კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 სალბუნის მომლოდინენი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

დამიპყარი, ძუკუ?!

  პირდაპირ ეთერში პრ. პუტინის გინებამ, როგორც ჩანს, ჩრდილოელთა გულებში დაბუდებული ყველა წყენა გააღვიძა (ის ცალკე საჩხრეკია, მაინც რომ ჩვენზე არიან ნაწყენები) და ამ პათოსით, ვიაჩესლავ ვოლოდინმა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ, არც მეტი, არც ნაკლები, განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და, განსაკუთრებით, მისმა პრეზიდენტმა რუსეთს ბოდიში უნდა მოუხადოს.
  რატომ? იმიტომ რომ, ზემოხსენებული ვოლოდინის ვერსიით, რადგან, საქართველოს რუსეთისგან სიკეთის გარდა არაფერი მიუღია (არსებობის ბოლომდე ასეთი სიკეთეები მიუტრიალდეთ ბუმერანგივით). დაუშვებელიაო რუსეთის აგრესორად და ოკუპანტად მოხსენიება. ამიტომაც მოგვიწოდა, გავითვალისწინოთ რუსეთის მიერ საქართველოს ეკონომიკაში შეტანილი წვლილი (თქვენი ღვინოც შემოგვაქვს და მინერალური წყლებიც, ფულად გზავნილებსაც გიგზავნით და ტურისტებიც ჩამოდიანო).
  ერთი სიტყვით, შეურაცხყოფილები ვართ და გულზე სალბუნად საჯარო ბოდიში თუ დაგვედებაო, ბუნებრივია, ვოლოდინს არ აინტერესებს, ჩვენ რაოდენ შეურაცხყოფილები ვართ, როდესაც ამ ჩვენი ერთი საქართველოს ტერიტორიაზე სამ სახელმწიფოს აღიარებენ, აქედან გამომდინარე კი, არ გამოვრიცხავ, მალე იმაზე განაწყენდნენ, სრულ ოკუპაციას რატომ არ გვთხოვთო.

скачать dle 11.3