კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 არსებობს თუ არა ღალატის აშკარა ნიშნები

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

  ამბობენ, რომ დაკვირვებული ცოლი ყოველთვის ხვდება როდის ღალატობს მას ქმარი. როცა  ქალი დიდი ხანი ცხოვრობს მამაკაცის გვერდით, შესაბამისად, მის ხასიათსაც იცნობს. ამიტომ, წესით, არ უნდა გამოეპაროს ცვლილებები. არსებობს მოსაზრება, რომ თუ ქალი ღალატს ვერ ხვდება, ესე იგი თავად არ უნდა, რომ მიხვდეს. ის შეგნებულად იტყუებს თავს.  მოსწონს სირაქლემის პოზაში ყოფნა და ამით ცდილობს, პრობლემებს გაექცეს. მოკლედ, თქვენი არჩევანია, სიმართლეს გაუსწორებთ თავს თუ ტყუილის „კომფორტში“  იცხოვრებთ. ალბათ, ძნელი წარმოსადგენია ქალი, რომელსაც არ აინტერესებს, ქმარი ღალატობს თუ არა. სხვა საქმეა, როგორი რეაქცია ექნება მას ამაზე, მაგრამ გულის სიღრმეში ინტერესი მაინც ექნება.
  ფსიქოლოგებმა მიაგნეს რამდენიმე ნიშანს, რომელიც უტყუარად მიგანიშნებთ ღალატზე.
არ არის აუცილებელი, კერძო გამომძიებლად იქცეთ, მაგრამ  სიფხიზლე ნამდვილად საჭიროა. ბევრი ქალი ამ ყველაფერს საკუთარი გამოცდილებით  ხვდება.
  თიკო (31 წლის): სტანდარტულად ეჭვიანი ვარ. იმის თქმა მინდა, რომ პათოლოგიური ეჭვიანობის „აფეთქებები“  არ მახასიათებს. მაგრამ იმასაც ვერ დავუშვებდი, რომ ვინმეს სულელი ვგონებოდი. ჩემს ქმარს ყოველთვის ვეუბნებოდი, არ მიღალატო, თორემ ვერ გაპატიებ-მეთქი. ტყუილში ცხოვრება ჩემთვის ძალიან მძიმეა. ვიღაცას შეიძლება, ურჩევნია კიდევაც, კეთილდღეობის გამო ყველაფერზე თვალი დახუჭოს, მაგრამ მე მათ კატეგორიას არ მივეკუთვნები. ქმრის ღალატის ყველაზე აშკარა ნიშნები ნებისმიერი ქალისთვის იქნება შესამჩნევი, თუ ცოტა მეტად  ყურადღებიანი იქნება.
– რომელი კაცი ეუბნება  ცოლს, რომ  უღალატებს?
– გეთანხმებით – არცერთი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა კაცი მოღალატეა. თუმცა, მომენტით სარგებლობის შანსს მამაკაცების დიდი უმრავლესობა  ხელიდან არ გაუშვებს.  მე ვერ ვიქნებოდი ჩემს ქმარში იმდენად დარწმუნებული, რომ  საკუთარი თავისთვის  მშვიდად ცხოვრების უფლება მიმეცა. სანამ ცუდი რამე მოხდება, მანამდე უნდა იყო ფრთხილი და დაკვირვებული. მობილიზებულიც.
– ანუ ღალატის  შემჩნევა შეიძლება?
