კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

№31 ჭეშმარიტების გზაზე

  თუკი გსურს სათნოებათა მოპოვების გზაზე დაუცხრომლად მიელტვოდე იმას, რაც შენ წინ არის, გმართებს, ყურად იღო და არ დაუშვა, რომ ხელიდან დაგისხლტეს ისეთი შემთხვევა, რომელიც შეიძლება, სათნოების მოპოვებაში შეგეწიოს. ამდენად, არასწორად იქცევიან ისინი, რომლებიც ცდილობენ, თავი აარიდონ ყოველგვარ წინააღმდეგობას სათნოებათა მოპოვების გზაზე. თუმცა, შეიძლებოდა, სწორედ ისინი შეწეოდა წარმატების მოპოვებაში. მაგალითად, თუკი გსურს, მოიპოვო მოთმინება, მაშინ გმართებს, არ განერიდო იმ პირებს, საქმეებსა და გარემოებებს, რომლებიც განსაკუთრებით გაკარგვინებენ მოთმინებას. არამედ შეხვდი მათ სიხარულით, მტკიცე გადაწყვეტილებით – მინებდე მათ არასასიამოვნო ზეგავლენას, თუმცა წინასწარ უნდა განემზადო, რომ ეს ყოველივე ურყევი სულიერი სიმშვიდით დაითმინო. თუკი ასე არ მოიქცევი, ვერასოდეს დაიმკვიდრებ მოთმინების სათნოებას.
  ასეთივე დამოკიდებულება გმართებს იმ საქმის მიმართ, რომელიც არ მოგწონს თავად ან იმიტომ, რომ მას გავალებს ადამიანი, რომელიც არ გიყვარს, ან იმიტომ, რომ იგი გწყვეტს ისეთი საქმისგან, რომელიც მოგწონს. არ უნდა განეშორო მას, პირიქით, ნუ გაჯიუტდები, ხელი მიჰყავი, წარმართე და დაასრულე ისე, თითქოს ფრიად სასურველი საქმეა შენთვის და არასგზით არ დაუშვა, რომ მისით გამოწვეულმა შფოთმა გულში შეაღწიოს, განსაკუთრებით ფიქრმა, რომ არა ეს საქმე, სრულიად მშვიდად იქნებოდი. სხვაგვარად ვერასოდეს ისწავლი, როგორ დაითმინო განსაცდელი. სამაგიეროდ, არც სიმშვიდე გექნება საძიებელი, თუკი განელტვი მსგავს შემთხვევებს, რისი მიზეზიც, როგორც ჩანს, თვითმაამებლობაა, რამეთუ სიმშვიდე არ ივანებს ასეთთა გულებში.
  იმავეს გირჩევ გულისთქმებთან დაკავშირებითაც, რომლებიც თავს გესხმიან ხოლმე და გონებას გიმღვრევენ ადამიანთა უსამართლობისა და სხვა უჯერო საქმეთა გახსენებით. ნუ განაგდებ და ნურც მათ მოშთობას ეცდები იქამდე, ვიდრე თვითონ არ უკუიქცევიან არა მათდამი წინააღმდეგობის გაწევით, არამედ მოთმინების გამოჩენით. თუნდაც გაშფოთებდნენ და გაწუხებდნენ აუტანლად, მაგრამ ისინი გასწავლიან მოთმინებას. ვინც სხვაგვარად გირჩევს და ჩაგაგონებს, რომ უმჯობესია, განერიდო შემთხვევით უსიამოვნებებს, ის გირჩევს, რომ აღკვეთო სათნოებისადმი მისწრაფება, რომლის მოსაპოვებლადაც იღვწი.
  ის კი ყოვლად სარწმუნოა, რომ ახლადმოქცეული, ბრძოლაში გამოუცდელი ქრისტეს მხედარი უკეთ იქცევა, როდესაც განელტვის  მაშფოთებელ შემთხვევითობებს, თითქოს უგულებელყოფს მათ, ვიდრე შეუდგეს და ეწინააღმდეგოს, თუმცა არც მას მართებს ყოველთვის გაქცევა და ზურგის შექცევა. არამედ ზოგჯერ სრული ყურადღებითა და წინდახედულებით უნდა შეებრძოლოს, ზოგჯერ კი დატოვოს უყურადღებოდ, იმის მიხედვით, თუ როგორ წარემატა სათნოებებში და როგორ განმტკიცდა ზნეობრივად მათი მეოხებით. მხოლოდ ხორციელ ვნებებთან მიმართებაში არ არის გამართლებული ასე მოქცევა; ამ დროს ელტვოდე ყოველ შემთხვევას, რომელსაც შეუძლია განაცხოველოს და აღანთოს ეს ვნება იმის გამო, რომ დაუოკებელია მტრის ცბიერი მზაკვრებისგან, რამეთუ შეუძლია, გამოიწვიოს ხორციელი მოძრაობები, რომ მათ დაკმაყოფილებაზე დაგითანხმოს.
წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი
скачать dle 11.3