კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 ექიმის რჩევები

კითხვა: ვარ 28 წლის. ავარიული ტრავმის შემდეგ სახეზე მქონდა დაზიანებები. ნაკერის დადებაც დამჭირდა. დაზიანებების ადგილებსა და ამ ნაკერის არეში კანი გაწითლებულია. მაინტერესებს, დაახლოებით რამდენ ხანში გადაივლის ეს სიწითლეები და ხომ არ არის რეკომენდებული რამე მალამოს წასმა. დაზიანებიდან 1 თვეზე ცოტა მეტია გასული.  
პასუხი: არსებობს მთელი რიგი მალამოებისა და კრემებისა, რომელიც ოპერაციის შემდგომ ნაწიბურს შეუმჩნეველს ან ნაკლებშესამჩნევს ხდის. მაგალითად, კონტრაკტუბექსის მალამო, ციკატრიქსი და სხვა.
კითხვა: ვარ 2 კვირის ორსული და საშვილოსნოს ყელზე მაქვს წყლული. მაინტერესებს, რამდენად საშიშია და თუ საჭიროებს მკურნალობას?
პასუხი: ამ ეტაპზე – არა, მშობიარობის შემდეგ კი მიმართეთ გინეკოლოგს.
კითხვა: მეტფორმინ დენკის დალევის შემდგომ  შეიძლება, შაქარი  ისე ძალიან დაწიოს, რომ ადამიანი ცუდად გახდეს? უწერია, რომ არ იწვევს ჰიპოგლიკემიას, მაგრამ რამდენად მართალია?
პასუხი: ეს პრეპარატი ნამდვილად არ იწევს მკვეთრად გამოხატულ ჰიპოგლიკემიას
კითხვა: ქრონიკული ცისტიტის მოსარჩენად მონურალი დამინიშნეს კვირაში ერთხელ, 9 კვირის განმავლობაში. შეიძლება თუ არა მონურალის ამდენჯერ მიღება ასეთი ხანგრძლიობით და რამდენად შედეგიანი იქნება მკურნალობა? და კიდევ მაინტერესებას, შეიძლება  თუ არა ქრონიკული ცისტიტის მორჩენა?
პასუხი: ქრონიკული ცისტიტის მკურნალობა უნდა ჩატარდეს კომპლექსურად: ანტიბიოტიკებით, ანთების საწინააღმდეგო არაჰორმონული საშუალებებით, ვიტამინებით, იმუნური სისტემის გამაძლიერებლებით და სხვა პრეპარატებით, რომლებიც ინდივიდუალურია ყველა პაციენტისთვის და უნდა დანიშნოს სპეციალისტმა. თუ ქრონიკული ცისტიტი გართულებულია შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსით, ბუშტის ყელის სკლეროზით, შარდსადინარის დისტალური ნაწილის სტენოზითა და სხვა, უპირატესობა უნდა მიენიჭოს მკურნალობის ოპერაციულ მეთოდს.
კითხვა: ინსულინოთერაპიაზე მყოფ პაციენტებს (პირველი ტიპის დიაბეტის დროს) 0,5-1 ერთეული ინსულინი სხეულის 1 კილოგრამზე დღეში გამოდის – 90 კილოგრამი წონის პაციეტისთვის – 90 ერთეული ინსულინი? სწორად ვგულისხმობ?
პასუხი: ინსულინთერაპიის გამოთვლა ხდება არა კილოგრამ წონაზე, არამედ გლიკემიის ხარისხიდან (სისხლში შაქრის დონე)  გამომდინარე.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3