კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№31 როგორ გახდა კალიფორნიაში „მსოფლიოს ჩემპიონის ვარსკვლავი“ ზუგდიდელი თამუნა ლილუაშვილი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  ამერიკაში, კერძოდ კი, კალიფორნიის შტატში გამართულ საერთაშორისო მუსიკის ფესტივალზე, ქართველი მომღერალი გოგონა, თამუნა ლილუაშვილი „მსოფლიოს ჩემპიონის ვარსკვლავი Qcopa 2019“ გამარჯვებული გახდა. ზუგდიდელმა 17 წლის მომღერალმა ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა.  ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სტუდია „რიბი-რაბოს“ აღზრდილი და ანსამბლ „გინცის“ სოლისტი, საერთაშორისო ფესტივალებზე შვიდგზის გრან-პრის მფლობელია და როგორც თავად ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ წარმატებებს შეჩვეულია, ამ კონკურსზე გამარჯვებას არ ელოდა. თამუნას უცხოელი პროდიუსერებისგან უკვე აქვს ამერიკაში სწავლის გაგრძელების შეთავაზება და ამაზე სერიოზულად ფიქრობს. კონკურსზე კი, სადაც საქართველო პირველად იღებდა მონაწილეობას,  მსოფლიოს 66 ქვეყანა იყო წარდგენილი და კიდევ უფრო სასიხარულოა, რომ თამუნამ, ჩვენი ქვეყნის სახელით, დიდი გამარჯვება მოგვიტანა. ამაში კი დიდი წვლილი მის პედაგოგს, სტუდია „რიბი-რაბოს“ ხელმძღვანელს, ნინო მამფორიას მიუძღვის.
  თამუნა ლილუაშვილი: პატარაობიდან ვმღერი და დედამ გადაწყვიტა, სამი წლისა უკვე სტუდიაში მივეყვანე. მას შემდეგ დავდივარ „რიბი-რაბოში“ და ვმღერი. 9 წლის ასაკში ზუგდიდში ჩავწერე კლიპი, რომელიც ხშირად გადიოდა რეგიონალური ტელევიზიით. კონკურსი იყო გამოცხადებული და ამ კლიპის წყალობით, პირველი ადგილი ავიღე,  თან, 500-ლარიანი ვაუჩერიც მოვიგე. წავედი და ჩემთვის ტელევიზორი ვიყიდე, რომ პერსონალურად მეყურებინა (იცინის).
– გენეტიკურად ვისგან დაგყვა მუსიკალური ნიჭი, ოჯახში ვინ მღერის?
– დედაჩემისა და მამაჩემის ბებიები ძალიან კარგად მღეროდნენ. ასე რომ, სიმღერის ნიჭი გენეტიკურად  ორივე მხრიდან მაქვს.
– ესე იგი, 9 წლის ასაკში უკვე პოპულარული ბავშვი იყავი და ზუგდიდში ყველა გცნობდა?
– დიახ, ასეა. მაჩერებდნენ, მეუბნებოდნენ: შენ ის არ ხარ, რომ გაიმარჯვეო? მეფერებოდნენ და მამხნევებდნენ. საქართველოშიც და საზღვრებს გარეთაც ხშირად ვიღებდი კონკურსებში მონაწილეობას. ისრაელსა და ბულგარეთში გრან-პრი მაქვს აღებული, ხოლო ლას-ვეგასში მოგებული მაქვს კონკურსი „ოქროს ოცნება“.
– საქართველოში, კონკურსებზე არ გიმართლებდა და გამოდის, რომ შენი ოცნება ამერიკაში ახდა?
– ასე გამოვიდა. საქართველოში, იმდენ წარმატებას ვერ მივაღწიე, როგორც უცხოეთში.
– ახლახან კალიფორნიაში, საქართველოს სახელით, პირველად გამოხვედი კონკურსზე და ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი აიღე. იქ როგორ მოხვდი?
– ბათუმში ჩატარდა შესარჩევი ტური, სადაც უკრაინიდან იყვნენ მოწვეული ჟიურის წევრები. რომ მომისმინეს, მათ გადაწყვიტეს ჩემი გაშვება ამ კონკურსზე. 66 ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას და 7 ათასამდე კონკურსანტი. ნახევარფინალში 150 ვოკალისტი გადავიდა, ფინალში კი – მხოლოდ 5 და მათ შორის, მეც. საბოლოოდ კი, „მსოფლიო ვარსკვლავის“ ტიტულის მფლობელი გავხდი. შევასრულე სამი სიმღერა, ორი ინგლისურენოვანი – როკი და სოული და ერთი ქართული, ნაციონალური. სამივე ნომინაციაში დავჯილდოვდი: 2 ოქრო ავიღე როკში და ქართულ სიმღერაში – „საქართველო“, ვერცხლი კი – ინგლისურ სოულში. იქაურმა პროდიუსერებმა მიმართულება მოგვცეს, სიმღერები კი ჩვენ ავარჩიეთ და საკმაოდ წარმატებულიც გამოდგა. ჟიურიში მსოფლიო ვარსკვლავები იყვნენ და მათ შორის – სკოტი გრანგერი, რომელმაც ამერიკაში სწავლის გაგრძელება შემომთვაზა. გაისად ვამთავრებ სკოლას და ამაზე აუცილებლად დავფიქრდები. ჩემი ოცნებაა ამერიკაში სწავლა. ზუსტად ლოს-ანჯელესშია კოლეჯი, როკის და სოულის სასიმღერო მიმართულების, რაც ჩემი მომავალი წარმატებებისთვის არის აუცილებელი. ასე რომ, სკოლას საქართვლოში დავამთავრებ და შემდეგ ამერიკაში განვაგრძობ სწვლას.
