კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (144)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

№32 რატომ არ გადაუხადა სტალინმა შეერთებულ შტატებს „ლენდ-ლიზის“ ვალი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  მიუხედავად იმისა, რომ სტალინი ყველა საერთაშორისო ხელშეკრულებას პირნათლად ასრულებდა და შეთანხმებებს პირველი არასდროს არღვევდა, თუკი პარტნიორი  მის გაბითურებას შეეცდებოდა, სტალინი მათ მიმართ ორმაგად დაუნდობელი იყო... ისტორიის დოქტორი მაგდალენა აპენსი წერს: „საბჭოთა კავშირს უამრავი საერთაშორისო ხელშეკრულება ჰქონდა დადებული და არცერთ მათგანს არ ჰქონდა სტალინის ხელმოწერა. თუმცა, თითოეული მათგანი საბჭოთა ბელადის უმკაცრესი კონტროლის ქვეშ იყო და მათ შესრულებას პირადად ადევნებდა ხოლმე თვალ-ყურს. ნიშანდობლივია ის, რომ სტალინი მაქსიმალურად ცდილობდა ყველა ხელშეკრულების შენარჩუნებას (განსაკუთრებით დიდ სამამულო ომამდე). ასე იყო მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შემთხვევაშიც, თუმცა ჰიტლერმა პირველმა დაარღვია ის და თუ რა მიიღო, საყოველთაოდაა ცნობილი.
  ერთ-ერთი უმთავრესი საერთაშორისო ხელშეკრულება იყო, ეგრეთ წოდებული, „ლენდ-ლიზი“, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარება საბჭოეთისთვის მეორე მსოფლიო ომში. ამ პროგრამის მიხედვით, დადებული ხელშეკრულების ვალდებულებებს სტალინი დიდ პატივს სცემდა და „დიდი სამეულის“ – თეირანის, იალტისა და პოტსდამის შეხვედრებზეც ხაზგასმით აღინიშნა. „ლენდ-ლიზის“ მიხედვით, მშვიდობიან პერიოდში საბჭოეთს ეტაპობრივად უნდა გადაეხადა დახმარების პროგრამის ვალი. იქ იყო ერთი პუნქტიც, რომლის მიხედვითაც შეთანხმებული გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში ან გამწვავებული პოლიტიკური სიტუაციისას მევალეს (საბჭოთა კავშირს) მთელი ვალი ერთბაშად უნდა დაეფარა... ცნობილი ამერიკელი პოლიტეკონომისტი ჰიუ კოგანი წერს: „პროგრამა „ლენდ-ლიზი“ ამერიკული მთავრობის ხელში უმძლავრესი პოლიტიკური ზეწოლის იარაღი იყო და შეეძლოთ ნებისმიერი პარტნიორი დაეჩოქებინათ. მხოლოდ არა სტალინი და ეს რეალურადაც კარგად გამოჩნდა...“ „პარტნიორის დაჩოქებაში“ კოგანი გულისხმობს ხელშეკრულების იმ პუნქტს, სადაც ერთბაშად გადახდაზეა ლაპარაკი. კოგანი განმარტავს: „ამერიკის მთავრობას ნებისმიერ მომენტში შეეძლო, გაემწვავებინა ურთიერთობა ნებისმიერ პარტნიორთან და ვალის მთლიანი გადახდა მოეთხოვა. მით უმეტეს, იოლი იყო ამის გაკეთება საბჭოეთთან. მაგრამ სტალინმა ამერიკის მთავრობას უფლება არ მისცა, რომ „ლენდ-ლიზი“ პოლიტიკური ზეწოლის იარაღად გამოეყენებინა და ტრუმენს ვალის გადახდაზე პირდაპირ უარი სტკიცა...“
  საბჭოთა კავშირის „ლენდ-ლიზის“ ვალი  14 მილიარდ 300 მილიონ დოლარს შეადგენდა და ომი რომ დამთავრდა, ეს დახმარება უკვე სოციალური ხასიათის გახდა, ანუ შეერთებული შტატები საბჭოეთს არა სამხედრო ტექნიკას, არამედ საყოფაცხოვრებო ტექნიკას, პროდუქტებსა და ნივთებს უგზავნიდა. ჩერჩილის მიერ „ცივი ომის“ გამოცხადების შემდეგ, რასაც შეერთებულმა შტატებმაც დაუჭირა მხარი, მართალია, პოლიტიკური ურთიერთობები დაიძაბა, მაგრამ შეერთებული შტატები მაინც განაგრძობდა „ლენდ-ლიზის“ პროგრამით საბჭოთა კავშირის დახმარებას. ვიაჩესლავ მოლოტოვი ყვებოდა: „ჩერჩილის მიერ ფულტონში წარმოთქმული ცნობილი სიტყვის მერე, რითაც „ცივი ომი“ დაიწყო, შეერთებული შტატები კვლავ გვეხმარებოდა, თუმცა სტალინს მიაჩნდა, რომ მათ (ამერიკის შეერთებულ შტატებს) რაღაც კომბინაცია ჰქონდათ ჩაფიქრებული და არც შემცდარა. 