კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (51)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№31 რატომ გადაწყვიტა ანა რეხვიაშვილმა ირაკლი ოქრუაშვილთან პოლიტიკაში წასვლა და როგორ დაჰყავდა ნესტან კირთაძეს შვილი ომში

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ნესტან კირთაძის ქალიშვილი – ანა რეხვიაშვილი პოლიტიკაში წავიდა და ირაკლი ოქრუაშვილის გუნდის ნაწილი გახდა.
  ანა რეხვიაშვილი: პოლიტიკოსის ოჯახში გავიზარდე და ის ყველაფერი, რაც მათ ცხოვრებას ახლავს, დედასთან ერთად მეც გადავიტანე. ათი წლის ვიყავი, როცა ამ ყველაფერს პირველად შევეჯახე და ჯერ კიდევ მაშინ, რომ მეკითხებოდნენ, ვინ უნდა გამოხვიდეო – პოლიტიკოსი-მეთქი, ვპასუხობდი (იცინის). თუმცა, ჩემი კარიერა ჟურნალისტიკით დაიწყო. სტუდენტობის პარალელურად, „მეორე არხზე“ ვმუშაობდი, საინფორმაციო ჯგუფში და ეს ჩემთვის ოცნების სამსახური იყო. შემდეგ ინგლისში წავედი სასწავლებლად და „საერთაშორისო ურთიერთობები და მსოფლიო პოლიტიკა“ დავამთავრე. დიპლომატიამ გადაწონა და ჟურნალისტიკამ მეორე პლანზე გადაინაცვლა, თუმცა ამ პროფესიისადმი სიყვარული არასდროს გამნელებია. მერე სხვადასხვა ქვეყანაში ვსწავლობდი, ბევრი სამსახური გამოვიცვალე და ბოლოს მაინც პოლიტიკაში აღმოვჩნდი, რაც ძალიან მიხარია.
– თქვით, დედას არასდროს ჰქონდა დრო ჩვენთვისო, რთულია პოლიტიკოსი დედის შვილობა?
– ვნატრობდი, დედაჩემი ყოფილიყო მაღაზიის გამყიდველი ან ქარხანაში, დაზგასთან მომუშავე მუშა. მეცოდინებოდა, რომ დილის ცხრიდან საღამოს ექვსამდე იმუშავებდა და მერე ჩემი იქნებოდა. დედაჩემი მოდიოდა ღამე, ძალიან დაღლილი და კიდევ ბევრი საფიქრალი და საზრუნავი ჰქონდა, ამიტომ ბოლომდე ჩემი არასდროს იყო. თუმცა, ამას თავის დადებითიც ჰქონდა – ძალიან მეამაყებოდა, ასეთი დედის შვილობა. უკვე მეც ცნობილი სახე ვიყავი და ჩემ წინ კარი  ავტომატურად იღებოდა. მაგრამ ყველაფერი მზამზარეული არასდროს მომდიოდა. ხანდახან დაჩაგრულადაც ვგრძნობდი თავს – სხვები რომ მარტივად აკეთებენ, მე რატომ უნდა ვიწვალო ამდენი-მეთქი. პატარა ვიყავი, როცა აფხაზეთის ომი დაიწყო და დედამ იქაც წამიყვანა. ძალიან ეშინოდა და სულ ხელჩაჭიდებული ვყავდი ომშიც, ოფიციალურ შეხვედრებზეც და პარლამენტშიც. დედა ამბობს ხოლმე, მაშინ ასაკიც ისეთი მქონდაო – ჩვენ შორის თვრამეტი წელია განსხვავება.
– ცოტა თავზეხელაღებული უნდა იყო, შვილი რომ ომში წაიყვანო.
– თითქოს მაჩვევდა. თან, პარლამენტის წინ ვცხოვრობთ და ყველაფერი ჩვენ თვალწინ ხდებოდა. ამიტომაც ვარ დღეს აქ. ძალიან ბევრჯერ მქონია საშინელი განცდები, შიში. წარმოიდგინეთ: ომი, 90-იანები, პოლიტიკურად ძალიან დაძაბული სიტუაცია. ყოველთვის მეშინოდა, დედას რამე არ მოსვლოდა, ვინმე არ ჩასაფრებოდა. უკვე დედის ნაკლებობას კი არ განვიცდიდი, მეშინოდა, რამე არ დამართნოდა. მახსოვს, დედა სოხუმში უნდა წასულიყო. თვითმფრინავთან ვიდექით: მე, დედა, ირაკლი ბათიაშვილი და კიდევ რამდენიმე ადამიანი. მე და მამა ვაცილებდით დედას. ისტერიკა დამემართა, დედას ჩავებღაუჭე, გეხვეწები, არ წახვიდე-მეთქი. ისეთ დღეში ჩავვარდი, ირაკლი და დედა თვითმფრინავში ვეღარ ავიდნენ. ის თვითმფრინავი ჩამოაგდეს... დედას არაერთხელ აქვს ნათქვამი, სიკვდილს გადამარჩინაო. ამის შემდეგ უფრო გამიმძაფრდა ემოციები, დაძაბულობა, სტრესი.
– დედამ რა თქვა თქვენი გადაწყვეტილების შესახებ?
– მიესალმა ჩემს ნაბიჯს, იცოდა, რომ ადრე თუ გვიან ამას გავაკეთებდი. ჩემი კარიერა აქეთ ლოგიკურად მიდიოდა, თუმცა, არასდროს მითქვამს, როდის და რომელ გუნდთან ერთად. ახლა ჩვენი ქვეყანა სტაგნაციაშია და ყველამ რაღაც უნდა გავაკეთოთ. დედამ მხოლოდ ერთი რამ მკითხა, მზად ხარ ამისთვისო. რაზეც დადებითი პასუხი მიიღო.
