კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 რატომ დაბრუნდა ია ძაგანია საფრანგეთიდან იმედგაცრუებული

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

  „მასტერშეფის“ გამარჯვებული 19 წლის ია ძაგანია გახდა, რომელიც გამოჩენისთანავე პროექტის აღმოჩენად დასახელდა და ყოველთვის ერთ-ერთი გამორჩეული კონკურსანტი იყო.
  ია ძაგანია: იმასაც კი არ ველოდი, რომ ათეულში მოვხვდებოდი და გამარჯვებაზე საერთოდ ვერ ვიფიქრებდი. რა თქმა უნდა, მინდოდა და მიზანი ეს იყო, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ეს ჩემს თავს ხდება. ვგეგმავ, რომ ამ სფეროს გავყვე და საფუძვლიანი განათლება მივიღო, მინდა, კიდევ უფრო დავიხვეწო. შეიძლება, სასწავლებლად სხვა ქვეყანაშიც წავიდე.
– გამარჯვება მოიპოვე, არაერთ პრიზთან ერთად ბინაც გადმოგეცა. გჯეროდა საკუთარი თავის?
– ბოლო წლებია, მარტო ამ მიმართულებით ვმუშაობ. დარწმუნებული ვიყავი იმაში, რასაც ვაკეთებდი, მაგრამ ბევრი რამ შემთხვევითობაზეცაა დამოკიდებული. რაღაც მომენტში, შეიძლება, არ გამომსვლოდა, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად წავიდა. კონკურსია და ყველას გვქონდა ჩავარდნები, თუმცა მგონია, რომ ადამიანის შესაძლებლობები ერთი კერძით არ უნდა განსაზღვრო. მაყურებლის კომენტარებს რომ გადახედავ, მიხვდები, რომ თუ ერთხელ შეგეშალა, მაშინვე ხაზს გადაგისვამენ, რაც არაა კარგი.
– შენ როდის გადაგისვეს ხაზი?
– თევზის ტურზე. მე თვითონაც უკმაყოფილო ვიყავი კერძით, ჟიურიც. მაგრამ იქამდე თუ რამე გამიკეთებია, ყველაფერი წყალში ჩაყარეს და მთელ აქცენტს იმაზე აკეთებდნენ, რაც არ გამოვიდა. ამ პერიოდის განმავლობაში არაერთხელ მქონდა მომენტი, პროექტი დამეტოვებინა, რადგან ძალიან გადაღლილი ვიყავი, მაგრამ საკუთარ თავს არ მივეცი ამის უფლება. აუტსაიდერიც ვიყავი, მაგრამ ამის გამო ფარ-ხმალი არ დამიყრია, პირიქით, გავძლიერდი.
– შენხელა გოგონების უმეტესობა იტყვის, რომ კვერცხის შეწვის მეტი არაფერი იცის. შენ როდის დაინტერესდი კულინარიით?
– დაახლოებით, ერთი წლის წინ. რაღაც მომენტში გადავწყვიტე, ჯანსაღად მეკვება, მევარჯიშა. ჩემთვის მარტივი კერძების მომზადება დავიწყე: ბრინჯი, თევზი, სალათები. მერე რამდენიმე თვის განმავლობაში ხორცი არ მიჭამია და ძალიან კარგად, მსუბუქად ვგრძნობდი თავს. მაშინ დავინტერესდი ვეგეტარიანელობით და ხორცი საერთოდ ამოვიღე რაციონიდან. ვეგეტარიანელი არ ვარ, უბრალოდ, ხორცს არ ვჭამ. რაციონის დასაბალანსებლად გადავწყვიტე, რაღაცებში გავრკვეულიყავი და ამ პროცესში მივხვდი, რომ უცხოეთში კვების ინდუსტრია ძალიან მაღალ დონეზეა და ეს მხოლოდ დანაყრების საშუალებას არ წარმოადგენს. ჩემი კვება რეჟიმში ჩაჯდა და ამასობაში, ამ სფერომ ძალიან „ჩამითრია“.
– შენი და თინას წიწაკის მურაბა როგორ შეიქმნა?
– საერთოდ, კერძებს პრაქტიკაში იშვიათად ვამზადებ, ძირითადად, თეორიულად ვმუშაობ. რაც შეეხება წიწაკებს – თინამ ჩამოიტანა უნგრეთიდან ხუთი ჯიშის წიწაკა. ერთ თვეში ღონისძიება გვქონდა და იქ უნდა გამოგვეყენებინა. თუმცა, ამდენ ხანში აუცილებლად გაგვიფუჭდებოდა, ამიტომ დავიწყეთ ფიქრი შენახვის მეთოდებზე. მაშინ გაგვიჩნდა მურაბის იდეა. მაშინდელი ამჟამინდელისგან ძალიან განსხვავდებოდა, მაგრამ მოგვეწონა. იმ პერიოდში ზუგდიდში აჯიკის ფესტივალი იყო და მე და თინა მაყურებლის ამპლუაში ჩავედით. აღმოჩნდა, რომ მონაწილეობაც შეგვეძლო. ძალიან მცირე რაოდენობით ჩვენი წიწაკაც წავიღეთ და უბრალოდ გვედო იქ. გულწრფელად რომ ვთქვათ, დიდი ყურადღება არც მიგვიქცევია, მაგრამ ვინც გასინჯა, ყველას ძალიან მოეწონა. ამიტომ, რომ ჩამოვედით, გადავწყვიტეთ, მისი წარმოება დაგვეწყო. ახლა გვინდა, ქართული პროგრესული სამზარეულოს ჩვენეული კერძები შევთავაზოთ. რესტორანი დაახლოებით ორ კვირაში გაიხსნება და სამზარეულოს ჩვენ ჩავიბარებთ.
