კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 რატომ საქართველოს უნივერსიტეტი?

ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი

  უმაღლესი ხარისხის ევროპული განათლება საქართველოში ნამდვილად ხელმისაწვდომია, რისი საუკეთესო მაგალითიც „საქართველოს უნივერსიტეტია“. გარდა ამისა, „საქართველოს უნივერსიტეტის“ სტუდენტები, გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, სწავლას ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში აგრძელებენ. ეს არის ადგილი, სადაც თეორიულ ცოდნასთან ერთად, დიდი ყურადღება ეთმობა პრაქტიკული გამოცდილების მიღებას. ამისთვის კი უნივერსიტეტი აღჭურვილია შესაბამისი რესურსებით, ლაბორატორიებით, სტუდიებით, საგამოფენო სივრცეებითა და საველე კვლევითი ცენტრებით.
  „საქართველოს უნივერსიტეტში“ სწავლების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფენ დარგის ლიდერი ლექტორები, რომლებიც სტუდენტებს, თეორიულ ცოდნასთან  ერთად, საკუთარ პრაქტიკულ გამოცდილებასაც უზიარებენ.
– ნებისმიერ სასწავლებელში სწავლის მაღალ ხარისხს აკადემიური პერსონალი განაპირობებს. თქვენს უნივერსიტეტში რა ხდება ამ მიმართულებით?
  „საქართველოს უნივერსიტეტის“ რექტორი, კონსტანტინე თოფურია:  „საქართველოს
უნივერსიტეტის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ლექტორები არიან,  ლიდერი ლექტორები, რომლებიც დარგის წამყვან სპეციალისტებად ითვლებიან და საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას სტუდენტებს უზიარებენ, უსწრებენ დროს და ასწავლიან ყველაზე მნიშვნელოვანს. შედეგად კი წარმატებულ და საქმიან კურსდამთავრებულებს ვიღებთ, რომლებიც გამოირჩევიან კონკურენტუნარიანობით როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო შრომით ბაზარზე.
  მნიშვნელოვანია, აბიტურიენტებს ჰქონდეთ წვდომა ხარისხიან განათლებაზე, ამიტომ ჩვენი უნივერსიტეტი მათ განსაკუთრებულ ფინანსურ პაკეტს სთავაზობს – სწავლის საფასურის 10 ნაწილად გადახდას და დამატებით 20%-იან ფინანსურ შეღავათს, რომელიც 2 500 ლარზე მეტი ღირებულების პროგრამის პირველ პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში მოქმედებს. ასევე, საქართველოს უნივერსიტეტი გრანტიანი სტუდენტების თანადაფინანსებას უზრუნველყოფს: 100%-იანი სახელმწიფო გრანტით
სტუდენტები ისწავლიან  სრულიად უფასოდ, 70% იანი გრანტით გადაიხდიან მხოლოდ 675 ლარს, ხოლო 50%-იანი გრანტის შემთხვევაში  – 1125 ლარს.
  როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში მიდიან სასწავლებლად.
– რა შეგიძლიათ, გვითხრათ გაცვლითი პროგრამების შესახებ?
– გარდა იმისა, რომ ჩვენი სტუდენტები ევროპული ხარისხის განათლებას საქართველოშივე იღებენ, მათ,
ასევე, შესაძლებლობა აქვთ, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ერთი სემესტრით ან ერთი წლით სასწავლებლად გაემგზავრონ როგორც ევროპის, ასევე ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში და იქ მიიღონ გამოცდილება, რაც მათთვის დამატებით დიდი შესაძლებლობაა. ამ მიზნით ჩვენთან მოქმედებს „ერაზმუს პლუსისა“ და ინდივიდუალური გაცვლითი პროგრამები, რაც ჩვენს სტუდენტებს უცხოეთში უფასოდ სწავლის შესაძლებლობას აძლევს.
–  როგორია სტუდენტური ცხოვრება „საქართველოს უნივერსიტეტში“?
– „საქართველოს უნივერსიტეტში“ფუნქციონირებს სტუდენტურ საქმეთა ცენტრი, რომლის მთავარი მიზანია სტუდენტების ჩართულობით აქტიურ, მრავალფეროვან და საინტერესო სტუდენტურ ცხოვრებაზე ზრუნვა. ჩვენთან მოქმედებს სტუდენტური კლუბების სისტემა, ანუ სტუდენტები საერთო ინტერესების ირგვლივ ერთიანდებიან და შესაბამისი მიმართულებებით აღრმავებენ საკუთარ გამოცდილებას. ამიტომ, ხშირად იმართება სხვადასხვა სახის გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები, უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება სტუდენტური კლუბების პროექტები, შეხვედრები საზოგადო მოღვაწეებთან, კინოჩვენებები და ასე შემდეგ.
  წლიდან წლამდე „საქართველოს უნივერსიტეტის“ მიმართ ინტერესი იზრდება, რაც თავის მხრივ, მეტი პასუხისმგებლობა და დიდი მოტივაციაა, შესთავაზოს სტუდენტებს უფრო მეტი. „განათლება გაგამდიდრებს“ – სწორედ ასე ჟღერს უნივერსიტეტის ახალი გზავნილი, რომლის კურსდამთავრებულთა 93% უკვე დასაქმებულია. ამიტომ, თუ სწავლა გინდა, ნუ დაკარგავ დროს, ვინაიდან „საქართველოს უნივერსიტეტი“ საუკეთესო არჩევანია.
скачать dle 11.3