1947 წელს შეერთებულ შტატებში ჩავედი და ტრუმენს შევხვდი. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დიდი პატივით მიმიღო. თავის ოვალურ კაბინეტში ექვსი საათის განმავლობაში მესაუბრა და ბოლოს მითხრა:
– ბატონ სტალინს გადაეცით, რომ ჩვენმა მთავრობამ „მარშლის გეგმა“ შეიმუშავა, რომელიც მეორე მსოფლიო ომისგან დანგრეული ევროპული ქვეყნების აღდგენას ითვალისწინებს. მათ სიაში ხართ თქვენც და მხოლოდ ბატონი სტალინის ნებართვაა საჭირო მის ასამოქმედებლადო. „მარშლის გეგმა“ მოგვიანებით, 1947 წლის 5 ივნისს, ევროპული ქვეყნების კონფერენციაზე გაცხადდა. ტრუმენმა კი ის დიდი ხნით ადრე, იანვარში გამატანა სტალინთან შესათანხმებლად, თუმცა, გაეცნო რა მას, სტალინმა შეერთებული შტატების პრეზიდენტს უარი შეუთვალა. ამ გეგმის მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტალი სოციალისტურ ევროპაში (სოციალისტური ევროპა ის მოგვიანებით გახდა, მაგრამ სტალინს უკვე ჰქონდა მისი გაწითლების გეგმა) შემოდიოდა. და არა მარტო იქ, არამედ საბჭოთა კავშირშიც. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ შეერთებული შტატები თავისი კაპიტალის მეშვეობით მთელ მსოფლიოში დომინანტი გახდებოდა, საბჭოთა კავშირი კი გვერდზე რჩებოდა. სტალინი, რა თქმა უნდა, არ მოტყუვდა და ტრუმენს ზრდილობიანი უარი შეუთვალა...“
  მთავარი პოლიტიკური მოვლენები საბჭოთა კავშირ-ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ დაპირისპირებაში სწორედ მაშინ დაიწყო და ნამდვილი „ცივი ომიც“ მაშინ გაჩაღდა. შეერთებული შტატების გაწბილებული პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი ცოფებს ყრიდა და სტალინის მოშთობის გზებს ინტენსიურად ეძებდა. სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, გადაწყვიტა „ლენდ-ლიზის“ ხელშეკრულების „ერთბაშად გადახდის“ პუნქტი აემოქმედებინა და სტალინს მოთხოვნა გაუგზავნაა 14 მილიარდ 300 მილიონი 1947 წლის ბოლომდე გადაიხადეო. საბჭოთა ბელადმა ამერიკელ კოლეგას რბილი პასუხი შეუთვალა და შეჰპირდა, რომ რადგან შეერთებული შტატები ვალის დაბრუნებას მოითხოვს, მაშინ ის გადახდილი იქნება შესაბამისი შეღავათიანი გრაფიკითო. გაგულისებულმა ტრუმენმა კი სტალინს ვალის მთლიანად და დაუყოვნებლივ გადახდა მოსთხოვა. სტალინმა ამერიკელ კოლეგას წერილი გაუგზავნა (ეს წერილი სახელმწიფო დეპარტამენტის არქივშია), რომელშიც ეწერა: „მოგახსენებთ, რომ საბჭოთა კავშირს არცერთი ქვეყნის წინაშე არანაირი ფინანსური ვალი არ გააჩნია. ჩვენ ჩვენი ვალი კაცობრიობის წინაშე ჰიტლერთან ბრძოლაში მოვიხადეთ და ეს 20 მილიონი ადამიანის სიცოცხლეში გამოიხატა. სტალინი...“
  ტრუმენი ცოფებს ყრიდა, სტალინთან მორიგი პოლიტიკური ბრძოლა რომ წააგო, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ ჰქონდა...“

скачать dle 11.3