კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 როგორ უნდა მართოთ საკუთარი სხეული, რომ საშიში დაავადებები აიცილოთ

  ადამიანმა რომ ღრმა სიბერემდე ჯანმრთელად და ბედნიერად იცხოვროს, აუცილებელია, თავისი ენერგიის სწორად მართვა იცოდეს და საკუთარ სხეულს უფრო გონივრულად მიუდგეს.
  ადამიანს 12 ძირითადი კოსმიური მერიდიანი მართავს და ამასთან ერთად, დამხმარე მერიდიანებიც, ანუ ენერგოვიბრაციული ველების მატარებელი არხებიც, რომლებსაც ნათელი კოსმიური ენერგია ძირითად ენერგოცენტრებთან და ორგანოებთან გადააქვთ. ამიტომ, ადამიანის ვიბრაციების ველები უნდა იყოს აუცილებლად სუფთა. მაგრამ ნებისმიერ დროს შესაძლოა, ეს ბიოველები, მერიდიანები დაბინძურდეს. მერიდიანების დაბინძურება კი, ძირითადად, ორი გზით ხდება, კერძოდ, შიდა ფაქტორებით: ნეგატიური სიტყვით, ქმედებით, აზრით, უკონტროლო მოქმედებით ან გარე ფაქტორებით: თვალით, ჯადოთი და ასე შემდეგ. აგრეთვე არსებობს კიდევ ერთი დამაბინძურებელი ფაქტორი, როცა ადამიანი არასწორი მოქმედების შედეგად, თავის სხეულთან მიმართებაში ჭედავს ენერგიის მსვლელობას. ამ დროს ენერგია არ გადის გარკვეულ მერიდიანში და ამის შედეგად ის სადღაც იჭედება.  ხოლო, როგორც კი ენერგიის მოძრაობა შეყოვნდება ან შეჩერდება, ადამიანს პრობლემები ეწყება. ძირითადად, ამ დროს იტკიებს რომელიმე იმ ორგანოს, რომელთანაც ის ენერგომერიდიანი მიდის.
  მაგალითად, ყურის ბიბილო, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერტილი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგოცენტრი. თუ არ იცით, რა ენერგოცენტრზე ხდება ზეგავლენა ყურის გახვრეტის დროს, შესაძლოა, სერიოზული დაზიანება მიიღოთ. თუ ჯანმრთელი ადამიანის ენერგიის ცირკულაცია საკმაოდ საღია და ნორმალური, მან შეიძლება, ეს დარღვევა თავდაპირველად ვერ აღიქვას, ერთი-ორი წლის განმავლობაში ცვლილებაც ვერ შეამჩნიოს, მაგრამ, ასაკის მატებასთან ერთად, ენერგიის მოძრაობა სუსტდება და ეს მეტად იგრძნობა. სწორედ აქ ხდება ენერგიის დაგროვება, მისი არასწორი გადანაწილება. რომელიღაც ორგანო ზიანდება და შემდეგ, მისი მკურნალობა ვეღარ ხერხდება. იგივე ითქმის ცხვირის გახვრეტასთან დაკავშირებითაც. ჭიპი კი ადამიანის ძირითადი ენერგოცენტრია და მისი გახვრეტის დროს, აუცილებელად უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე, რათა იმდენად არ მოხდეს თქვენი ჯანმრთელობის დაზიანება, რომ შემდგომი, მკურნალობაც კი უშედეგო აღმოჩნდეს.
  ადამიანის კაპილარული სისტემა სხეულის თითოეულ უჯრედში გადის. ელექტრომერიდიანებსაც დატოტვილი სისტემა აქვს, ანუ, მათ აქვთ უნარი, გადაიტანონ ენერგია და ის მთელს სხეულზე გადაანაწილონ. კაპილარებს შორის არის მცირეოდენი ადგილები, ამიტომ ნებისმიერი ორგანოს გახვრეტის დროს  საჭიროა,  დააკვირდეთ, რომ ნახვრეტის ადგილას კაპილარი არ გადიოდეს, რათა ნემსი არ მოხვდეს მერიდიანის კაპილარს. ნემსი კაპილარების შუაში უნდა გაატაროთ. თუ ის მოხვდა ენერგომერიდიანის გამტარ კაპილარზე, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ აუცილებლად დაგუბდება ენერგია, რომელიც არ მისცემს საშუალებას, ასაზრდოოს ის ორგანო, საითაც მიდის ეს ენერგია და, ადრე თუ გვიან, ამ ადამიანს დაეწყება ამ ორგანოსთან დაკავშირებული პრობლემები.
ენერგიის სწორ მართვას რაც შეეხება, თუ გარშემო მყოფებთან ურთიერთობა გიადვილდებათ, მათ გვერდით ყოფნა გსიამოვნებთ, ესე იგი, თქვენ შორის ენერგეტიკის გაცვლა კარგად მიმდინარეობს. მაგრამ, თუ გრძნობთ, რომ ზოგიერთ პიროვნებასთან ურთიერთობისას დისკომფორტს განიცდით ან ღიზიანდებით, ესე იგი, ეს პიროვნებები თქვენგან ენერგიას იწოვენ და ამ ენერგიის წართმევით გარკვეულ პრობლემებს გიქმნიან.
  ბიოენერგია ყველა ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანს ისე ვერაფერი აუძლურებს, როგორც გაბრაზება, გაღიზიანება, სიძუნწე და ეჭვიანობა. ენერგეტიკულ ველში სწორედ ამ მიზეზებით იქმნება ხვრელები, საიდანაც ძალა და ენერგია გამოედინება. ჩხუბი კი ყველაზე ადვილი საშუალებაა, რომ ადამიანისგან სასიცოცხლო ენერგია მეტად გამოქაჩო. დავის შემდეგ გამანადგურებელი გამოცარიელება იმ ენერგიის დაკარგვითაა გამოწვეული, რომელიც მოწინააღმდეგემ თავის საკვებად წაიღო. ამიტომ, ენერგოვამპირის მსხვერპლად რომ არ იქცეთ, აუცილებელია, აკონტროლოთ საკუთარი ენერგეტიკული პოტენციალი  და სწორად მართოთ ემოციები. ასევე, ეცადეთ, მაქსიმალურად დაიტვირთოთ დადებითი, პოზიტიური ემოციებით.

скачать dle 11.3