კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: რატომ არ შეიძლება, ჩვენი ცოდვები ხატების წინაშე, გულში მოვინანიოთ და არა მოძღვართან აღსარებაში?
პასუხი: სინანულის საიდუმლო მოციქულთა დროიდან არსებობს და ეს რომ საჭირო არ ყოფილიყო, უფალი სხვაგვარად დააწესებდა. ცოდვა მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ ჩაითვლება მიტევებულად, როდესაც მოძღვარი აღსარების შემდეგ შენდობის ლოცვას წაგიკითხავთ.
კითხვა: როდის ვარდება ადამიანი ხიბლში?
პასუხი: ნებისმიერი ადამიანი თავისი უძლური ბუნებით მეტ-ნაკლებად ხიბლში ვარდება. ხიბლშია ადამიანი, რომელიც თუნდაც გაიფიქრებს – რა კარგად ვთქვი, რა კარგად მოვიქეცი, როგორი ლამაზი ვარ, ნიჭი მაქვს და ასე შემდეგ. წმიდა მამათა გადმოცემით, სულიერი ხიბლის ორი სახე არსებობს. პირველია, როდესაც ადამიანი წარმოიდგენს, თითქოს ხედავს უფალს, ღვთისმშობელს, ანგელოზებს და თავს ასეთი ხილვების ღირსად თვლის და მეორე, როდესაც ადამიანს საკუთარი თავი მიაჩნია მაღალი სულიერების პიროვნებად, ფიქრობს, რომ არის გამორჩეული თავისი ერთგულებით რწმენისადმი, საოცრად მარხულობს, ყველას ეხმარება და რჩევებს აძლევს – ხიბლის ამ მდგომარეობას ეწოდება „წარმოდგენა საკუთარ თავზე“. ნებისმიერი სახეობა ხიბლისა დამღუპველია სულისთვის, რადგან ის ეყრდნობა იმ სულიერ სიამაყეს, ანუ ცოდვას, რამაც დაღუპა პირველი ანგელოზი. სწორედ ამიტომ ცდილობს ბოროტი ძალა, რომ ადამიანი სულიერ სიამაყეში ჩააგდოს.
კითხვა: უკვე კარგა ხანია, ქუჩაში მათხოვარი აღარავის უკვირს. უამრავ გაჭირვებულს ვხვდებით ყოველ ფეხის ნაბიჯზე. ყველა მათგანს ვერ ვეხმარები, ეს შეუძლებელია, მაგრამ მაინც განვიცდი ამას. არსებობს მოწყალების გაცემის რაიმე წესი?
პასუხი: შემოსავალს ადამიანს უფალი აძლევს და გაცემულ სიკეთესაც სიკეთით დაუბრუნებს. ასე რომ, თუ სხვისთვის დასახმარებელი თანხა გექნებათ გადადებული, ამით თქვენ არაფერი დაგაკლდებათ, პირიქით, მოგემატებათ. ადამიანს ყოველთვის აქვს მოწყალების გაღების შესაძლებლობა. თუ თანხა არ გაქვთ, კეთილი სიტყვით დაეხმარეთ ან ღვთისთვის მოსაწონი საქციელით გაეცით მოწყალება. თუ ვერ ეხმარებით, დალოცეთ მაინც.
კითხვა: მინდა, ჩემი შვილები კარგ ქრისტიანებად აღვზარდო, მაგრამ მგონია, რომ სარწმუნოებაზე ბევრი ლაპარაკი მათთან უკუშედეგს გამოიღებს. თქვენ რას მირჩევთ?
პასუხი: ბავშვებთან ძალიან ფაქიზი მიდგომაა საჭირო, რა თქმა უნდა, მათთან ზეწოლითი ხასიათის საუბრები დაუშვებელია. ბავშვების რელიგიაში გათვითცნობიერება ზომიერების დაცვით უნდა მოხდეს და რაც მთავარია, საკუთარი მაგალითის საფუძველზე.
კითხვა: უნდა ავიღოთ თუ არა კურთხევა მოძღვრისგან, როდესაც ეკლესიაში ფოტოს ვიღებთ?
პასუხი: ეკლესიაში ფოტოს გადაღების შემთხვევაში, მოძღვრისგან კურთხევის აღება აუცილებელია.
скачать dle 11.3