კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 როგორ ვუშველოთ შეკრულობას

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  შეკრულობა, ანუ ყაბზობა, ნაწლავის მოქმედების აქტიურობის შემცირებას, დეფეკაციის ხანგრძლივად შეჩერებას ნიშნავს. ის ძალიან გავრცელებული პრობლემაა, რასაც თითქმის ყველა ადამიანი მეტ-ნაკლებად შეუწუხებია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ, ის საშიში არ არის, მსგავსი მდგომარეობა მაინც საკმაო დისკომფორტს ქმნის და ნაწლავების მოქმედების აღდგენის შემდეგ ადამიანები გაცილებით უკეთ გრძნობენ თავს.
  ნაწლავების დაცლის სიხშირისადმი მოთხოვნილება ადამიანებს შორის განსხვავებულია. თუ ზოგისთვის დღეში სამჯერ კუჭ-ნაწლავის მოქმედება ნორმაა, შეიძლება, მეორისთვის საკმარისი იყოს კვირაში ორჯერ ან სამჯერ. თუმცა, სამი ან მეტი დღის განმავლობაში გაუსვლელობა არ არის სასურველი. სამი დღის შემდეგ ფეკალური მასები უფრო მკვრივი და ძნელად გადასაადგილებელი ხდება.
  შეკრულობის (ყაბზობის) დროს თქვენ შესაძლოა გქონდეთ:
* ნაწლავების შემცირებული მოქმედება;
* დაძაბვის მოთხოვნა ნაწლავთა მოქმედებისას;
* მკვრივი ან მცირე ოდენობის განავალი;
* სწორი ნაწლავის არასრული დაცლის შეგრძნება;
* მუცლის ტკივილი.
შეკრულობის ძირითად მიზეზს განავლის წარმოქმნისა და ნაწლავებში მისი გადაადგილების შეფერხება წარმოადგენს, რაც სხვადასხვა ფაქტორით შეიძლება, იყოს გამოწვეული, მათ შორის:
* კალციუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდური მედიკამენტები;
* ცვლილებები ჩვეულ დიეტაში;
* დიდი რაოდენობით რძის პროდუქტები;
* პასიური ცხოვრების წესი;
* ორსულობა;
* არასაკმარისი წყლის ან ბოჭკოს შემცველი საკვების მიღება;
* ნაწლავების მოქმედების მოთხოვნის მოთმენა – რასაც ზოგიერთი ადამიანი ჰემოროიდების (ბუასილის) გამო აკეთებს;
* ზოგიერთი მედიკამენტი (განსაკუთრებით ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები, ანტიდეპრესანტები და რკინის შემცველი აბები);
* სტრესი;
* ნაკლებად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი (ჰიპოთირეოზი).
ასევე, შეკრულობა შეიძლება, იყოს სხვადასხვა დაავადების სიმპტომი:
* კვებითი აშლილობების;
* ნევროლოგიური დაავადებების, როგორებიცაა პარკინსონის დაავადება ან გაფანტული სკლეროზი;
* გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
* მსხვილი ნაწლავის კიბო.
როგორ მოვიქცეთ შეკრულობის დროს:
დღეში მიიღეთ დამატებით ორიდან ოთხ ჭიქამდე წყალი, თუ თქვენი ექიმი სხვა მიზეზების გამო არ გზღუდავთ სითხის მიღებისგან;
* დალიეთ თბილი სითხეები, განსაკუთრებით დილით უზმოზე;
* მიირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული;
* ჭამეთ შავი ქლიავი;
უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელია პრევენცია, ამაში  კი შემდეგი გზები შეიძლება დაგეხმაროთ:
* იკვებეთ მცენარეული ბოჭკოებით მდიდარი საკვებით – ხილი, ბოსტნეული და მარცვლეული, განსაკუთრებით – ქატოს შემცველი პროდუქტი;
* ერიდეთ კოფეინს (ყავა, შავი ჩაი, შოკოლადი და სხვა);
* მიიღეთ ნაკლები რძე – ზოგიერთი ადამიანი უნდა ერიდოს მის მიღებას, რადგან შესაძლოა, რძის პროდუქტები მათში შეკრულობას იწვევდეს;
* ივარჯიშეთ რეგულარულად დღეში არანაკლებ ნახევარი საათი, კარგია ფიზიკური აქტიურობა;
* ისარგებლეთ ტუალეტით მოთხოვნილების გაჩენისთანავე.
скачать dle 11.3