– თქვი, ამერიკაში სწავლა შემომთავაზა და ეს უდიდესი საჩუქარიაო, მაგრამ შენც ხომ არ დატოვე უსაჩუქროდ?
– დიახ, სამაჯური ვაჩუქე, რომელზეც საქართველოს დროშაა გამოსახული. ეგრევე გაიკეთა მაჯაზე, ყველას აჩვენებდა და მითხრა: ამას სულ თან ვატარებო. ასეთი სამაჯური სულ ხუთი მქონდა და დანარჩენი ოთხიც ჟიურის წევრებს დავურიგე საჩუქრად. ასე რომ, ჟიურის სხვა წევრების არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი, სკოტი გრანგერი მაჯით საქართველოს დროშას ატარებს.
– სცენაზე საქართველოს დროშით შეკერილი კაბა გეცვა. ეს ვისი იდეა იყო?
– ეს დედას იდეა იყო. მითხრა, სერიოზულ მსოფლიო კონკურსზე მიდიხარ, საქართველოს დროშას ხელით ხომ ვერ აფრიალებ და მოდი, მისგან კაბა შეიკერე და ასე წარადგინე ჩვენი ქვეყანაო. ასე რომ, ამ კონკურსში საქართველო წელს პირველად იღებდა მონაწილეობას, როგორც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი, საქართველოს დროშა მეცვა და წარმატებასაც მივაღწიე. სხვათა შორის, ყველა ცნობდა ჩვენი დროშის ფერებს და რომ შემომხედავდნენ საქართველოს დროშის კაბაში გამოწყობილს, აღფთოვანებულები მეუბნებოდნენ: „ჯორჯია, თბილისი!“ სომეხი კონკურსანტები მეუბნებოდნენ: უკვე სამი წელია, გამოვდივართ ამ კონკურსზე და ვერაფრით მოვხვდით ფინალში, თქვენ კი პირველად ჩამოხვედით და უკვე ფინალისტები ხართო. წელს ოცდამესამეჯერ ჩატარდა ეს კონკურსი ამერიკაში და ჩვენ პირველად მივიღეთ მონაწილეობა. სოციალურ ქსელში ბევრი მწერს: მადლობა, რომ საქართველო ასახელეო და ის, რომ ამერიკაში საქართველო ვასახელე და ჩემმა ხალხმა დამიფასა, ყველაზე დიდი ჯილდოა ჩემთვის. დამიჯერეთ, ეს უფრო მეტ სტიმულს მაძლევს. ჩემი წასვლა ზუგდიდის მერიამ დააფინანსა და ამისთვის დიდი მადლობა მათ. პატარა ქალაქ ზუგდიდიდან შორეულ ამერიკაში ჩასული, მართლა არ მოველოდი, ამდენ ნიჭიერ და ძლიერ კონკურსანტს შორის, ნახევარფინალშიც თუ გადავიდოდი. შედეგების მოლოდინში მთელი ღამე არ მიძინია. როცა გავიგე, ნახევარფინალში გადავედი, გადავირიე და მერე, ფინალშიც რომ მოვხვდი, მართლა სხვა განზომილებაში აღმოვჩნდი. როცა ფინალში ჩემი სახელი და გვარი გამოაცხადეს, გავშეშდი, რამდენიმე წუთით მართლა მოვწყდი სამყაროს (იცინის). ახლაც იმ ემოციებში ვარ, ვერ დავმშვიდდი (იცინის). ამ ზაფხულს ემოციებს ქობულეთში, ზღვაზე ჩავიცხრობ, დავისვენებ, ინგლისურ ენას უკეთ შევისწავლი და მერე დავსახავ მომავალ გეგმებს.
– თამუნა, როგორ გგონია, ეს მხოლოდ შენი ნიჭის დამსახურება იყო თუ ასეთ კონკურსებზე იღბალიც გარკვეულ როლს თამაშობს?
– რა თქმა უნდა, მხოლოდ ნიჭით ვერაფერს გახდები, თუ  იღბლიანიც არ ხარ. ეს კონკურსი ჩემთვის იყო საჭირო დროს, საჭირო ადგილას მოხვედრა. ფაქტობრივად, ყველა ბავშვობის ოცნება ამიხდა. ვოცნებობდი დიდ სცენაზე დადგომაზე და დავდექი. პრაქტიკულად, ჩემი ასაკისთვის იმაზე მეტი შევძელი და ავიხდინე, ვიდრე ვოცნებობდი. ოცნებების ახდენაში მშობლებიც მიწყობენ ხელს.
– თუ გყავს საყვარელი მომღერალი, ვისთანაც დუეტის ჩაწერას ისურვებდი?
– ქართველი მომღერლებიდან გიგი ადამაშვილთან მინდა დუეტის ჩაწერა, ვგიჟდები მასზე. მინდა, ზუგდიდში ჩავატარო სოლო კონცერტი და იმედია, იქ ვიმღერებ მასთან ერთად, დავპატიჟებ. უცხოელებიდან კი ლედი გაგასთან ერთად დავდგებოდი სცენაზე. მეხუმრებიან ხოლმე: პრინციპში, ოცნებები ისე მალე გიხდება, ლედი გაგას გვერდით თუ გიხილავთ, არ გაგვიკვირდებაო (იცინის).

скачать dle 11.3