კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (99)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

№32 როგორ უნდა მოიქცეს ცოლი, რომ ურთიერთობაში ღალატის რისკი შეამციროს და არის თუ არა ყველა კაცი ერთნაირი

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

  ყველას, ვინც ოჯახს ქმნის, უნდა, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად ბედნიერად განაგრძოს ცხოვრება.  ოჯახური ერთგულება კი ერთ-ერთი ყველაზე საჭირო პირობაა ბედნიერებისთვის. ფსიქოლოგებმა ძალიან ბევრ წყვილთან ჩაატარეს ექსპერიმენტი და გაარკვიეს, რომ ქალსა და მამაკაცს აქვთ ის აუცილებელი საჭიროებები და მოთხოვნილებები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც ურთიერთობაში ღალატის რისკი მინიმუმამდე მცირდება. საინტერესოა, რამდენად იციან ცოლებმა ეს ნიუანსები, რომლებიც ოჯახურ ცხოვრებას უფრო ბედნიერსა და ჰარმონიულს ხდის. როგორც ხდება, ქალები ჯერ თხოვდებიან, მერე იძენენ ოჯახური ცხოვრებისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს. ასე არიან მამაკაცებიც.  ხოლო, როცა პრობლემები იწყება, ერთმანეთზე გადაბრალებით სიტუაციას კიდევ უფრო ართულებენ. როგორ ისწავლონ ცოლებმა ოჯახში ურთიერთობის ისე „დალაგება“, რომ მამაკაცისგან ღალატის რისკები მინიმუმამდე  დაიყვანონ.
  მაკა (37 წლის): ღალატის ყველა ქალს ეშინია. ეს ბუნებრივია. ვის უნდა, ქმარი სხვა ქალთან დარბოდეს და მის თავმოყვარეობაზე თამაშობდეს. ბევრი ვერსია მსმენია, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს ქალმა ქმრის ერთგულება, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ეს ყველაფერი ინდივიდუალურია.
– ანუ, არ ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ ყველა კაცი ერთნაირია?
– ერთნაირი ვერაფრით იქნება, იმიტომ, რომ ყველა ადამიანი ინივიდუალურია. რა თქმა უნდა, საერთო ნიშნები აქვთ, მაგრამ მიდგომები სხვადასხვანაირი სჭირდებათ. ამას მაშინ მივხვდი, როცა ქმართან ურთიერთობა ფსიქოლოგიურ სტერეოტიპებზე ავაგე და ლამის კრახით დავასრულე.
– რომელ სტერეოტიპებზე?
– დავიწყო და მივყვე? მაგალითად, ქალს სჭირდება რომანტიკა და მამაკაცს სჭირდება სექსი. დიახ, ქალს აქვს სინაზის მოთხოვნილება, მაგრამ ყველას – არა. მე ამ „სინაზის“ ცოტათი განსხვავებული „ვერსია“ მაქვს. ეს უფრო სიყვარულს ეხება. სინაზის გამოხატვა ბევრნაირი გზითაა შესაძლებელი: კოცნით და ჩახუტებით, ყვავილებით, დარეკვით, მზრუნველი ჟესტებით. ანუ, ყველაფერ იმით, რაც ქალს თავს დაცულად და კომფორტულად აგრძნობინებს. მე სულ მქონდა ამის დეფიციტი და პირდაპირ ვერ ვეუბნებოდი. რამაც ურთიერთობა დაგვიძაბა.
– ანუ, რა იყო ძირითადი პრობლემა – ის, რომ ქმარი თქვენს მიმართ ყურადღებას არ გამოხატავდა?
– როცა მამაკაცი ქალის მიმართ სინაზეს არ გამოხატავს, დიდია იმის შანსი, რომ მისგან სექსი ვერ მიიღოს. არადა, როგორ გინდა, ამაზე გასაგებად ელაპარაკო კაცს, რომელიც ძალიან ცუდი მსმენელია. ქალს სჭირდება საუბარი და სჭირდება მეგობარი, რომელიც გაიზიარებს მის გულისტკივილს.
