კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 ჰენრი კუპრაშვილი: მსოფლიოში ერთადერთი კაცი ვარ, ვინც დისკოზი ექიმის გარეშე მოირჩინა

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

  73 წლის ასაკში მისთვის მიუღწეველი არაფერია. მაშინ, როცა სხვები სიბერეზე, ენერგიის ნაკლებობასა და დაავადებებზე წუწუნებენ, ის მსოფლიო ჩემპიონატებს იპყრობს და ყველას ჯანსაღი ცხოვრებისკენ მოუწოდებს.
  ჰენრი კუპრაშვილი: ცოტა ხნის წინ ევროპის ჩემპიონატზე ვიყავი პორტუგალიაში, კუნძულ მადეირაზე, ატლანტის ოკეანეში. ბიატრსა და ტრიატრში იყო ჩემპიონატი და მსოფლიო ტური ლაზერ რბენაში. ესაა თანამედროვე ხუთჭიდის ქვესახეობები. ბიატრი: სირბილი, ცურვა და ისევ სირბილი. ტრიატრი: სროლა, ცურვა, სირბილი, სროლა, წყალი – ოთხი სერია უწყვეტ რეჟიმში. ლაზერ რბენა, სირბილი და სროლა. ესაა სხვადასხვა სახეობების კომბინაცია. 2015 წელს ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი ბათუმში და მასში რვა წლის ასაკიდან, ბევრი ქართველი ბავშვი მონაწილეობდა. წარმოიდგინეთ, რა ჯანმრთელი გაიზრდება ბავშვი, რომელიც სპორტის ამდენი სახეობითაა დაკავებული. ამ ეტაპზე ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება ამ სახეობების პოპულარიზაცია. შარშან მსოფლიო ჩემპიონატზე, ეგვიპტეში ჩემპიონი გავხდი, იქაც და ახლაც ევროპის ჩემპიონატზე ძალიან ბევრი ბავშვი ჩამოჰყავთ და სხვა ქვეყნების დიდი დაინტერესებაა, მაგრამ ჩვენთან 2015 წელთან შედარებით, წელს საქართველოს ჩემპიონატზე ბევრად შემცირებული იყო ბავშვების რაოდენობა, რაც ჩემთვის კატასტროფაა.
  რაც შეეხება წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს, თავიდანვე ძალიან დათარსული წავედი. ფავორიტი ყველასთვის მე ვიყავი, მაგრამ წყალში რომ გადავხტი, სათვალე ჩამომძვრა, რაც ჩემი გამოცდილების კაცს კი არა, საერთოდ, არავის უნდა დამართნოდა. სანამ ის გავისწორე, გერმანელმა გამისწრო და მე ვერცხლი ავიღე. ძალიან დასანანი იყო ეს შედეგი, რადგან მას სირბილშიც ბევრად ვჯობივარ და ცურვაშიც, თვითონაც ძალიან უხერხულად გრძნობდა თავს გამარჯვების გამო. ახლა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვემზადები, რომელიც ამერიკაში გაიმართება ოქტომბრის ბოლოს. 2020-ში კი სლოვენიაში, ყინულჭრილში ცურვაში აუცილებლად მსოფლიოს ჩემპიონი უნდა გავხდე. ეს ცურვის სულ სხვა სახეობაა, წყლიდან რომ ამოვდივარ თავს ისე ვგრძნობ, რომ მთებს გადავდგამ. ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა.
– ასაკთან ერთად რომ ჩივიან ხოლმე სხვადასხვა დაავადებებზე და ენერგიის ნაკლებობაზე, ეს თქვენთვის აბსურდია, არა?
– წლების მატებასთან ერთად ჩემი ჯანმრთელობა უმჯობესდება. 35 წლის ასაკში რაღაცები მაწუხებდა, გულის პრობლემებიც იყო და დისკოზიც მქონდა. ამისთვის კოლხური ცურვა მისწრებაა და მგონი, მსოფლიოში ერთადერთი კაცი ვარ, ვინც დისკოზი მოირჩინა. მენისკი მქონდა გაგლეჯილი და თვითონ მოვირჩინე. ექიმებმა სირბილი ამიკრძალეს, ოპერაცია უნდა გაიკეთოო. მაგრამ ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის გარეშე, სირბილი გავაგრძელე, მტკიოდა, მაგრამ ვუძლებდი. ორი წელი მაინც მაწუხებდა, მაგრამ წელს საერთოდ ვეღარაფერს ვგრძნობ. ადამიანები თავად იმოხუცებენ თავს, თუ დაუწვები სიბერეს და ავადმყოფობას, მაშინ ვსიო, მაგრამ როცა არ ეპუები, ამარცხებ კიდეც. აქ სიზარმაცე არ გამოგადგება. სირბილი იქნება თუ ცურვა ცხოვრების წესად უნდა აქციო, ყოველდღიურობის შემადგენელ ნაწილად. შეიძლება, კვირაში