კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 მსურველები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

რომ ვერ ვუმკურნალოთ?!
  თითქოს ის არ გვეყოფოდა, რომ დავით გარეჯი და ისტორიული ჰერეთის ტერიტორიაზე არსებული ძეგლები გამოგვიცხადა ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ალბანური კულტურის კუთვნილებად (ის ცალკე ამბავია, ალბანელები როგორ გადააშენეს თურქ-სელჯუკებმა, ფაქტობრივად, რომელთა შთამომავლებიც არიან დღევანდელი აზერბაიჯანელები, თუმცა თურქული ხელწერაა – ბიზანტიის მემკვიდრეობა რომ დაიჩემეს და არა მხოლოდ თურქული, ყველა ცდილობს, გაიმდიდროს კულტურა-ისტორია, როდესაც თავისი მწირი აქვს), აზერბაიჯანელ საზოგადოებაში კი ფუთფუთებს აზრები, რომ უმადური ქართველები ძირძველ თურქულ ტოპონიმებს ქართული სახელწოდებებით ვცვლით, გაზს უფასოდ ვიღებთ და, საერთოდაც, არად ვაგდებთ ბაქოს გულუხვობასა და მხარდაჭერას, იქაური ოფიციალური პირების ბაგეებს მსგავსი ოფიციალურად ჯერ არ დასცდენოდათ (თუმცა ყველას გვესმის, რომ აზერბაიჯანული მედია და პოლიტოლოგიური წრეები უმაღლესი ოფიციოზის თანხმობის გარეშე მსგავს ბოდვებს არ გაავრცელებდნენ, მაგრამ ასეთია პოლიტიკა, ყველა სათავისოდ ცდილობს), ამ ვაკუუმის აღმოფხვრას გასული კვირიდან შეუდგნენ.
  აკადემიკოსმა (საინტერესოა, გაირკვეს, ვინ მიანიჭა ეგზომ მაღალი სამეცნიერო ტიტული) და, იმავდროულად დეპუტატმა ვინმე იაგუბ მაჰმუდოვმა ბრძანა, ტიფლისი ძირძველი აზერბაიჯანული ქალაქიაო (აქვე გეტყვით, რომ აზერბაიჯანელები ნარიყალასაც თურქმანულ შედევრად მიიჩნევენ, თუმცა სადაც  – თბილისი, ნარიყალა რაღა სახსენებელია?!).
  იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მეზობელი სომხებიც თავისად მიიჩნევენ თბილისს (რახანია, ამტკიცებენ, რომ არათუ თბილისი, საერთოდაც, ნახევარი საქართველოა „დიდი სომხეთი“), არაბი გიდები კი უცხოელ ტურისტებს გულდათუთქული უყვებიან წმიდა არაბულ ქალაქ თბილისზე, რომელიც აწ ურჯულოთა ხელშია და ამიტომ გასათავისუფლებელია (სხვა პრეტენდენტებზე – ირანსა და რუსეთზე აღარაფერს ვიტყვი), არც კი ვიცი, როგორ გაიყოფენ.
ამბობენ, ფანტაზია ბავშვის გონებრივი განვითარების საწინდარიაო, თუმცა, თუ თბილისზე პრეტენზიის მქონეთა ასაკს გავითვალისწინებთ, საქმე მეტად მძიმედაა და, ვეჭვობ, ამდენი ფსიქიატრი მოვიძიოთ მათ განსაკურნებლად.
скачать dle 11.3