კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 რატომ მიჰყავთ სასულიერო პირებს ადამიანები ღმერთის მაგივრად საკუთარ თავთან და როგორ გავიგოთ, რას ფიქრობს ღმერთი ჩვენზე

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  ყველაზე მეტად მოძღვარს სტკივა გული, როდესაც ხედავს როგორ მიდიან ადამიანები ეკლესიიდან, როცა ნიჰილიზმი მეფობს მთელ ქვეყანაში, მსოფლიოში... ეკლესიები ცარიელდება და ბევრი ადამიანი აღარ დადის. ადამიანს, რომელიც ეკლესიაში აღარ დადის, ან ღმერთი აღარ უყვარს, ან მოყვასი, ან ეკლესიაში არსებული სიტუაცია აღარ მოსწონს. როგორ შევიყვაროთ ღმერთი და მოყვასი, ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– ხალხს ღმერთი და მოყვასი აღარ უყვარსო – შეიძლება,  მოძღვარმა ხელი ადამიანებისკენ გაიშვიროს, მაგრამ უფრო გონიერი მოძღვარი იტყვის: მე კარგად აღარ ვლოცულობ, ხალხი იმიტომ აღარ მოდის წირვაზე, რომ აღარ მოსწონთ ჩემი მსახურება, ჩემი ქადაგებაო. როგორც ფეხბურთელები თამაშობენ ფეხბურთს  – კარგად ან ცუდად, ჩვენ, მოძღვრები, ასე ვერ ვითამაშებთ. ყოველ შემთხვევაში, მე არ შემიძლია ასე მოქცევა, თუმცა არიან მოძღვრები, რომლებიც ამას აკეთებენ. მაგალითად, ადამიანებს ეუბნებიან: 200 ლარი უნდა გადაიხადო, ხატი დაწერო, თუ გინდა, შვილი გეყოლოსო. მსგავსი სწავლება ეკლესიას არ გააჩნია. ასევე, არსებობენ მოძღვრები, რომლებიც ყველას ეფერებიან: ოღონდ მოდი ეკლესიაში, შესაწირი გააკეთე, ყველაფერი კარგად იქნებაო.
– მამაო, რა არის სულიერი მოძღვრის მთავარი დანიშნულება?
– მოძღვარმა უნდა განასახიეროს ქრისტე, უნდა დაგანახოთ ქრისტე, უნდა იქადაგოს ქრისტე, უნდა მიგიყვანოთ ქრისტესთან, თავად უნდა იყოს ქრისტეში. ბევრ მოძღვარს თავისთან მიჰყავს ადამიანები და მათ ვეღარ გაუგიათ – მამა გიორგია ღმერთი თუ იესო ქრისტე. ვისი გულისთვის დადიხარ ეკლესიაში? რა თქმა უნდა, იესო ქრისტეს გულისთვის, რომ მადლი მიიღო და მოძღვარსაც მოუსმინო, რომელიც სწორად ქადაგებს. ძნელია, როდესაც გამოდიხარ ამბიონზე და ვერ ხედავ ხალხს. ბავშვი მოვიყვანე, ვაზიარე, წავედი. გავთხოვდი, ცოლი მოვიყვანე, ჯვარი დავიწერე და წავედი. რაღა მინდა ეკლესიაში, იქ რაღა უნდა გავაკეთო. ადამიანებს სანამ თავზე არ დაეცემათ ზეცა, მანამდე არ ახსენდებათ ეკლესია, ღმერთი და მოძღვარი. მარტო იმას ვიძახით: სანთელი არ იყიდება, ტაძარი დაცარიელდაო და არ ვფიქრობთ, ეს რისი ბრალია. რისი კი არა, ჩვენი – სასულიერო პირების. არ ვქადაგებთ კარგად, ჩვენი ქადაგება არ არის საინტერესო, არც წირვა-ლოცვა. ასე რომ არ იყოს, ეკლესიას ხალხი კი არ მოაკლდებოდა, არამედ უფრო მეტი მოვიდოდა. მუსლიმანების წარმომადგენელი რომ მოვიდეს და ქრისტიანობის შესწავლა გადაწყვიტოს და დაიწყოს დიდმარხვით, გადაირევა სიხარულით: რა მაგრები არიანო, შავები აცვიათ, მეტანიებს აკეთებენ და ყვირიან, „ქრისტე აღდგაო“. რამდენიმე თვე რომ გავა, მოვა და გული გაუსკდება: ხალხსაც კი ვერ დაინახავს. რა გამოდის, ერთი სასწაულისა და ერთი მარხვის ქრისტიანები ვართ.
–  ხშირად ვამბობთ, რომ გვიყვარს ღმერთი, მოყვასი, მაგრამ თუ დავუფიქრდებით, ეს არც თუ ისე რეალურია და შეიძლება, საკუთარ თავში კარგად ჩაღრმავების შემდეგ მივხვდეთ, რომ სათანადოდ არც ღმერთი გვყვარებია და არც მოყვასი. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ოირვეს გულწრფელად შეყვარება შევძლოთ?
– უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავიდან გამორიცხეთ ის იდეა, რომ ჩვენ გვიყვარს ღმერთი, ეს ტყუილია. თუ გვინდა, რომ ღმერთმა შეგვინდოს, გვაპატიოს, მაშინ მასთან უნდა დავბრუნდეთ. ეს არის ცხრა ნეტარების პირველი საფეხური, პირველი გაკვეთილი: სინანული. ოღონდ სინანული და აღსარება სხვადასხვაა. აღასარების დროს ჩამონაწერი მოგაქვს, ეუბნები მოძღვარს, ისიც მოგიტევებს და ეზიარები. სინანული კი ის არის, ორშაბათს, სამშაბათს ცოდვა რომ ჩაიდინე და იმ წუთშივე დაგეწვა ზურგი, შეგაწუხა სინდისმა, თქვი: რა ცუდი ადამიანი ვარ, ეს რა ჩავიდინე და აღარ გავიმეორებო. იესო ქრისტე ამბობს: თუ მე გიყვარვართ, უფლის მცნებები დაიცავითო. ეს არის ღმერთის სიყვარული.
– როგორ შევიყვაროთ მოყვასი?
– ადამიანებს ძალიან უჭირთ აღსარების თქმა. ამიტომ გირჩევთ: მიდით სახლში, ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან, ვისზეც ფიქრობთ, რომ კარგად გიცნობენ, აიღეთ პასტა და ფურცელი და უთხარით: კვირას აღსარება უნდა ვთქვა, მე მიჭირს აღსარების თქმა, მითხარი, შენს თვალში როგორი ადამიანი ვარ. ამ ყველაფერზე რომ ააგებთ თქვენს აღსარებას, აჩვენებთ მოძღვარს, მერე ნამდვილად იქნებით პირველკლასელი ქრისტიანები და ვინც სიმართლეს გეტყვით, ის ადამიანიც ძალიან შეგიყვარდებათ. ადამიანზე ოთხი შეხედულება არსებობს. პირველი: მე რას ვფიქრობ საკუთარ თავზე. ჩვენ ხომ, ძირითადად, ფარისევლები ვართ და ასე თუ ისე, მოგვწონს საკუთარი თავი, თუ სარკეში არ ჩავიხედავთ ან სახარებას არ წავიკითხავთ. მეორე: რას ფიქრობენ ჩვენზე ოჯახის წევრები. თუ არ ვიჩხუბებთ, ოჯახშიც ყველაფერი კარგად არის. მესამე: რას ფიქრობს საზოგადოება, სამსახურში ასე თუ ისე გვიტანენ, თუ არ ვარ, შეიძლება, განმიკითხავენ, მაგრამ როცა ადგილზე ვარ, თუ ვინმესთან ჩხუბი არ მომივიდა, მაშინ მიტანენ და ყველაფერი კარგად არის. მეოთხე: რას ფიქრობს ღმერთი ჩემზე.
– ამას როგორ უნდა მივხვდეთ?
– როგორ და წაიკითხე „ქადაგება მთაზე“ და მიხვდები რას ფიქრობს შენზე ღმერთი. გაიარე ცხრა ნეტარების ბილიკები და მიხვდები, რომ უფლისკენ სვლაც კი არ დაგიწყია, ძალიან შორს ხარ. ჩვენი ქვეყანა ამჟამად გამოუვალ სიტუაციაშია, ვერ გაგვიგია, რა უნდა გავაკეთოთ. როცა ფიქრობ ბანკის ვალზე, ჯერ იფიქრე ქრისტეზე. როცა ფიქრობ ჩხუბზე, მანამდე იფიქრე ქრისტეზე. სანამ განკითხვაზე გადახვალ, იფიქრე ქრისტეზე. როცა ქრისტეზე იფიქრებ, გაგახსენდება ორი გამოუვალი სიტუაცია ქრისტეს ცხოვრებიდან. მან თავად ჩააყენა საკუთარი თავი ორჯერ გამოუვალ სიტუაციაში, რომ ჩვენთვის ეჩვენებინა: გამოუვალი სიტუაცია არ არსებობსო. პირველი: როცა მივიდნენ ფარისევლები და ეუბნებიან: გადავიხადოთ ხარკიო და რას ამბობს ქრისტე: მაჩვენეთ მონეტა, ვინ არის გამოსახული, კეისარიო? ჰოდა, მიეცით კეისარს კეისრისა და უფალს – უფლისაო. კეისარს – კეისრისაო და სადაც უნდა ვიყოთ, ყველგან ვიხდით გადასახადებს, მაგრამ უფლისას ვიხდით? ჩვენში უფლის გამოსახულება სულია, სინდისი, ზნეობა, ადამიანობა და არასდროს უნდა დავკარგოთ. მეორე გამოუვალი სიტუაცია რა იყო? ქალი დაიჭირეს ებრაელებმა, რომელიც მრუშობდა და გადაწყვიტეს მისი ჩაქოლვა: მოსემ დაგვიწერა რჯულში, ასეთები ქვებით უნდა ჩავქოლოთო. ქრისტეს ეუბნებიან: რა გავაკეთოთო. ქრისტე თუ იტყვის: არ უნდა ჩავქოლოთო, მაშინ ეტყვიან: მოსეს რჯულს ეწინააღმდეგებიო. ამ დროს ქრისტე ჯერ იტყვის: ვინც უცოდველია, იმან ისროლოს პირველმაო და მერე ჩაიმუხლება და იწყებს წერას. წმიდა გარდამოცემაში წერია და რამდენიმე მამა წერს: იქ, ვინც იდგნენ მათი ცოდვების ჩამოწერა დაიწყოო. ვინც დახედა, ყველამ უკან დაიხია. ქრისტემ რომ თავი ასწია, აღარავინ დახვდა და უთხრა ქალს: წადი, აღარ ჩაიდინო ცოდვაო. თუ გვინდა, რომ მოყვასი გვიყვარდეს, ცოდვები უნდა მივუტევოთ.


скачать dle 11.3