– რატომ  ირაკლი ოქრუაშვილის გუნდი?
– როდესაც გავიგე, რომ ერთად იყვნენ ირაკლი ოქრუაშვილი, კოტე კემულარია, გუბაზ სანიკიძე – მივხვდი, რომ ძალიან განსხვავებული გაერთიანება იქნებოდა, სხვადასვა თაობის გამოცდილებით. ყველაზე დაუძინებელი ოპონენტიც აღიარებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ძალიან ბევრი კარგი რეფორმის შემოქმედია. იყო ძალიან ბევრი შეცდომა, არის ბევრი კითხვა, მაგრამ ეს ადამიანები დღეს ჰაერივით სჭირდება ჩვენს ქვეყანას.
– დედა რომ პოლიტიკაში წავიდა, შვილის რეაქცია როგორი იყო?
– მითხრა, დააგვიანე, მე მეგონა, უფრო ადრე გააკეთებდი ამასო. 18 წლისაა და ძალიან მგულშემატკივრობს, რაც მოტივაციას მიორმაგებს. თვითონ ფეხბურთელია, პარალელურად, ექიმობა უნდოდა, თუმცა ახლა საერთაშორისო სამართალზეც ფიქრობს და მგონი, უფრო ჩვენკენ იხრება.
– კარიერის პარალელურად, თქვენი პირადი ცხოვრება როგორ აეწყო?
– სიყვარულით დავქორწინდი და ერთად ძალიან ბედნიერი ოთხი წელი გავატარეთ. დღეს ძალიან კარგი მეგობრები ვართ და გვყავს არაჩვეულებრივი შვილი. ისე მოხდა, რომ გავეყარეთ, მაგრამ არა ჩხუბითა და ქაოსით. სხვანაირად უფლებაც არ გვაქვს. როცა ბავშვობიდან ერთად მოდიხართ, იქ უკვე მარტო ცოლქმრობაზე აღარაა საუბარი.
– მერე არაერთხელ მოხვდით ყვითელი პრესის ფურცლებზე პირადი ცხოვრების ამბებით.
– ისეთი რამეები იწერებოდა, ჩემს მეგობრებზე, ნაცნობებზე... ვინმესთან ყავას თუ დავლევდი, მეორე დღეს წერდნენ, რომ შეყვარებულები ვიყავით. იყო მომენტი, როცა ორი კვირა ლოგინად ჩავვარდი ნერვიულობისგან, ჭორების გამო. ამ ყველაფერმა ძალიან იმოქმედა ჩემზე. მერე უკვე სხვა მხრიდან შევხედე. მეგობრებიც მეუბნებოდნენ, ჩვეულებრივი ჭორებია, ესე იგი, ადამიანებს აინტერესებო და რაღაც დროის შემდეგ, მეც უკვე მეცინებოდა იმ ყველაფერზე. მერე მინელდა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ისევ განახლდება, მაგრამ ახლა ყველაფრისთვის მზად ვარ (იცინის).
– კაცებს ჭკვიანი ქალების ეშინიათ?
– მე მაქვს ამის გამოცდილება. მამაკაცი თვითონ უნდა იყოს საკუთარ თავში დარწმუნებული, შემდგარი და ინტელექტით სავსე, რომ მიხვდეს, რამხელა კომფორტია ჭკვიანი ქალის გვერდით ყოფნა. კოლეგისგან თუ მეგობრისგან მიგრძნია შინაგანი პროტესტი და ყოველთვის მიკვრიდა – რატომ, იმის მაგივრად რომ გაუხარდეთ-მეთქი. შიში შეიძლება, ცოტა გაზვიადებულია, ეს უფრო კაცის მხრიდან საკუთარი თავის კომპლექსია. მე ძალიან გამიხარდება ჩემს ცხოვრებაში ისეთი ადამიანის გამოჩენა, რომელსაც ეს კომპლექსი დაძლეული ექნება (იცინის).
– თქვენ გვერდით პოლიტიკოსი მამაკაცი წარმოგიდგენიათ?
– ალბათ, არა (იცინის). ორი ერთნაირი ადამიანი, მგონი, ზედმეტია, მაგრამ არასოდეს თქვა არასოდეს. პროფესიას არ აქვს მნიშვნელობა, ჩემთვის მთავარია, ძლიერი იყოს. ყველაზე მეტად ადამიანებისგან სიყალბე განმიზიდავს. პატივს ვცემ ჭკვიან და განათლებულ ადამიანებს, მტერიც კი მიყვარს ჭკვიანი და ინტელექტუალური. თუმცა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანი კეთილი და ემოციებით სავსე იყოს. ცივ ადამიანს ვერ გავუძლებ.
– როგორც გავიგე, გამოძიების ფედერალურ ბიუროში მუშაობდით.
– ძალიან ბევრგან მიმუშავია. იყო პროექტი, რომლის ფარგლებშიც აღმოვჩნდი გამოძიების ფედერალურ ბიუროში და ეს იყო ძალიან კარგი გამოცდილება. ძალები მოვიკრიბე, დიდი მოტივაცია გამიჩნდა. სულ მიტაცებდა სირთულეები, თავგადასავლები. თუ მოინდომებ, თურმე, ყველაფერი შეგიძლია.

скачать dle 11.3