ერთი დღე გამოტოვო, მეტი არა. როცა ნებისმიერ სპორტულ აქტივობას იწყებ, თუნდაც სირბილს, მოთმინება და გონებისთვის ძალის დატანებაა საჭირო, სულსწრაფობა არ უნდა გამოავლინო და შედეგზე ორიენტირებულმა ორგანიზმი არ გადატვირთო. ძალიან ნელ-ნელა და ხანგრძლივ პერიოდში უნდა გაზარდოთ დატვირთვა. ვარჯიშის დაწყება არცერთ ასაკში არაა გვიან. სირბილი ყველაზე ხელმისაწვდომი და იაფი საშუალებაა იმისთვის, რომ ექიმებსა და წამლებზე არ იყო დამოკიდებული. ერთადერთი წამალი, რომელსაც მე ვიღებ, გაზაფხულზე ვიტამინების კომპლექსია. დღეს ჩემთვის არაფერი არაა ფიზიკური დატვირთვა, ერთ დღეს 3 700 კიბე ავირბინე, მაგრამ აქამდე გრძელი გზა გამოვიარე. ყოველდღიურად დილით 6-ის ნახევრისთვის ვდგები, სახლში 20 წუთი ვვარჯიშობ, შემდეგ ეზოში ასსაფეხურიან კიბეს 5-10-ჯერ ავირბენ, შემდეგ ლისის ტბაზე ავდივარ და შვიდ კილომეტრს დავრბივარ. მერე – გაწელვები და ბოლოს – ცურვა, დაახლოებით, ორ კილომეტრზე. ერთი მეგობარი მიმტკიცებს, რომ ასაკთან ერთად ხრტილი ცვდებაო – ფიზიკის კანონებით მელაპარაკება, მაგრამ მე რაღაც ვერ ვატყობ ჩემს თავს, რომ რამე გამიცვდა (იცინის). კახი კავსაძესთან მქონდა სულ კამათი, ის მეუბნებოდა, თითოეული ორგანო უნდა დავალპო ორგანიზმში, ჯანმრთელი რატომ უნდა წავიღოო. მე, პირიქით, მინდა, როცა მოვკვდები, ჯანმრთელი და ბედნიერი ვიყო.
– გარდა თქვენი ცხოვრების წესისა, თქვენს წინაპრებზეც მინდა ვისაუბროთ – ბაბუას ძალიან საინტერესო ცხოვრება ჰქონია.
– ბაბუა იმერეთში, სოფელ ცუცხვათში ცხოვრობდა. 28 წლის იყო 1924 წლის აჯანყების დროს და  რაზმს ხელმძღვანელობდა. მისი ჩახშობის შემდეგ ბაბუა რაზმთან ერთად ტყეში დარჩა, რადგან შეგუებას არ აპირებდნენ. ბოლშევიკებმა მათზე ნადირობა დაიწყეს და ერთ-ერთი მეზობელი სოფლის მკვიდრმა ესროლა საფანტი ბაბუას. მთელი შიგნეულობა ხელში სჭერია და ასე მიუღწევია სოფლის წყარომდე, სადაც ერთი ქალბატონის ხელში დაულევია სული. ამ დროს ბებია, თითქმის ბავშვი იყო – 18 წლის, ფეხმძიმედ დარჩენილა. ამ ამბის შემდეგ, ბაბუა მოღალატედ შერაცხეს და მისი მეუღლე და ოჯახი, ბუნებრივია, ცუდ დღეში იქნებოდა. ბებია თავისმა ძმამ, ნოე კუბლაშვილმა წაიყვანა თავისთან. სხვათა შორის, ნოე კუბლაშვილი მეორე მსოფლიო ომის დროს იტალიაში ქართველ პარტიზანთა დივიზიის უფროსის მოადგილე იყო. ძმამ ბებია იმ სოფლიდან გამოარიდა და ხაშურში ჩამოასახლა. ბაბუამ თავი საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის გაწირა. მაგრამ მისი შთამომავლები საშინელ გაჭირვებაში აღმოვჩნდით.
– ბებია როგორ იხსენდებდა იმ წლებს?
– ბებია სიცოცხლის ბოლომდე შეშინებული იყო, არაფერს ყვებოდა. ძალიან გვიან გავარკვიე, ვინ ესროლა ბაბუას. მკვლელი რომ მოკვდა, მხოლოდ მერე გამიმხილა ბებიამ მისი ვინაობა. მამაც ძალიან შეშინებული იყო, პოლიტიკას გაურბოდა. ძალიან ძლიერი წნეხი გამოიარეს. მე ჯერ კიდევ მეექვსე კლასში ვსწავლობდი, როცა მე და ჩემმა კლასელმა თითი გავიჭერით და შევფიცეთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოლებდით. არ ვიცი, საიდან მქონდა გამბედაობა. თან, ეს ოჯახში სასტიკად აკრძალული თემა იყო. ეტყობა, ბაბუის გენების დამსახურებაა. მერე იყო ბარიკადები, ეროვნული მოძრაობა, ომები – ყველგან პირველი წავედი, უკან არსად დამიხევია. ომი რომ დაიწყო, ჩემი მეუღლე ფეხმძიმედ იყო. წავედი და მეზობელს ჩავაბარე. რამე თუ მომივიდა, მიხედე-მეთქი. თითქოს რაღაც კავშირი მქონდა ბაბუასთან, ჩემს ცხოვრებაშიც იგივე მომენტი განმეორდა.

скачать dle 11.3