კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 რატომ ირჩევენ ქალბატონები მეანად ექიმ ზურაბ დარახველიძეს

ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი

  ზურაბ დარახველიძე კარგა ხანია, უკვე არა მხოლოდ ჩაჩავას კლინიკასთან ასოცირებული აღიარებული მეან-გინეკოლოგია, არამედ ამ დარგის გამორჩეული ბრენდია. წლების განმავლობაში მისი პროფესიული საქმიანობის შედეგად ქვეყანას, დაახლოებით, 20 000-მდე ჯანმრთელი ახალშობილი მოევლინა. თავმდაბალი, პროფესიონალი, უშუალო და თბილი ადამიანი – ასე ახასიათეენ პაციენტები ექიმ ზურაბ დარახველიძეს და ჩვენი ლოკალური მონიტორინგის თანახმად, მას წლის მეან-გინეკოლოგად ასახელებენ.
  ზურაბ დარახველიძე: 35 წელია, ამ კლინიკაში ვმოღვაწეობ და ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრ პაციენტთან მაქვს ურთიერთობა, როგორც საექიმო, ისე ცხოვრებისეულ საკითხებთან დაკავშირებით. ბევრს ვსაუბრობთ და ვიცი მათი ფსიქოლოგია. ვფიქრობ, ექიმი კარგი ფსიქოლოგიც უნდა იყოს და შეძლოს პაციენტის ნდობის მოპოვება, რაც დადებითად აისახება შემდგომ მოვლენებზე. ასეთ დროს პაციენტს უქრება შიშისა და მოულოდნელობის ფაქტორი და ექიმიც უფრო თამამად გრძნობს თავს. საქმე გვაქვს განწყობის თეორიასთან – როდესაც პაციენტი განწყობილია, რომ  ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ჰყავს ექიმი, რომელიც მის გვერდში იდგება ნებისმიერი გასაჭირის დროს.
– თქვენ, როგორც ექიმმა, როდის გაიაზრეთ პაციენტების ნდობის მნიშვნელობა?
– ექიმობა ჩემი ღვაწლმოსილი მასწავლებლის – ბატონი პალიკო კინტრაიას ხელმძღვანელობით დავიწყე, რომელიც თითით საჩვენებელი ადამიანია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. მახსოვს მისი სიტყვები, რასაც ხშირად იმეორებდა – ექიმი უნდა იყოს პროფესიონალი და პატიოსანიო. თანდათანობით, როდესაც პროფესიას ეუფლები და ამა თუ იმ სიტუაციას წარმატებით გადალახავ, გრძნობ, რომ პაციენტებს შენი სჯერათ, მაშინ უკვე ამ პროფესიის ნაწილი ხარ და ეს განაპირობებს შენს შემდგომ სვლებსა და წარმატებებს. მედიცინა, ძირითადად, გუნდური საქმეა, რაც ჩვენს კლინიკაში წარმატებით ხორციელდება, დაწყებული დიაგნოსტიკური ცენტრიდან –  სტაციონარით დამთავრებული.  
– მდიდარი პრაქტიკული გამოცდილება გაქვთ, ამ წლების განმავლობაში რამდენ ბავშვს დაეხმარეთ ამქვეყნად მოვლენაში?
– ჩემი 35-წლიანი საექიმო მოღვაწეობის განმავლობაში, დაახლოებით, 20 ათასი ახალშობილის მოვლინებაში მივიღე მონაწილეობა. ჩემი პროფესია ძალიან დიდ ენერგიასა და 24-საათიან მობილიზებას მოითხოვს არა მარტო ჩემგან, არამედ მთელი გუნდისგან. შემთხვევათა ნაწილი დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, საბედნიეროდ, თითქმის ყველა მათგანი წარმატებით დასრულდა.  თუმცა, ამ წლების განმავლობაში იყო ისეთი მომენტები, რამაც გული დამწყვიტა და ჩემში უარყოფითი ემოციები გამოიწვია.
– რით არის გამორჩეული ჩაჩავას კლინიკა?
– პირველ რიგში, ეს კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და უძლიერესი ტრადიციების მატარებელი გახლავთ, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით. გამართულად მუშაობს საკონსულტაციო ცენტრი, ლაბორატორია და სტაციონარი, რაც თავის მხრივ, წარმატების გარანტია.
  საქართველოს თითქმის ყველა მოწინავე კლინიკა აქ გამოზრდილი კადრებითაა დაკომპლექტებული. ყველამ აქ აიდგა ფეხი, აქ გაიზარდნენ, ჩამოყალიბდნენ და მთელი ქვეყნის მასშტაბით დღეს ძალიან კარგ საქმეს ემსახურებიან. ის დიდი სკოლა, რომელიც თავის დროზე ბატონმა კოტე ჩაჩავამ შექმნა, ბატონმა პალიკომ ღირსეულად გააგრძელა. ამჟამად კი კლინიკის დირექტორი, ბატონი ელგუჯა გოცირიძე უქმნის თანამშრომლებს თანამედროვე მსოფლიო მედიცინის  მოთხოვნების შესაბამის ყველა პირობას  და ამიტომ, ექიმების მთავარი საზრუნავი მხოლოდ და მხოლოდ პაციენტების კეთილდღეობაა.
– თქვენ ცნობილი ქალბატონების მეანად მიიჩნევით და ბევრი მათგანი ამშობიარეთ. რატომ მოდიან ისინი თქვენთან?
– ამ საქმეში ვერ იქნები წარმატებული, თუ პაციენტისთვის ბოლომდე არ დაიხარჯე და არ ჩადე გული, სული და პროფესიონალიზმი. ადამიანები მეანს, უპირველესად, ნდობის ფაქტორიდან გამომდინარე ირჩევენ. ისინი ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ შთაბეჭდილებებსა და გამოცდილებას და ამის შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას, თუ ვის ანდონ ის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რასაც მშობიარობა ჰქვია. აუცილებელია,  რომ ექიმსა და პაციენტს შორის მჭიდრო თანამშრომლობა და ურთიერთგაგება არსებობდეს. პაციენტი სრულად ინფორმირებული უნდა იყოს საკუთარი მდგომარეობის შესახებ და მის ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცეს. ეს ყველაფერი კი კეთილსაიმედო გამოსავლის  წინაპირობაა.
– როგორც ცნობილია, თქვენი მეუღლეც ექიმი მეან-გინეკოლოგია. განაპირობებს თუ არა მისი მხარდაჭერა თქვენს წარმატებას?
– დიახ, ქეთევან შანიძე ჩვენს კლინიკაში საკონსულტაციო-დიაგნოსტიკური ცენტრის მეან-გინეკოლოგია. ვფიქრობ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ჩემი მეუღლის თანადგომა და ხელშეწყობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ერთობლივ წარმატებაში.

скачать dle 11.3