კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (150)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

№31 როგორ აჭმევდა და ასმევდა ნოდარ დუმბაძის ბაბუა თავის სასადილოში ბერიას ახალგაზრდობაში

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

  „...იმდენჯერ მოვკვდი, საიქიოს გზას თვალდახუჭული ვაგნებო, – ეხუმრებოდა სოხუმელ ექიმებს და იქით ამხნევებდა, ნუ გეშინიათ, სანამ ბოლომდე არ გამომწურავს ბუნება, ვიდრე ბოლომდე არ დამაფქვევინებს ბედის წისქვილი ჩემს საფქვავს, სიკვდილი არ მეღირსებაო… და ხუთი წელი კიდევ იცოცხლა, სასწაულით. „მარადისობის კანონი“ მაშინ აღმოაჩინა...“ – იხსენებს ნოდარ დუმბაძეს მისი ქალიშვილი, მანანა დუმბაძე.  ძალიან საინტერესო მოგონებები აქვს  მეუღლეს ნანული გუგუნავა-დუმბაძესაც. „არსად ნოდარს მამამისი არ ჰყავს ნახსენები… მისთვის ეს ძალზე მტკივნეული თემა იყო. დარწმუნებული იყო მამამისის უდანაშაულობაში. მამამისი ძველი ბოლშევიკი იყო, ბავშვი შევიდა პარტიაში, 37-ში დაიჭირეს და დახვრიტეს. დახვრიტა ვინ? მისმა მეგობარმა ბერიამ. ბერია და ნოდარის მამა ერთად სწავლობდნენ ბაქოში, ნოდარის ბაბუას სასადილო ჰქონდა ბაქოში. ბერია ძალიან ღარიბი იყო და სულ მშიერი ყოველდღე მიდიოდა და ნოდარის ბაბუა აჭმევდა თავის სასადილოში უფასოდ...“
მწერლის დღიურებიც, ისევე როგორ მისი მოთხრობები, ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს მკითხველში, ამიტომ გადავწყვიტე, დღეს ამ ადამიანზე გესაუბროთ. ოცდაჩვიდმეტში, მამა რომ დაუხვრიტეს და დედა ათი წლით შუა აზიის ბანაკებში გადაუსახლეს, რვა წლის იყო. ამ ათი წლის განმავლობაში, რაც თავს გადახდა, ნოდარ დუმბაძის მკითხველმა კარგად უწყის, რადგან იგი ყოველთვის თავის ცხოვრებას წერდა და არასოდეს იმას, რაც არ იცოდა. მე კი ანდერძად ეს პატარა კანონი დამიტოვა: „მთელი ქვეყნიერების ვალი მაქვს, მამა, კეთილი ადამიანები რომ არა, ღმერთმა უწყის, რით დამთავრდებოდა ჩემი ცხოვრება. თითო სიკეთე ყველასგან მახსოვს და უფლება არ გვაქვს, არც მე და არც ჩემს ნაგრამს, სიკეთე არ ვთესოთო“ (ავტორი – რეზო შატაკიშვილი). 8 წლის ნოდარი საცხოვრებლად დეიდებმა წაიყვანეს აფხაზეთში. 3 წელი იქ გაატარა. ბიძები რომ დაიჭირეს და დახვრიტეს, ბებიასთან და ბაბუასთან გააგზავნეს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზენობანში. 1945 წელს, ხიდისთავის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, თბილისში დაბრუნდა და სწავლა უნივერსიტეტში, ეკონომიკურ ფაკულტეტზე განაგრძო. სწორედ უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში კითხულობდა თავის ლექსებს და თანდათან იხვეჭდა პოპულარობას, როგორც პოეტი. 