კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 ლეღვის სამკურნალო თვისებები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ლეღვი არა მარტო ტკბილი ნუგბარია, არამედ ძალიან სასარგებლო ხილიც. ლეღვით მკურნალობენ მოწამვლის დროს, რადგან ის ხელს უწყობს კუჭის ფუნქციობის ნორმალიზებას, აქტიურად ასტიმულირებს ღვიძლსა და თირკმელებს. ლეღვის მიღება კარგია ანგინის დროს. ამისთვის კი, დაახლოებით, 5-6 ცალი ლეღვი ორ ჩაის ჭიქა რძეში უნდა ადუღოთ იმდენ ხანს, რომ ნახევარზე ცოტა ნაკლები რძე აორთქლდეს. მეოთხედი ჭიქა ნახარში ყლუპ-ყლუპად უნდა მიირთვათ დღეში რამდენჯერმე. ყელის ტკივილი უმალ დაგიამდებათ და ხმის ჩახლეჩაც უკან დაიხევს. აღნიშნული საშუალება ხსნის ხველას, აქვს, აგრეთვე, სიცხის დამწევი  მოქმედება. მშრალი ხველის დროს აიღეთ ერთი ჩაის ჭიქა რძე და მასში 4 ცალი მწიფე ლეღვი მოხარშეთ. ამის შემდეგ ნაყოფი კარგად გასრისეთ და მიირთვით თბილ-თბილი სამ ჯერზე. ლეღვი რეკომენდებულია ტაქიკარდიისა და თრომბოზებისადმი მიდრეკილების მქონე პირთათვის. ასევე, ანემიებითა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებით დაავადებულთათვის. ლეღვი სასარგებლოა ბრონქული ასთმის დროსაც. მცენარის მწიფე ნაყოფი მდიდარია კალიუმით, რომლის ნაკლებობაც ორგანიზმში ჩონჩხისა და გულის კუნთის მუშაობის დარღვევებს განაპირობებს. კალიუმის მწვავე დეფიციტმა შესაძლოა, მწვავე ნევრალგიას მისცეს დასაბამი. ლეღვში უხვადაა რკინა. მისი უგემრიელესი ნაყოფი  ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. ლეღვის სიროფი შესანიშნავი საფაღარათო საშუალებაა. უმნიშვნელო ჭრილობების შესახორცებლად, ნახეთქებისა და სიმსივნური წარმონაქმნების დასარბილებლად  გამოიყენება მწიფე ნაყოფის ფაფა. ამ უნიკალური თვისებების გამო ლეღვისგან იაპონელმა სწავლულებმა სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატიც კი შექმნეს. ლეღვის ფოთლებისაგან გამოყოფილ ეთერზეთს აქვს ბაქტერიოციდული, დამარბილებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ლეღვის ენერგეტიკული ღირებულება 100 გრამზე 300 კილოკალორიაა.
  ახალდაკრეფილ ლეღვს, პრაქტიკულად, არ გააჩნია გვერდითი მოვლენები. მისმა საკვებად გამოყენებამ შესაძლოა, ერთეულ (იშვიათ) შემთხვევებში მიაყენოს ადამიანს ზიანი. ეს ხილი უკუნაჩვენებია მხოლოდ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, აგრეთვე, იმ პირებისთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის მწვავე პათოლოგიები ან პოდაგრა აწუხებს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მექსიკელი მეცნიერებისა და ექიმების მტკიცებით, ლეღვი არ არის უკუნაჩვენები მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, რადგან ის ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციას. ყველა დანარჩენი უკუჩვენება უკავშირდება ლეღვის ჩირის (ანუ გამომშრალი ხილის) საკვებად გამოყენებას, რადგანაც ეს უკანასკნელი ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს შაქრებს.
  * ლეღვის ჭამა განსაკუთრებით სასარგებლოა უზმოზე. C ვიტამინის, ბეტა-კაროტინის, ანტიოქსიდანტების, ამინმჟავებისა  და B ჯგუფის ვიტამინების დიდი რაოდენობით შემცველობის გამო ის იდეალური საუზმეა;
  * ლეღვი საუკეთესო საშუალებაა ნაბახუსევის სინდრომისგან თავდასაღწევად. მისი წყალობით ქრება გულისრევა, წყურვილის გრძნობა  და პირის სიმშრალე;
  * ლეღვი ამაღლებს გუნება-განწყობილებას და ხსნის მოთენთილობას. ყოველივე ეს ნაყოფში უხვად შემავალი მაკროელემენტების – ადამიანის სულიერი კომფორტისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელი კალციუმის, მაგნიუმისა და კალიუმის დამსახურებაა.
ლეღვის ფოთლის რძე კი საკმაოდ ეფექტური შხამსაწინააღმდეგო ანტიბოიტიკია. დადებითად მოქმედებს მორიელის ან ობობის დაკბენილზე. ლეღვის ფოთლის რძე ნაზად წაისვით იმ ადგილებში, სადაც ნაკბენი გექნებათ.
  ძალიან სასარგებლოა ლეღვის რძეც. ხელის თითებზე ამოსული მეჭეჭებისთვის ლეღვის რძე ყველაზე ეფექტურია. აქედან გამომდინარე, სამედიცინო რჩევებს თუ გავითვალისწინებთ, არ არის აუცილებელი ექიმთან წასვლა და ზედმეტი თანხის დახარჯვა მეჭეჭების მოსაშორებლად. სცადეთ ლეღვის ფოთლების სამკურნალო რძე.
скачать dle 11.3