კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№30 ახალგაზრდა იმპლანტოლოგი და ყბა-სახის ქირურგი გოჩა თავართქილაძე – თქვენი ჯანმრთელობისა და ლამაზი ღიმილის სამსახურში

ნინო კანდელაკი მაკა ჯიქია

  იმპლანტოლოგი, ყბა-სახის ქირურგი – გოჩა თავართქილაძე ახალგაზრდა, წარმატებული პროფესიონალია, რომელმაც პოსტდიპლომური განათლება უცხოეთში მიიღო და სამშობლოში დაბრუნებული ჯერ კიდევ მაშინ დაეუფლა დენტალურ იმპლანტაციას, როცა მთელ  მსოფლიოში და განსაკუთრებით საქართველოში, საკმაოდ ახალი და არც თუ ისე ნაცნობი იყო. ეს დარგი ჯერ კიდევ 1983 წელს შეიქმნა, მაგრამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში სწრაფი ტემპებით განვითარდა.
  გოჩა თავართქილაძე: სტომატოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ორდინატურა კიევში გავიარე ყბა-სახის ქირურგიაში, მერე იყო  დამატებითი სტაჟირებები სიმსივნეებში. იმ პერიოდში გაჩნდა ისეთი სფერო, რასაც დენტალური იმპლანტაცია ჰქვია და მისი ათვისება დავიწყე.
– საქართველოში როდის დაბრუნდით?
–  რეზიდენტურის დამთავრების შემდგომ იყო შემოთავაზება, რომ კიევში, კათედრაზე დავრჩენილიყავი და პრაქტიკული საქმიანობის პარალელურად, სტუდენტ-რეზიდენტებთან მემუშავა, მაგრამ რატომღაც ისე მოხდა, რომ საქართველოში დაბრუნება გადავწყვიტე.  2009 წელს ჩამოვედი. ათი წლის წინ იმპლანტაცია მთელ მსოფლიოში ახალი მიმართულება იყო, შესაბამისად, საქართველოში ექიმებიც ნაკლები იყო, ამიტომ ამ მიმართულების კარგად ასათვისებლად, ამერიკასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში დავდიოდით.  ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში იმპლანტოლოგთა რაოდენობა გაიზარდა.   
– საქართველოში დაბრუნების  შემდეგ როგორ განვითარდა თქვენი კარიერა?
– ერთ-ერთ სტომატოლოგიურ კლინიკაში დავიწყე მუშაობა, თუმცა, მოგეხსენებათ, საქართველოში ერთი ექიმი ერთდროულად რამდენიმე კლინიკაშია დაკავებული და ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც, დავიმატე რამდენიმე სამსახური, მათ შორის, რეგიონებიც – ბათუმში, ქუთაისში, თელავში. იმ დონეზე დავიტვირთე, აღარ მომინდა, რომ უცხოეთში გამეგრძელებინა მუშაობა და დავრჩი საქართველოში. ამჟამად  „ავერსისა“ და „ელიტის“ კლინიკებში ვმუშაობ.
– უცხოელი პაციენტების მიღება თუ გიწევთ?
– ჩვენი ქალაქი დენტალ ტურიზმის ერთ-ერთ ცენტრად იქცა,  საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან ადამიანები და საკმაოდ ძვირად ღირებულ მომსახურებებს ძალიან შეღავათიან ფასად იღებენ. შეიძლება ითქვას, უმაღლესი ხარისხის მკურნალობას ჩვენთან მეოთხედ ფასად იტარებენ.
– რა სირთულის ოპერაციებს აკეთებთ?
– ვაკეთებთ ყველა სირთულის – როგორც გადაუდებელ, ისე გეგმიურ ოპერაციებს, რომლის საჭიროებაც სხვადასხვა პათოლოგიის დროს გვაქვს, მაგალითად, როგორიცაა სიმსივნური წარმონაქმნები. მწვავე ოპერაციები უკავშირდება საავარიო სიტუაციებს, არაფხიზელ მდგომარეობაში მიღებულ დაზიანებებს, დამწვრობას და ასე შემდეგ. მწვავე ოპერაციების რაოდენობა გეგმიურთან შედარებით ნაკლებია.
–  ყბა-სახის ქირურგია სტომატოლოგიაში ბევრად უფრო დაფასებული მიმართულება გახდა.
– გარკვეული პერიოდი ყბა-სახის ქირურგი სტომატოლოგთან ასოცირდებოდა, ბოლო დროს ამ სფერომ თითქოს ფრთები გაშალა, გაიზარდა მოთხოვნა ყბა-სახის ქირურგიის მანიპულაციებსა და ოპერაციებზე, ამ ყველაფერს ხელი შეუწყო საყოველთაო დაზღვევამაც, რაც  მნიშვნელოვანი შეღავათია ჩვენი მოსახლეობისთვის. ყბა-სახის ქირურგიის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ.
– მომართვიანობა თუ გაიზარდა?
– მკვეთრად გაიზარდა მომართვიანობა, რაც მისასალმებელია, ვფიქრობ, ადამიანებმა უფრო მეტად ჩაიხედეს სამედიცინო სფეროში, რაც, ალბათ, სხვადასხვა ფაქტორმა განაპირობა, როგორიცაა ინტერნეტი, ექიმების უფრო მეტად ინფორმირებულობა და მოსახლეობისთვის ინფორმაციის სწორად მიწოდება. დიდ როლს ასრულებენ ასოციაციები, რომლებიც მუდმივად მუშაობენ ნებისმიერი სიახლის შემოტანასა და ჩვენს პრაქტიკაში დანერგვაზე.
– ფინანსურად რამდენად ხელმისაწვდომია ჩვენი მოსახლეობისთვის დენტალური იმპლანტაცია?
– რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, მინდა აღვნიშნო, რომ ოპერაციების შემთხვევაში მნიშვნელოვნად ეხმარება ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევა. იმპლანტაციის შემთხვევაში, ერთვება კერძო დაზღვევა და ადამიანებს აქვთ საშუალება, აღარ გადადონ ექიმთან ვიზიტი. ვფიქრობ, ფასის მხრივ, ჩვენთან ყველა პირობაა იმისთვის,  რომ ადამიანებმა აღარ ატარონ მოსახსნელი პროთეზები, ბევრ მათგანს პროთეზთან  შეგუება არ შეუძლია, მაგრამ როდესაც სხვა გამოსავალი არ არსებობდა, იძულებული იყვნენ, ეტარებინათ. თავის დროზე დენტალური იმპლანტაცია სწორედ მათთვის იყო გადატრიალება  სტომატოლოგიაში.
– რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?
– ეს კითხვა არაერთხელ დამისვამს საკუთარი თავისთვის. ამას საიდუმლოს ნამდვილად ვერ დავარქმევ, რადგან ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ წარმატებისთვის უპირველესია,  ადამიანს ჰქონდეს მიზანი და შრომისმოყვარეობა. ყველა წარმატებულ ადამიანს ვაფასებ, რადგან თითოეულ მათგანს ძალიან რთული გზა აქვს გავლილი – შესაძლოა, წლობით არ უძინიათ საწოლში და ყველაზე ძვირფასი წლები ოჯახთან არ გაუტარებიათ. წარმატება მხოლოდ და მხოლოდ მუხლჩაუხრელი შრომით მოდის და საკუთარი მიზნების მისაღწევად ჩვენს ქვეყანაში ათმაგად მეტი შრომა გიწევს. ვფიქრობ, მთავარია სუფთად იარო წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.

скачать dle 11.3