კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (51)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№31 ნოდიკო ტატიშვილი უცნობ გოგონას თვეების განმავლობაში ეძებდა

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი შეყვარებულია და  მისი შეყვარებული ჟურნალისტი მარი ბერიძეა. ნოდიკომ ამ საკითხზე კომენტარი სწორედ „თბილისელებში“ გააკეთა. რაც შეეხება მის საზაფხულო გეგმებს, მუშაობს ახალ სიმღერებზე, აპირებს ორი კლიპის გადაღებას და ასევე, აქვს გასვლითი კონცერტები.
ნოდიკო, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეყვარებული ხარ და მალე დაოჯახებას აპირებს.
  ნოდიკო ტატიშვილი: მარი ჟურნალისტია, ძალიან კარგი, ლამაზი, ჭკვიანი გოგონა. დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ. საერთო მეგობრები გვყავს და ერთ-ერთ მეგობართან სახლში სტუმრობისას გავიცანით ერთმანეთი. რაც შეეხება ფოტოებს, რომელსაც აჟიოტაჟი მოჰყვა, ჩვენი მეგობრების დახმარებით აღმოჩნდა სოციალურ ქსელში. ეს ყველაფერი მეგობრებმა „გააჩალიჩეს“ და ძალიან ბედნიერები იყვნენ. მეუბნებოდნენ: გამოვაქვეყნებთ და მერე ნახეო. გამოაქვეყნეთ-მეთქი, მეგონა, ხუმრობდნენ. მერე ისე გადაიარა ამ ამბავმა, რომ აღარც მახსოვდა. მეორე დღეს მეგობრებმა ჩამიგდეს სტატია, თავისი ფოტოებით. ეწერა, თითქოს ვიჩხუბეთ და შევრიგდით. ეს არ არის სიმართლე, ჩემი მეგობრებისა და ჟურნალისტის ფანტაზიის ნაყოფი იყო.
– იმ დღის მოვლენები კი გადაფარე ინტერნეტ სივრცეში...
– ყველა საინფორმაციო პორტალიდან, ჟურნალიდან დამირეკეს, ჩემი მეგობრები ცალკე მირეკავდნენ, რადგან მათაც ურეკავდნენ, რა ხდებაო.
– ხდება თქვენს შორის რამე?
– საერთო მეგობრები გვყავს და ჩვენც ვმეგობრობთ. ძალიან კარგი გოგოა და დიდ პატივს ვცემ. არაერთხელ გამიგია ჩემზე ჭორები. ისეთი საოცარი ისტორიები მაქვს საკუთარ თავზე მოსმენილი, ბევრი წელია, აღარ მაქვს რეაქცია. თავიდან განვიცდიდი. უცებ მშვიდი ცხოვრება რომ გაქვს, შენთვის ხარ, არავის აინტერესებ და რომ ხდები ცნობილი მომღერალი, მერე უკვე ჩნდება ასეთი რაღაცები. უცებ სიმშვიდიდან ქაოსში რომ მოვხვდი, რა თქმა უნდა, არ იყო მარტივი.
– მისი რეაქცია როგორი იყო?
– მისთვისაც მოულოდნელი იყო, თუმცა ჩვეულებრივი რეაქცია ჰქონდა. ყველაფერზე კომენტარი რომ მეკეთებინა ან ახსნები დამეწყო, ნამდვილად არ მინდოდა და ამიტომაც გავჩუმდი, არაფერი ამიხსნია.
– როცა ვინმე შეგიყვარდება, ამას საზოგადოება პრესიდან გაიგებს?
– როცა ძალიან მეყვარება, საზოგადოება ყველა მხრიდან გაიგებს. ერთჯერად ურთიერთობაზე არასდროს ვსაუბრობ, რადგან ჩემთვის არანაირად არ ჯდება ეთიკის ნორმებში. ჩემი პირადი არავის საქმე არ არის და რა საჭიროა ვისაუბრო. სხვას რომ ვუსმენ ასეთ თემებზე, პირადად მე ძალიან ვღიზიანდები და მგონია, რომ ეს კომპლექსების ერთგვარი გამოვლენაა.
–  მახსოვს, ერთ ზაფხულს კინაღამ ცოლი მოიყვანე.
