კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 ტესტი ხასიათის დასადგენად

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

  გეომეტრიული ფიგურების მიხედვით საკმაოდ ზუსტად შეიძლება ადამიანის ხასიათის დადგენა. წარმოგიდგენთ ოთხ გეომეტრიულ ფიგურას – კვადრატს, სამკუთხედს, წრესა და მართკუთხედს.  უცებ გადაწყვიტეთ, რომელი ფიგურაა თქვენთან უფრო ახლოს და ნახეთ შედეგი.
* კვადრატი – გამოირჩევით მოთმინების დიდი უნარითა და წარმოუდგენელი სიჯიუტით. ხელის ჩაქნევა არ გახასიათებთ. შეიძლება, ნელა მიიწევთ წინ, მაგრამ დაჟინებით და პრინციპულად. თუ მიზანი დაისახეთ, მას აუცილებლად მიაღწევთ. „კვადრატი“-ადამიანები თავისი საქმის პროფესიონალები არიან. იმპროვიზაციებისა და ექსპერიმენტებისგან შორს ხართ. ცხოვრება თქვენთვის მაშინ არის მშვენიერი, როცა ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ვერ იტანთ ცვლილებებსა და მოულოდნელობებს.
* სამკუთხედი: ნებისმიერ სიტუაციაში ადვილად ირგებთ ლიდერის როლს. თქვენთვის არსებობს მხოლოდ ერთი სწორი აზრი – საკუთარი. ნამდვილი „ენერჯეიზერი“ ხართ. არ გაკლიათ ამბიციურობა. ცოტა ანგარებიანიც ხართ. შეიძლება, ითქვას, რომ ძლიერი პიროვნება ბრძანდებით. კონკურენტებს თქვენი უნდა ეშინოდეთ.
* წრე: ადამიანი-„წრე“ იმით გამოირჩევა, რომ იშვიათი თანადგომის უნარი აქვს. ადვილად შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ საკუთარი თავი სხვის ადგილას. გაიზიაროთ მისი ემოციები, წუხილი. ბედნიერი ხართ, როცა თქვენ ირგვლივ ყველა კარგად არის. ყოველთვის პირველები მიდიხართ დათმობაზე და ზოგჯერ ძალიან იჩაგრებით.
* მართკუთხედი – მართკუთხედს ისეთი ადამიანები ირჩევენ, რომლებიც იშვიათად არიან კმაყოფილები საკუთარი თავით და ცხოვრებით. უნდათ, რაღაც შეცვალონ, მაგრამ რა – კონკრეტულად არ იციან. თუ მართკუთხედი აირჩიეთ, თქვენი ცხოვრების პრინციპებია სითამამე და ცნობისმოყვარეობა. გიყვართ სიახლეები, მაგრამ რომელი სიახლეა თქვენთვის სასარგებლო, ზუსტად არ იცით. ამიტომ მუდმივად ექსპერიმენტებში ხართ.

скачать dle 11.3