22 წლის იყო ნოდარ დუმბაძე რომ დაოჯახდა. ნოდარი და მისი მომავალი მეუღლე, ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი ნანული გუგუნავა ერთმანეთს უნივერსიტეტის კლუბში, ლიტერატურულ საღამოზე გადაეყარნენ. „კლუბში შევდიოდი, ფანჯარასთან ორი ბიჭი იდგა, ჩავიარე და მომესმა, როგორ გადაულაპარაკა ერთმა მეორეს – „ტი სმატრი კაკაია მინიატურნაია დევოჩკა“-ო, – ნოდარმა უთხრა მეორეს. ნანულის სახეც არ დაამახსოვრდა და კაი ხანს სხვაში ეშლებოდა. ერთმანეთი ოფიციალურად უნივერსიტეტის კიბეებთან გაიცნეს. „ბოლოს გავიცანი ასე ოფიაციალურად: „ნოდარ დუმბაძე“ – ჩამომართვა ხელი. მერე ჩემი ამხანაგები, მისი ამხანაგები ძალიან დავმეგობრდით, ერთად დავდიოდით თეატრში, კინოში. სულ ერთად ვიყავით, ლექცია რომ მიმთავრდებოდა, კართან იდგა და მელოდებოდა, რომ გავეცილებინე. სულელები ხომ არ ვიყავით, ვგრძნობდი, რომ ვუყვარდი და ისიც გრძნობდა, რომ მიყვარდა, მაგრამ სიყვარულზე ლაპარაკს ვერ ვბედავდით. ასე გავიდა ნახევარი წელიწადი. მერე უნივერსიტეტში, სტუდენტობაში ხმა გავარდა, ვიღაც გოგოს ნოდარი მოსწონს, ნოდარსაც მოსწონს, მაგრამ ნანული უშლის ხელსო. ნოდარი ჩემთან სახლში იყო მოსული და ვკითხე, ნოდარ, მე რატომ მაბრალებენ, რომ შენც მოგწონს ის გოგო და მე გიშლით ხელს-მეთქი. მომიბრუნდა ნოდარი და პირდაპირ
მეკითხება: „ნანული, შენ მე არ გიყვარვარ?“ იმის მაგიერ, რომ ეთქვა, მიყვარხარო, მე მეკითხება აქეთ… მე ვუთხარი, ჯერ შენ მითხარი და მე მერე გეტყვი-მეთქი. შენ თუ ამდენი ხანი ვერ გრძნობ იმას, რომ მე შენ ძალიან მიყვარხარ, მაშინ შენი საშველი არ ყოფილაო. ეს იყო და ეს... ამ დროს მე მეორე კურსზე ვსწავლობდი, ნოდარი უკვე ამთავრებდა ეკონომიურ ფაკულტეტს. დედაჩემს ნოდარი ძალიან მოსწონდა, მაგრამ მამაჩემს არ წარმოედგინა, თუ მე ოდესმე გავთხოვდებოდი და მივატოვებდი ოჯახს. ნოდარი მოვიდა მამაჩემთან ხელის სათხოვნელად და უთხრა, გვიყვარს ერთმანეთი და უნდა შევუღლდეთო. მამაჩემი მე მომიტრიალდა, შენ რას ფიქრობ, ამის ხელში რომ გაგიჭირდება, არ იციო? მერე რა-მეთქი. თან, ნოდარმა თქვა, შეიძლება, ჩემს ხელში შავი პურიც არ ჰქონდესო. მამაჩემი მეუბნება, გესმის, რას ამბობს, მაგასთან შეიძლება შავი პურიც არ გქონდესო. მე ვუთხარი: „არა უშავს, ავიტან მაგასაც!“ გადაირია მამაჩემი, ჩემს ხელში თეთრ პურსაც არ ჭამ და ამის ხელში შავი პურიც არ გინდაო. მამაჩემი ეკონომისტი იყო, მდიდრები არ ვიყავით, მაგრამ არ გვიჭირდა. უპატიოსნესი კაცი იყო, „ცეკავშირში“ მუშაობდა, მაგრამ არმად მანეთიანი არ შემოუტანია ოჯახში. დედა ისტორიას ასწავლიდა სკოლაში, საკმაოდ ცნობილი პედაგოგი იყო. მოკლედ, მამა წინააღმდეგობას გვიწევდა, გვადებინებდა და გვადებინებდა დაქორწინებას. ბოლოს გავიპარეთ და მოვაწერეთ ხელი. გუგუნავას ქალი ვარ, თავადიშვილი და ვერ წარმომედგინა გვარის შეცვლა, მაგრამ ხელის მოწერისას რომ მკითხეს, თქვენს გვარს დაიტოვებთ თუ დუმბაძეზე გადახვალთო, ნოდარმა არ მაცალა და დუმბაძეზეო, უთხრა და ჩამიწერეს დუმბაძე. იქ ჩხუბს ხომ არ დავიწყებდი? წამოვედი, ვიფიქრე, ვის რად უნდა შენი ქაღალდი… ჩამიწერეს დუმბაძე, მაგრამ უნივერსიტეტშიც გუგუნავად დავრჩი და 20 წელი სულ გუგუნავა