– როცა პირადი ურთიერთობის თვალსაზრისით თავისუფალი ხარ, ბევრი რამ ხდება როგორც ზაფხულში, ასევე ოთხივე სეზონზე. ამ ეტაპზე არაფერი ხდება, მხოლოდ ის ურთიერთობები, რაც წეღან ვთქვი და რაზეც არ მიყვარს ხმამაღალი საუბარი. როცა თავისუფალი ადამიანი ხარ, შენი პირადი ცხოვრება გაქვს, რა თქმა უნდა, ერთობი. კარგია ეს თავისუფლება და იმაზე მიფიქრია, რომ ეს თავისუფლება ჩემს მეორე ნახევარს უნდა გავუნაწილო. როდესაც გიყვარს, თავისუფლებას კი არა, გულსაც გაუნაწილებ, სულსაც და მთლიანად შენს ცხოვრებას. როცა გიყვარს, მოგინდება, საყვარელი ადამიანისთვის ყველაფერი გააკეთო. სიყვარული იმაში ჩანს, თუ რა შეგიძლია, გააკეთო შენი საყვარელი ადამიანისთვის. როცა ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ შენმა საყვარელმა ადამიანმა თავი ბედნიერად იგრძნოს, ეს არის სიყვარული. გულით რომ გინდა, ბედნიერი იყოს და მისი ბედნიერება გიხარია. იმპულსები ყურადღების, სითბოს თვალსაზრისით ორივეს მხრიდან აუცილებელია, ზოგჯერ ერთი ჩახუტებაც კი გაბედნიერებს ადამიანს. თუ გიყვარს ადამიანი, მას პატივსაც სცემ, სითბოსაც გასცემ და ყურადღებასაც. ყოველ შემთხვევაში, მე, როცა მყვარებია, ასე მოვქცეულვარ. მაგრამ, როგორი ახლო ურთიერთობაც უნდა გქონდეს, ურთიერთობა არ უნდა გახდეს იაფფასიანი. სიყვარული ხომ თავისი საკვებით იკვებება და ზუსტად, ალბათ, იმიტომაც სრულდება, რომ ვერ იღებს საკვებს. სულ უნდა ჩაეხუტო, აგრძნობინო, რომ მის გვერდით ხარ ნებისმიერ სიტუაციაში.
–  ქალისთვის ძლიერი დასაყრდენი იქნები?
– კი, ვიქნები და ვყოფილვარ კიდეც. რადგან მე სხვანაირი სიყვარული არ ვიცი. ქალმა შენში უნდა იგრძნოს ძალა, რომელიც ყოველთვის მასთან იქნება, მის გვერდით. მეც უნდა ვგრძნობდე, რომ ყოველთვის ჩემ გვერდით არის.
– ახლა რომ არაფერი ხდება შენს პირად ცხოვრებაში, ეს სიცარიელის შეგრძნებას არ გიტოვებს?
– არა, ეტყობა, არ მინდა ახლა.
– რა აზრზე ხარ ერთი ნახვით სიყვარულზე, წყვილს შორის ქიმიაზე და ფლუიდების გაცვლაზე?
– მქონდა ასეთი შემთხვევა, დამინახავს და მომნდომებია: იმ წუთას ჩავხუტებოდი და დამეწყო მასთან ურთიერთობა. შეხედავ და ფიქრობ: ხომ არ მიყვარს? მაგრამ როგორ გიყვარს, არ იცნობ? მაგრამ არაფერი გამიკეთებია, რადგან ფიზიკურად ავტომობილიდან ვერ გადავიდოდი. ბევრი ვეძებე, ვერ ვიპოვე. გავიდა რამდენიმე თვე და სხვა ადგილას დავინახე და მაშინაც ვერაფერი მოვახერხე. ვერ გავიგე, ვინ იყო და შემდეგ სრულიად მოულოდნელად, როცა შეხვედრაზე მივედი ერთ-ერთ დიდ კომპანიაში, სადაც ბევრი ხალხი ტრიალებდა, იქ დავინახე. რაღაც ხდება-მეთქი. შევხედეთ ერთმანეთს, ცოტა მე გავუღიმე, ცოტა – მან და დამთავრდა. შემდეგ დავიწყე ძებნა, ვიპოვე და ჩვენი ურთიერთობა სოციალურ ქსელში განვითარდა. რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს. მაგრამ პირველად რომ შევხედე, მართლა გამოვშტერდი და სულ გონებაში მყავდა, ისიც მახსოვს, რაც ეცვა. გავაგრძელეთ ურთიერთობა, შევხვდით, მოვუყევი ყველაფერი და ბევრი ვიცინეთ. ამის მერე მსგავრი რამ აღარ დამმართნია. თუმცა ყოფილა შემთხვევა, როცა განსაკუთრებულად მომწონებია.

скачать dle 11.3