთხრა სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე ვიაჩესლავ მოლოტოვმა გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდას“ კორესპონდენტს: ბერია რომ ცოცხალი ყოფილიყო, ხრუშჩოვის თავაშვებულობას მოთოკავდა, ქვეყანა „პერესტროიკამდე“ არ მივიდოდა და „დერჟავას“ გააძლიერებდაო. არა და, სწორედ ბერიამ დაიწყო გარდაქმნა („პერესტროიკა“) სტალინის გარდაცვალებისთანავე. თუმცა, არა ისე იდიოტურად და მოღალატეობრივად, როგორც ეს გორბაჩოვმა გააკეთა იმპერიალისტური ქვეყნების დაკვეთით... ბერიას გარდაქმნის პოლიტიკა პირველ რიგში, ეკონომიკის გაძლიერებასა და სამხედრო ძლიერების შენარჩუნებაზე ზრუნვა იყო. ხოლო დემოკრატიზაცია – პატარ-პატარა ბელადების კულტის მოსპობა და პარტიის როლის შემცირება, სწორედ, ამ ფონზე მიმდინარეობდა. გორბაჩოვისგან განსხვავებით, ბერია სულაც არ აპირებდა საბჭოეთის უმძლავრესი ეკონომიკის მიწასთან გასწორებას. ამასთან, მისი ერთ-ერთი მიზანი კომპარტიასთან ერთად სხვა პარტიების ლეგალიზება იყო. ბერიამ გადადგა კიდეც პირველი ნაბიჯი პარტიის გვერდზე გაწევაში – პოლიტბიუროს წევრებს მიაღებინა დადგენილება იმის შესახებ, რომ სტალინის პორტრეტის გარდა, ლენინთან, მარქსთან და ენგელსთან ერთად, სხვა ბელადების სურათების გამოტანა სახალხო შეკრებებსა და ღონისძიებებზე აიკრძალებოდა. და, მართლაც, 1953 წლის 1 მაისისა და 9 მაისის ზეიმებზე წითელ მოედანზე არც თავად ბერიას და არც სხვა მისი კოლეგების სურათები არ გამოუტანიათ. მთელი ქვეყნის მასშტაბით ეს სურათები ქუჩებიდანაც გაქრა და წარმოება-დაწესებულებებიდანაც. ცნობილი კინოდოკუმენტალისტი მიხაილ რომი ყვებოდა: „1953 წლის 25 მარტს კინოსტუდიაში, კაბინეტში ჩემმა ტელეფონმა დარეკა და რომ ვუპასუხე, მამაკაცის ხმამ აშკარად გამოხატული ქართული აქცენტით მითხრა:
– დილა მშვიდობისა, მიხაილ ილიჩ. ბერია გელაპარაკებათ.
– დილა მშვიდობისა, ლავრენტი პავლოვიჩ. გისმენთ, – ვუპასუხე ბერიას და სიმართლე გითხრათ, გამაჟრჟოლა, რადგან მის ზარს არ მოველოდი.
– მიხაილ ილიჩ, მთელი თქვენი მოწყობილობა მოამზადეთ და ერთი  საათის შემდეგ ყველა გადამღები ჯგუფი ქალაქში გამოიყვანეთ, რომ ისტორიული კადრები დააფიქსიროთ, – მითხრა ბერიამ და როგორც მივხვდი, განგებ გააკეთა პაუზა, რათა კითხვა დამესვა.
– რა კადრები უნდა გადავიღოთ, ლავრენტი პავლოვიჩ? – ვკითხე ბერიას.
– დღეიდან მთელს ქვეყანაში მხოლოდ ლენინის, სტალინის, მარქსისა და ენგელსის სურათების გამოფენა იქნება შესაძლებელი, მე და ჩემი კოლეგებისა კი – აიკრძალება. ერთ საათში ყველგან ჩვენი სურათების დემონტაჟს დაიწყებენ და მინდა, რომ თქვენმა ჯგუფებმა ეს პროცესი გადაიღონ. შემდეგ კი დოკუმენტურ ფილმსაც გავაკეთებთ. გასაგებია?
– დიახ. გასაგებია, ლავრენტი პავლოვიჩ, თუმცა ერთი პრობლემაა. ცხრამეტი გადამღები ჯგუფი მყავს, მაგრამ ტრანსპორტი გვიჭირს, სულ ოთხი ღია მანქანა და ორი ავტობუსი გვყავს და მხოლოდ ექვს ჯგუფს შეუძლია ერთდროულად მუშაობა, – ვუთხარი ბერიას.
– ესე იგი, კიდევ ცამეტი ღია მანქანა გჭირდებათ? – მკითხა ბერიამ.
– დიახ. – ერთ საათში მოგაკითხავენ კინოსტუდიასთან. აბა, თქვენ იცით, მიხაილ ილიჩ, კარგი კადრები გადაიღეთ! – მითხრა ბერიამ და ტელეფონი გათიშა.
  სულ მალე შეპირებული მანქანები მოვიდნენ და მთელი დღე ვიღებდით, როგორც ბერიამ მითხრა, პატარ-პატარა ბელადების პორტრეტების დემონტაჟის კადრებს...“
  მსგავსი მდგომარეობა იყო მთელი საბჭოეთის მასშტაბით და ყველგან სურათების დემონტაჟი ხორციელდებოდა და ამას კინოფირზე აფიქსირებდნენ. სხვათა შორის, მიხაილ რომმა ბერიას ნებართვით, შესანიშნავი დოკუმენტური ფილმი შექმნა, რომელიც ორი საათი და ოცი წუთი გრძელდებოდა და სცენარიც თავადვე დაწერა. თუმცა, ბერია რომ მოკლეს, რომის ფილმი, ასევე, კადრები, რომლებიც იქ არ მოხვდა და დანარჩენ რესპუბლიკებში გადაღებული ფირები გაანადგურეს. შემდგომ კი ძველი „სტატუს კვო“ აღადგინეს და მთელ საბჭოეთში ადრინდელზე სამჯერ უფრო მეტი „პატარა ბელადების“ (პოლიტბიუროს წევრების) სურათები გამოფინეს, რომელთა შორის მხოლოდ ბერია არ იყო. სხვათა შორის, ბერიას შერისხვიდან სულ რაღაც ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ ხრუშჩოვმა რომი თავის კაბინეტში დაიბარა და მაგრად „შეახურა“. მიხაილ რომი იხსენებდა: „ხრუშჩოვის კაბინეტში თითქმის ორი საათი დავყავი და განსასჯელივით, რომელსაც განაჩენს უკითხავდნენ, ფეხზე ვიდექი. ხრუშჩოვი კი აქეთ-იქით დარბოდა. ჩემს ფილმს ლანძღავდა. ბერიას მიწასთან ასწორებდა და ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა. მისგან რომ წამოვედი, სწორედ მაშინ დავრწმუნდი, თუ ვის ხელში ჩავარდა ეს ქვეყანა და რა გველოდებოდა...“
  ბერიას რეფორმებს შეთქმულებმა ვერაგობით უპასუხეს და ბერიას მკვლელობით ჩაუყარეს საძირკველი იმ გლობალურ უბედურებას, რაც დღეს ხდება“.

скачать dle 11.3