– ამას კაცები ქალურ ჭირვეულობას ეძახიან.
– ქალს აქვს საუბრის მოთხოვნილება და როცა კაცი ამას ჭირვეულობად აღიქვამს, ცუდად არის საქმე. ქალისთვის მნიშვნელოვანია, იგივე გაგრძელდეს ქორწინებაში, რაც შეყვარებულობის  ეტაპზე იყო. თუმცა, მესმის, რომ ეს ძნელია.
– იქნებ მამაკაცსაც უნდა, ცოლი ისევ შეყვარებულს ჰგავდეს. ქალებიც ხომ იცვლებიან ქორწინებაში?
– გეთანხმებით. მაგრამ კაცმა თუ ხელი არ შეგიწყო, დიდხანს ვერ „გაქაჩავ“. ფსიქოლოგების აზრია – იმისთვის, რომ ქალმა დაკმაყოფილებულად იგრძნოს თავი, მას კვირაში მამაკაცის ყურადღების, დაახლოებით, 15 საათი სჭირდება. ეს დღეში 2 საათზე ცოტა მეტია. და როცა ქალებს ეს გვაკლია, შეუცნობლად ვხდებით აგრესიულები. მერე ეს აგრესია, ძირითადად, ქმართან ურთიერთობაზე აისახება. ის კი გამოსავალს სხვა ქალთან გაქცევაში ხედავს. მამაკაცს უნდა, რომ  გართობისას კომპანიონობა ქალმა გაუწიოს. ვიცლით ცოლები ამისთვის? რა თქმა უნდა, ძალიან იშვიათად. ისიც ურთიერთობის  საწყის ეტაპზე. მე, მაგალითად, ჩემს ქმართან ერთად  სათევზაოდ დავდიოდი. ვუყურებდი ფეხბურთს და ასე შემდეგ. მაგრამ მერე მთელი ოჯახი რომ ჩემზე დაეკიდა და თავად არ იფიქრა, რომ მეც მჭირდებოდა მხარის აბმა ჩემს საყვარელ გასართობებში, ცოტა გავღიზიანდი და შევეშვი. გრძელვადიან პერსპექტივაში ესეც ცუდად აისახა ჩვენს ურთიერთობაზე.  როგორც ბევრი ქალისთვის, ისე ჩემთვისაც ნდობა პარტნიორის კეთილსინდისიერებაზე და გულწრფელობაზეა დამოკიდებული. როცა ამ ყველაფერში ეჭვს შეიტან, მერე მშვიდად ვეღარ იცხოვრებ. ბოლო ორი წელია, დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე ვმუშაობ. ახლა დავიწყე ქმართან ლაპარაკი ყველაფერზე, რაც მაწუხებს და მახარებს. თავიდან ძნელი იყო. ორივეს გვიჭირდა, ჩემს ქმარს კი უფრო უკვირდა. მე არ ჩავძიებივარ, მიღალატა თუ არა. არ გავამწვავე ურთიერთობა. მაშინ წერტილი უნდა დამესვა ჩვენი ქორწინებისთვის.
– რატომ? გულწრფელი აღიარება და სინანული მისთვის შანსის მიცემის საფუძველი არ იქნებოდა?
– არა. რადგან ის ჩემ გვერდით არის, ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ოჯახის სასარგებლოდ აქვს მიღებული. კიდევ ერთი მთავარი ნიუანსი – მოდი, რეალურად შევხედოთ ცხოვრებას: კაცები ქალს მხოლოდ ჭკუის გამო არ აფასებენ. მათ გვერდით ფიზიკურად მიმზიდველი ცოლი სჭირდებათ, რომლითაც იამაყებენ. მამაკაცს სჭირდება მყუდრო სახლი, ადგილი, სადაც დასვენებას შეძლებს. ეს საჭიროება მამაკაცებისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამაზე ოცნებობენ კიდეც. ასევე, მამაკაცისთვის აუცილებელია, ამაყობდეს საკუთარი თავით და აცნობიერებდეს, რომ ცოლიც  აფასებს. გულწრფელი დაფასება დიდი მოტივაციაა კაცისთვის. ეს მას ოჯახისთვის უფრო მეტი კარგი საქმის გაკეთებისკენ წაახალისებს. მოკლედ, მგონი, ვთქვი, რაც მინდოდა. ამ ყველაფრის გათვალისწინება ნამდვილად იქნება წყვილის ურთიერთობაში ღალატის პრევენცია.

скачать dle 11.3