კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

№31 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: ბევრისგან მსმენია, რომ ზაფხულის სეზონზე ხშირად იკეთებენ კიტრის ნიღაბს. მხოლოდ გახეხილი კიტრი უნდა შევიზილო სახეზე თუ დანამატებიცაა საჭირო? და რა ეფექტი აქვს მის სახეზე წასმას?
პასუხი: კიტრს აქვს გამწმენდი, აღმდგენი, მათეთრებელი, მკვებავი ეფექტი. კიტრის ნიღაბი შეგიძლიათ, ყოველდღე გაიკეთოთ და საოცარი ეფექტი მიიღოთ. ნიღბის მოსამზადებლად მხოლოდ ორი ინგრედიენტი გჭირდებათ: კიტრი და კურკუმა. კიტრი ამშვიდებს კანს მზეზე ყოფნის შემდეგ, კურკუმა კი აახალგაზრდავებს და შლის ნაოჭებს. ამ ნიღბით კანი დატენიანებული და მკვრივი გახდება. შეურიეთ ერთმანეთს გახეხილი  ნახევარი კიტრი და ნახევარი ჩაის კოვზი კურკუმა. მიღებული ნარევი წაისვით სახეზე და 15-20 წუთი გაიჩერეთ. ჩამოიბანეთ ცივი წყლით. სასურველია, ნიღაბი ძილის წინ გაიკეთოთ, კვირაში სამჯერ. თუმცა შედეგს პირველივე ცდაზე ნახავთ.
კითხვა: მზეზე ხელის კანი მიუხეშდება, ნუნები კი მექერცლება. რა მოვიმოქმედო?
პასუხი:  გამოიყენეთ სკრაბი, რათა მზისგან გაუხეშებული და მკვდარი კანის უჯრედები მოიშოროთ. შემდეგ კი, წაისვით დამატენიანებელი კრემი. ყოველდღიურად გამოიყენეთ ნუნების კრემი.  
კითხვა: მზეზე დამეწვა ცხვირი და კანი მექერცლება. რა წავისვა, რომ დამიამდეს?
პასუხი: თუ ცხვირზე კანი აგექერცლათ, წაისვით ჰიგიენური პომადა. მას კრემებზე უკეთესი დამატენიანებელი და დამცავი ეფექტი აქვს.
скачать dle 11.3