– მსოფლიოში არსებობს ცხრამეტი წლის შეფ-მზარეული თუ პირველი ხარ?
– ამერიკაშია ამ ასაკის ერთი ბიჭი – ეს ერთადერთი შემთხვევა ვიცი. მას თავის რესტორანი აქვს, სახლში გაუხსნა დედამ და საკმაოდ წარმატებულია. ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა, ამაზე ვმუშაობთ. მგონი, გავართმევთ თავს.
– მსოფლიოში თუ არა, საქართველოში ხომ იქნები პირველი. სახლში ამზადებ ხოლმე გემრიელობებს?
– ყველას ჰგონია, რომ ჩემს სახლში ყველა ძალიან გემრიელად ჭამს, საერთოდ არაა ასე. მე ჯანსაღად ვიკვებები, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრები, ძირითადად, სწრაფი კვების ობიექტების საკვებს იყენებენ. დიდად მჭამელი ოჯახიც არ მაქვს, მაგრამ, თუ დრო და ხალისი მაქვს, ვამზადებ ხოლმე რაღაცებს. ზოგადად, როცა ამ სფეროში ხარ, ყელში გაქვს ამოსული საჭმელი და სახლში აღარ გინდება.
– არც შენ ხარ გურმანი?
– საერთოდ არა.
– პროფესიად ფსიქოლოგობა რატომ აირჩიე?
– ახლა ფსიქოლოგიურზე ვსწავლობ, მაგრამ იქ შემთხვევით აღმოვჩნდი. თეატრალურში მინდოდა ჩაბარება, მაგრამ ვერ მოვხვდი. შემდეგ საფრანგეთში ვაპირებდი წასვლას, იქ უკვე მქონდა ჩაბარებული თეატრთმცოდნეობაზე. წავედი, იქ რამდენიმე კვირა ვსწავლობდი, მაგრამ ფინანსური პრობლემები შემექმნა და უკან იმედგაცრუებული დავბრუნდი. წასვლამდე ეროვნული გამოცდებიც ჩავაბარე დაზღვევის მიზნით, სადაც მარტო ერთი ფაკულტეტი მეწერა და რომ დავბრუნდი, ჰაერში რომ არ დავრჩენილიყავი, იქ დავიწყე სწავლა – ასე აღმოვჩნდი ფსიქოლოგიურზე. მივხვდი, რომ ეს სფერო საერთოდ არაა ჩემთან ახლოს. ახლა ვფიქრობ, სად შეიძლება გავაგრძელო სწავლა. თეატრალური ისევ მინდა, მაგრამ არ ვიცი, დღევანდელი გადმოსახედიდან, რამდენად შევძლებ. თუ საქართველოში განვაგრძობ სწავლას, ალბათ, კვებით ტექნოლოგიებზე გადავალ.
– თავის დროზე მსახიობობა რატომ გადაწყვიტე?
– მსახიობი გარშემო არავინ მყავს, მაგრამ მუშაობის პროცესი და სხვადასხვა ცხოვრება ძალიან საინტერესო და საკუთარი თავის გამოხატვის კარგი საშუალება მგონია. სხვა პროფესიაზე აქამდე არც მიფიქრია.
– სკოლაში სწავლა გიყვარდა?
– მეხუთე კლასამდე პირველ გიმნაზიაში ვსწავლობდი და არ ვიცოდი, რა იყო სწავლა. ძალინ ცუდი მოსწავლე ვიყავი, საერთოდ არ ვიყავი სკოლის ნაწილი და მგონი, წიგნებიც არ მქონდა (იცინის). შემდეგ 55-ეში გადავედი, სადაც ცოტა დავიწყე და მერე ჩვეულებრივი მოსწავლე გავხდი. თან, ძალიან ცელქი ვიყავი, არავის არაფერს ვუშავებდი, მაგრამ გაკვეთილებიდან გაპარვა და გაცდენები მიყვარდა.
– შენი ოჯახის რომელიმე წევრი თუა კულინარიით დაინტერესებული?
– დედა, მამა და ძმა მყავს. ძმამ პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები დაამთავრა. მშობლები – ადვოკატი და ექიმი არიან. ასე რომ, ნამდვილად არ ვიცი, ვისგან გამომყვა კულინარიისადმი ინტერესი (იცინის).

скачать dle 11.3