– ღალატის პირველი და უმთავრესი ნიშანია, როცა თქვენი შეყვარებული თუ ქმარი იმაზე მეტად იწყებს თავის გარეგნობაზე ზრუნვას, ვიდრე  ამას უწინ აკეთებდა. როგორ ვერ უნდა შეამჩნიოთ, თუ მას  ახალი ოდეკოლონი  აქვს, ვარცხნილობა და ჩაცმის სტილი შეიცვალა, დიდხანს დგას სარკესთან, აკვირდება საკუთარ თავს და ტანსაცმელს რამდენჯერმე იცვლის. თუ ქორწინების დღიდანვე აკეთებს ამას, მაშინ საშიში არაფერია.  მოკლედ, ქმარს უნდა იცნობდე.   კიდევ  ერთი ნიშანი – თუ ამჩნევთ, რომ მას თქვენთან დიდი დროის გატარება აღარ უნდა, მაშინაც იმატებს იმის ალბათობა, რომ გღალატობთ. ქალები ვართ და ვიყოთ საკუთარ თავთან გულახდილები.  თვალებს ნუ დავიბრმავებთ. თუ კაცი მობილურზე ან კომპიუტერზე უმიზეზოდ აყენებს პაროლს, მაშინ შეშფოთების მიზეზი ნამდვილად გაქვთ.
– ცოლმა უნდა აკონტროლოს ქმრის პირადი სივრცე?
 – პირდაპირ  რომ გიპასუხოთ, უნდა ვთქვა – არა. მაგრამ  მის უკითხავად ვათვალიერებდი ხოლმე ფაილებს, ვკითხულობდი წერილებს და ვამოწმებდი შემავალ და გამავალ ზარებს.  
– მაშინ პაროლის დაყენების მიზეზიც აშკარაა, მეუღლეს პირადი სივრცე სჭირდებოდა.
– მან არ იცოდა, მე რომ ამას ვაკეთებდი. თუმცა, შეიძლება, ხვდებოდა, მაგრამ ერთხელაც არ უთქვამს. პაროლი რომ დაადო, შევშფოთდი.   მოულოდნელად გადაწყვიტა პაროლის დაყენება – ესე იგი, რაღაცის დამალვა უნდოდა.
– ამბობენ, რომ მოღალატისთვის დამახასიათებელია  ბრაზი და აგრესია.
– ეს არ ვიცი. მაგრამ, თუ ყოველთვის, როცა მობილური ურეკავს, ოთახიდან გადის და ისე პასუხობს, თუ თქვენს მიერ დასმული ყველაზე უბრალო შეკითხვებიც კი კამათამდე მიჰყავს, თუ კონფლიქტის დროს მშვიდ საუბარს ეცდებით და ის ოთახს ტოვებს „სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად“ – განგაშის ზარები ჩამოკრულია. ისეთ სიტუაციებში, როცა თითქმის გამოიჭერ, კაცი ცდილობს, ყველა ბრალდება აირიდოს თავიდან. თავისი ქმედებები კი  თქვენი დადანაშაულებით გაამართლოს. ბოლო ნიშანი, რის გამოც კაცში ეჭვის შეტანა შეიძლება, სახლიდან ხშირად თქვენ გარეშე გასვლის სურვილია. თუ მეუღლე კინოში ან რესტორანში გპატიჟებდათ ხოლმე ან მეგობრებთან ერთად აწყობდა შეხვედრებს ქალაქგარეთ და ახლა მიზეზს ეძებს, რომ თქვენ გარეშე წავიდეს, მაშინ სანერვიულო გაქვთ. ასეთი პერიოდი გამოვიარე მეც და ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. ყველას ვურჩევ, თუ ქმრის საქციელში რამდენიმე მათგანს ამჩნევთ, მაშინ უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ და ეცადოთ, რამე იღონოთ. მე არ ვნანობ, რომ ჩასაფრებული ვიყავი.  ამით ოჯახი დანგრევას გადავარჩინე. ვერ ვიტყვი, რომ ქმარს ჩემი შეეშინდა, მაგრამ მიხვდა, ღალატი ადვილად არ შერჩებოდა და გადაიფიქრა.
– იქნებ, არც აპირებდა ღალატს?
– დარწმუნებული ვარ, აპირებდა. რაც ჩამოვთვალე, ყველა ნიშანი ამაზე მეტყველებდა. მოღალატე კაცები ზუსტად ასე იქცევიან.
скачать dle 11.3