ვიყავი, მერე პასპორტს ვადა გაუვიდა, მოსკოვში მივდიოდით, სასწრაფოდ ახალი პასპორტი მქონდა ასაღები, ქორწინების მოწმობის მიტანა მომთხოვეს, მივუტანე. მივედი პასპორტის წამოსაღებად, გადავშალე და ვხედავ წერია: „ნანული დუმბაძე“. დავიწყე, არა ვარ მე დუმბაძე, გუგუნავა ვარ... ქალბატონო, ხელის მოწერისას თქვენ გადახვედით დუმბაძეზე, ახლა დუმბაძე ხართო და გამომიშვეს. მოვედი სახლში აბღავლებული, ატირებული. ნოდარს ვეუბნები: ეს რა მიქნეს, გვარი გამომიცვალეს-მეთქი. მიყურა, მიყურა და მეუბნება, იცი რას გეტყვი, ახლა შენი ტრიპაჩი თავადი მამა რომ ცოცხალი იყოს, ისიც ჩემს გვარზე გადმოვიდოდაო. ამ დროს ნოდარი უკვე საკავშირო დეპუტატი იყო, გამოსული იყო მისი რომანები, არაერთ ენაზე თარგმნილი, დადგმული სპექტაკლები, გადაღებული ფილმები...“
  ნოდარ დუმბაძეს და ნანული გუგუნავას მალე მანანა შეეძინათ. სწორედ პატარა მანანა იყო ახალგაზრდა პოეტი მამის მუზა საბავშვო პოემა „მანანას წერილის“ დაწერისას. „მანანას წერილმა“ მოუტანა პირველი აღიარება ნოდარ დუმბაძეს – განათლების სამინისტროს გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. „იმ კონკურსში გიორგი ლეონიძეც კი იღებდა მონაწილეობას. ნოდარისთვის უნდოდათ, რომ პირველი პრემია მიეცათ, მაგრამ რაკი ლეონიძეც მონაწილეობდა, პირველი პრემია საერთოდ არ გასცეს და ორივეს მეორე პრემია მისცეს. „5 ათასი მანეთი მოგვცეს, ეს იმხელა ფული იყო მაშინ ჩვენთვის... თან, იმდენი ვალი გვქონდა. გერმანელ ქალს დაჰქონდა ჩვენთან მაწონი, რძე, ქათამი, ფული არ გვქონდა და ვალად ვიღებდით ხოლმე. მთელი ეს პრემია იმ ქალს მივეცით. ბავშვობა მახსენდება ძალიან მხიარულად, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გვიჭირდა. მახსოვს, რა სიხარული იყო, როცა მამაჩემს ვიღაცამ თეთრი ფეხსაცმელები აჩუქა. მახსოვს ის ფეხსაცმელები დაჩვრეტილი იყო. მამა რომ მოვიდა, შევხედე და ვეუბნები, მამა, მამა, ეს ფეხსაცმელები ბერიამ დაგიხვრიტა? სულ ბერია და დახვრეტა მესმოდა... რატომღაც, არავის სჯერა, რომ ვამბობ, რომ ზუსტად მახსოვს, როგორ მიმიყვანეს მამასთან ციხეში, როცა 2 წლის ვიყავი. არ მიჯერებენ, მაგრამ ვყვები ზუსტად ისე, როგორც იყო, დედაჩემი მეუბნება, მასე ზუსტად იმიტომ ყვები, რომ ბევრჯერ გაქვს მოსმენილი ეგ ამბავიო. მოსმენილი რა შუაშია როცა, ახლაც თვალწინ მიდგას თავგადაპარსული მამაჩემი, რომელიც იქ მანახეს. ის კარიც მახსოვს, ის მეჩხერი რკინის ბადეც და ისიც, მამა რომ გამოიყვანეს და ავკივლდი, მამა, მანდ ვერ გამოეტევა-მეთქი. 