კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (99)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

№31 როგორ უნდა მივხვდეთ ეშმაკეულია თუ არა ადამიანი

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  ადამიანები ეკლესიაში დავდივართ და ხშირად იმის ნაცვლად, რომ ღმერთს სულის ცხონება, განღმრთობა ვთხოვოთ, ვითხოვთ მატერიალურს. საბოლოოდ კი, ჩვენი არასწორი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ვერც მატერიალურს ვიღებთ, ვერც სულის ცხონებას და ეშმაკის მსახურებაში უფრო ვართ. ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– ყველას გვგონია, რომ მთელი ცხოვრება ჯანმრთელები ვიქნებით, ცოცხლები. ახლა ვგეგმავთ, რომ წავიდეთ მთაში, ზღვაზე და საერთოდ არ ველოდებით განსაცდელებს. ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ, უნდა ვიცოდეთ, რა ხდება ჩვენს ოჯახებში, ჩვენს ქვეყანაში და ასევე, სხვა ქვეყნებში, მთელ მსოფლიოში. მაგრამ, ძირითადად, საკუთარი პრობლემებით ვართ დაკავებულები. ხშირად, საქმეების გამო, აღარც ღმერთი გვახსოვს და აღარაც ეკლესია. როცა განსაცდელში ჩავვარდებით, შემდეგ მივდივართ ეკლესიაში. ჩვენ გვერდით ყოველ წამს და ყოველ წუთს არის განსაცდელი. მინდა გითხრათ, რომ არსებობს ორი კატეგორიის ადამიანი.
– ვინ არიან ისინი?
– ქრისტიანი და წარმართი ადამიანები. მთელი კაცობრიობა ორად იყოფა, თუმცა ისინიც შეგვიძლია სხვა კატეგორიებად დავყოთ. წარმართებშიც გამოჩდნენ წარმართი ქრისტიანები და ქრისტიანებში – მწვალებლები და მართლმადიდებლები. რომ იტყვი, ქრისტიანი ვარო, იქვე უნდა დააკონკრეტო: პროტესტანტი ხარ, კათოლიკე თუ მართლმადიდებელი. წარმართებში კი არიან ადამიანები, რომლებსაც ღმერთი არ სწამთ, მაგრამ არ არიან ბოლომდე ურწმუნოები. სწამთ ქრისტე თავისებურად – რომ კარგად იყვნენ დედამიწაზე. ასეთები ბევრნი არიან, თუნდაც, ჩვენთან, ეკლესიაში. ამბობენ: იმიტომ დავდივარ ეკლესიაში, რომ ეს მინდა, ის მინდა, ღმერთო, ეს ყველაფერი მომეციო. ეს ძალიან სამარცხვინოა და არ შეიძლება. ღმერთი მატერიალურის გამო არასდროს შეაწუხო, რადგან ვერც სულიერს მიიღებ და ვერც მატერიალურს. დილა რომ გათენდება, განსაკუთრებით კი კვირა დღე, მაშინ მიხვდები, შენ როგორი ადამიანი ხარ. ერთი გეუბნება: მოდი, ქალაქგარეთ გავიდეთ, ან – წამოდი, ბაზრობაზე წავიდეთ, რაღაც ვიყიდოთ, რაღაც შევაკეთოთ, გავყიდოთ, დავრგოთ... მეორე ადამიანი, რომელიც ნაკლებად ცხოვრობს შენში, გეუბნება: წადი ეკლესიაში, თქვი აღსარება და მიიღე ზიარება, ქადაგება მოისმინე, რადგან ადამიანი ხარ და სულიერი საკვები გჭირდება. ძალიან ბევრი ადამიანი გონიერი ცხოველია. მარტივად გეტყვით, როგორ უნდა მიხვდეთ, რითი განვსხვავდებით ადამიანები ცხოველებისგან. ადამიანს, რომელიც სულიერი საკვებით არ იკვებება, სირცხვილი არ გააჩნია. ის შიშველი გადის სახლიდან, არ ლოცულობს, არ კითხულობს, არ დადის ეკლესიაში, ის ჩვეულებრივი ცხოველია და მას სული არ აქვს. მშვინვიერი არსებაა, შეიძლება, ზნეობრივიც, ოჯახიც აქვს, შვილებიც ჰყავს, ცუდი ადამიანი არ არის, მაგრამ ის არ არის სულიერი ადამიანი. ეკლესიაში მხოლოდ ზიარებისთვის არ უნდა მიდიოდე – რომ განიკურნო, უნდა განიღმრთო.
– მამაო, რას ნიშნავს განღმრთობა და რატომ გვავიწყდება ეს ადამიანებს?