25 წლის იყო, გახმაურებული მკვლელობის გამო რომ დააპატიმრეს, დახვრეტის მუხლი ჰქონდა მიყენებული. ექვსი თვე იჯდა „გუბერსკში“. მამა გაამართლეს, მაგრამ თავიდან ბოლომდე სიმართლე დღემდე არაა დადგენილი. იმასაც ამბობენ, რომ მკვლელი არასოდეს მჯდარა ციხეში. მკვლელი ქურდი იყო და თავისი სიკვდილით მოკვდა, ციხის კარი არც უნახავსო. მამა გაამართლეს, როსტომმა (ამილახვარი რომაა „თეთრ ბაირაღებში“) ათი წელი მოიხადა მაგ მკვლელობისთვის. ფაქტი ერთია, ესენი არაფერ შუაში არ იყვნენ, სულ სხვა სუფრაზე მოხდა ჩხუბი, იმათმა ერთმანეთი დაკლეს, ამათზე რომ გადმოვიდა, როსტომმა ერთ-ერთს გლიჯა, აირია ყველაფერი, ვიღაც დაჭრილი მამაჩემს გადმოემხო, მოეცხო სისხლი და ესენი დაიჭირეს. ბესო ჟღენტი დარბოდა, კეცხოველი, მწერლები უწერდნენ დახასიათებებს, მაგრამ მოსკოვიდან, საკავშირო პროკურატურიდან რომ არ ჩამოსულიყო გოლსკი და მას არ ეთქვა, ეს კაცი საერთოდ რატომ ზისო, ალბათ, არც გამოუშვებდნენ. მამაჩემისთვის ეს
დიდი გამოცდილება იყო, როგორც მწერლისთვის, რა თქმა უნდა. ამის შემდეგ დაიწყო ზეპირი ამბების მთელი სერიები ციხის ცხოვრებაზე, შემდეგ „თეთრი ბაირაღებიც“ დაიწერა. ციხის ამბები ისეთი სიზუსტით აქვს აღწერილი, რომ ლამის გვარები და სახელებიც ემთხვევა. მამაჩემი მერეც სულ ყვებოდა ციხის ამბებს. ერთხელ, თურმე, როცა ციხის მორიგ ამბებს ყვებოდა, ჭაბუა ამირეჯიბს უთქვამს, – ბიჭო, 25 წელი ვხეხე, გამოვედი და 25 წუთში მოვყევი ყველაფერი, შენ რა ექვსი თვე იჯექი ასეთი, რომ დღემდე ვეღარ დაგიმთავრებიაო. სხვათა შორის, ბებიაჩემი ყვებოდა გადასახლების ამბებს ისე საინტერესოდ, რომ ვერ მოწყდებოდი...“ – ამბობს მანანა დუმბაძე.
  ჭავჭავაძეზე, იმ სახლში, სადაც ადრე დიდი ბინა ჰქონდათ და მერე, როგორც რეპრესირებულის ოჯახს, ერთი ოთახი დაუტოვეს, სწორედ იმ ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდნენ ნოდარი, მისი მეუღლე, დედამისი ანიკო, პატარა მანანა და პატარა ზაზა. „ამ ერთოთახიან ბინაში მამაჩემი წერდა ღამე „ილიკო და ილარიონს“. მერე მეუბნებოდა, მშიერ კუჭეზე მაქვს „ილიკო და ილარიონი“ დაწერილი და ყველას აჯობაო“. „ილიკო და ილარიონის“ წარმატებას ტრაგედია მოჰყვა – პატარა ზაზა დაეღუპათ. „ილიკო და ილარიონის” პრემიერას მარჯანიშვილის თეატრში ორივე, მამაჩემიც და დედაჩემიც, შავებში ჩაცმული დაესწრნენ – ნახევარი წლის გარდაცვლილი ჰყავდათ ხუთი წლის ზაზა…“ ამ უზარმაზარი ტრაგედიის შემდეგ მწერალი წერს „მე ვხედავ მზეს“, „მზიან ღამეს“ და დგება სიკვდილის პირისპირ… „41 წლის იყო პირველმა ინფარქტმა რომ დაჰკრა, არავინ ფიქრობდა მაშინ მის გადარჩენას. ცოტა რომ მოიბრუნა სული მეორე დღეს, ფანჯრისკენ გაიხედა. კვლავ თოვდა (ეს ის დრო იყო, ხრუშჩოვი ქართველებს გადასახლებით რომ ემუქრებოდა). – მგონი უკვე გადაგვასახლეს და გვიმალავენო, – თავისთვის ჩაილაპარაკა და პალატაში ისეთი ხარხარი ატყდა, საავადმყოფო აზანზარდა. მას მერე ხშირად გაიგონებდით სხვა ავადმყოფთა ჭირისუფლებისგან, ეს დუმბაძეები ან გიჟები არიან, ან „აფერისტები“, კაცი ნახევრად იქით არის, ამათ სიცილ-კისკისს კი ბოლო არ უჩანსო. გურულებმა კაცი აფრინეს ჩოხატაურიდან, ნოდარას ჯანმრთელობის ამბავი ჩამოგვიტანეო. დიდხანს იბრძოდა ის კაცი პალატის კართან, მაგრამ არ შეუშვეს. დედაჩემმა უთხრა, მშვიდად წადი, აწი არაფერი უჭირს, კარგად არისო. მაინც არ მოიშალა და ჩუმად შეძვრა მამასთან. დიდხანს უყურა წამლებით გაბრუებულს, გამოვიდა, არავისთვის არაფერი უთქვამს, ისე გაბრუნდა ჩოხატაურში. მერე გურულები გვიყვებოდნენ: როცა ვკითხეთ, ნოდარა რაფერაა-თქვა, ასე გვითხრა, ნანულია ამბობს კარგადააო, ცუდად ყოფნას რას უძახის, მაი არ ვიცი მეო…
  ... პირველი ინფარქტის შემდეგ 8 წელი აღარც ეწეოდა და აღარც სვამდა (თუმცა ამას ვერ დავიჯინებ!). მერე დედაჩემს შეეყარა რაღაც უცნაური სენი: თავის ქალის ახდა და ტვინის ოპერაცია დასჭირდა. იმ დღიდან დაიწყო მამაჩემმა გამხელილად სიგარეტის წევაც და სმაც. რატომღაც რუსულად მითხრა – „ესლი ვაშა მამა უმირაეტ, პუსკაი, ვაშა პაპა ტოჟე უმრიოტ“-ო. ეს უკვე მერამდენე გამოცდა იყო მის ცხოვრებაში. დედაჩემი გადარჩა. ოპერაციის მერე მოსკოველმა პროფესორმა, კანავალოვმა გვითხრა: „ია ტამ ვსიო ტშატელნო პოჩისტილ, ვსიო დოსტალ, ბოიატსა უჟე ნეჩტო“-ო. ჰოდა მას მერე შეკლული ჰყავდა დედაჩემი, – როგორც კი მისთვის რაიმე უსიამოს იტყოდა, მაშინვე მიახლიდა ხოლმე: „კანავალოვის დედა ვატირე, ამოიღო ხომ ყველაფერი, აღარაფერი ჩატოვა ხომ შიგ, უ, მაგისი…“
  მწერლისთვის მორიგი ტრაგედია იყო სიძის – ჯემალ თოფურიძის გარდაცვალება. თუმცა, თავიდან მანანას დაოჯახება განიცადა მტკივნეულად. „რატომ ეგონა რომ არ გავთხოვდებოდი არ ვიცი, მაგრამ დიდი იმედი ჰქონდა რომ არ გავთხოვდებოდი. გავიპარე. ვერც წარმომედგინა, რომ მამაჩემთან ვინმე უნდა მოსულიყო და ეთხოვა ჩემი ხელი. მე ვერ წარმოვიდგინე, თორემ ჩემმა დამ, ქეთინომ, 18 წლისამ მოიფიქრა მშვენივრად – მოიყვანა თავისი საქმრო მშობლებით, ყველაფერი ოფიციალურად გააკეთა, და მე, 24 წლის დედაკაცმა, ეს ვერ მოვიფიქრე, ვერც წარმოვიდგინე. მამაჩემმა ჩემი გაპარვა რომ გაიგო, წავიდა მამიდაჩემთან. მამიდაჩემი, მსუქანი ქალია, სულ საჭმელს აკეთებს, გიჟდება ჭამაზე. სულ შიოდა მთელი ბავშვობა და ახლაც სულ ეშინია, რომ მოშივდება. მამიდაჩემს უთხრა, მომიტანე, მშიაო. მამიდაჩემმა გამოუტანა დედალი, მამამ შეჭამა ერთი დედალი, გადავიდა მეორეზე... მამიდამ დედაჩემთან დარეკა, რა ხდება, გამაგებინეთ, ნოდარი რატომაა ეგრე, მეორე დედალზე გადავიდაო. უაზროდ ჭამდა. მერე უთხრა, რომ მანანა გაიპარა. გათხოვდა. რომ გაარკვია, ჯემალი ნიაზ დიასამიძის დისშვილი იყო, იცნობდა დედამისს – გუგული დიასამიძეს. აღმოჩნდა, რომ ოჯახებს ახლობლობა აკავშირებდა და დაწყნარდა. მერე დამეგობრდნენ, ძალიან შეუყვარდა ჯემალი, მისი სულიერი მეგობარი გახდა. „მამაჩემისთვის ჯემალი იყო სტიმული და ჯემალისთვის – მამაჩემი. ჯემალის მოთხრობა, „გოგია“ რომ წაიკითხა, დილაუთენია 6 საათზე დამირეკა. თავზარი დამეცა, ავადმყოფი მშობლები რომ გყავს, რას იფიქრებ დილაუთენია რომ დაგირეკავენ? რომ მითხრა, ჯემალს დაუძახეო, მაშინღა მომეშვა გულზე. ჯემალს უთხრა, ნეტა ეს მოთხრობა მე დამეწერაო. ჯემალი ისე გაახარა მამაჩემის შექებამ ერთი თვე აღარ გამოფხიზლებულა...“
скачать dle 11.3