– ხშირად არის პოლემიკა იმაზე, თუ რით სჯობია ქრისტიანობა სხვა რელიგიებს. ეს არის სხვა რელიგიის ფუძემდებლების მთავარი სიტყვები, რომ მიხვდეთ, მართლმადიდებლობა რამდენად აღმატებულია სხვა რელიგიებზე. მაგალითად: მუჰამედი ამბობდა: მე არ ვიცი სიცოცხლის მიზეზიო. მისი ცხოვრება შორს იყო კარგი ადამიანის ცხოვრებისგან, ბევრს იპარავდა და მრუშობდა, მისი მეორე ცოლი 9 წლის იყო. დღეს რომ ჩადრით დადიან ქალები, სწორედ მუჰამედმა დაუწესათ, რადგან ძალიან ლამაზი ცოლი ჰყავდა და არ უნდოდა სხვა მამაკაცებს დაენახათ. 6 წლის იყო, რომ დაწინდა და 9 წლის იყო ურთიერთობაში რომ შევიდა მასთან. მეორე ბუდა ამბობდა: ეძებეთ ჭეშმარიტებაო. მან თავად ვერ იპოვა ჭეშმარიტება, ეყო პატიოსნება და თქვა: ეძებეთ ჭეშმარიტებაო. ბუდა ამბობდა, რომ მე გასწავლით ისეთ რაღაცებს, რომ დიდხანს იცოცხლო, გასწავლი ეთიკის ნორმებს, კვებას, მაგრამ ჭეშმარიტებას ვერ გასწავლიო. მესამე: კონფუცი, რომელმაც სათავე დაუდო ერთ-ერთ დიდ რელიგიას, ყოველთვის ეკამათებოდა ლაო ძის და ამბობდა: მე ვარ ბრძენი, ამას გასწავლით, მაგრამ მე არ ვარ გზაო. ანუ ერთი ამბობს: მე არ ვიცი ცხოვრების მიზანი, მეორე: ეძიეთ ჭეშმარიტებაო და მესამე: მე არ ვარ გზაო. ასეთი ადამიანები უნდა გიყვარდეს, რადგან ესენი იყვნენ მოაზროვნე ადამიანები, რომლებმაც ფილოსოფიური მოძღვრებები შექმნეს. იესო ქრისტემ კი ამ ყველაფერს თავი მოუყარა და თქვა: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა ჩემ გარეშეო. აი, რატომ არის ჩვენი რელიგია აღმატებული. ქრისტემ ამით ის კი არ თქვა, რომ მე კონფუცის ვაჯობე, რომელიც ქრისტეზე ადრე მოვიდა დედამიწაზე, ან ბუდასო – ბუდა ქრისტეს შემდეგ იყო,  არამედ მან ყველაფერს კორექცია გაუკეთა და ჭეშმარიტი აღმსარებლობა დაგვიდო. გვითხრა: პრობლემები გაქვს, მე ვარ გზა და მე დაგეხმარებიო. სხვა სიცოცხლე, სხვა გზა, სხვა ჭეშმარიტება არ არსებობს და თუ ასეთი ღმერთი გყავს, გეყოლება მტერიც. სახარებაც გეუბნება, რომ არსებობს ბოროტება და ეშმაკეული ადამიანებიც, რომლებიც საფლავებზე ცხოვრობენო. ამიტომაც ვაკურთხებთ საფლავებს და ჯვარს ვადგამთ. დაიმახსოვრეთ: ეშმაკი ყოველთვის იტყუება. ადამიანი, რომელიც იტყუება, ისიც ყოველთვის ეშმაკის საქმეს აკეთებს. ადამიანები ხედავენ სიკეთეს, სიყვარულს, მაგრამ მაინც თვალები აქვთ ეშმაკისგან დახუჭული და ამბობენ: არც ღმერთი გვინდა, არც ეკლესია და არც არაფერიო. ასეთი ადამიანები ეშმაკეულები არიან. თქვენ ისე არ წარმოიდგინოთ, რომ რადგან ადამიანი ეშმაკეულია, ამიტომ ის დასაბმელია. პირიქით, ეშმაკეული ადამიანი შეიძლება, იყოს ძალიან სიმპათიური, გაწონასწორებული, ზნეობრივი. შეიძლება, პოლიტიკოსიც იყოს, მღვდელი ან ეპისკოპოსი და არაფერი ემჩნეოდეს.
– როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ადამიანი ეშმაკეულია?
– ის თუ სახარების სწავლებას ეწინააღდეგება, საკუთარი თავი სხვებზე უკეთესი ჰგონია, არ ემორჩილება ეკლესიას, პატრიარქს, არ კითხულობს სახარებას, ყველაფერი ისე ესმის, როგორც მას უნდა და ეშმაკის საქმეებს აღასრულებს. ასეთი პატერიკი არსებობს: წმიდა მამამ ეშმაკი მოლხენით იხილა. ჰკითხა: რატომ ხარ დამშვიდებულიო. ჩემს საქმეს ადამიანები აკეთებენ და მე რაღა გავაკეთოო. ხშირად ვამბობთ: ეშმაკმა შემაცდინაო. კი, ეშმაკი შეგაცდენს, მაგრამ შენც ხომ ასე იქცევი – რომ არ დადიხარ ეკლესიაში, არ გყავს მოძღვარი, არ ეზიარები, ხომ მის საქმეებს აღასრულებ? ეშმაკმა ბევრ ადამიანს ისიც კი დააჯერა, რომ არ არსებობს. ადამიანს რა უნდა? კეთილდღეობა, კარგად ყოფნა, სილამაზე, ქეიფი და დროსტარება, სიძვა, მრუშება და ეშმაკიც ყველაფერს ისე უგვარებს, როგორც ადამიანს გაუხარდება. ქრისტე კი სხვა რამეს გვასწავლის: უარყავ საკუთარი თავი, აღიღე ჯვარი, ეძიე სასუფეველი ცათა, არ განიკითხო, არ იყო ბოროტი, შურიანი და რომელი ვართ ასეთი? ამიტომ საკუთარ თავში დააფიქსირეთ ქრისტიანობა, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ მართლა ხართ ქრისტიანი და გინდათ სულის ცხონება, განღმრთობა და დანარჩენი ყველაფერი მოგეცემათ.

скачать dle 11.3