კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

№30 როდის არის სოფო დონაძე დაუმორჩილებელი და რატომ არ მოსწონს მას ქორწინების იდეა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ჟურნალისტი სოფო დონაძე, პროექტიდან „ყველაზე ძლიერი“, მაყურებელმა სრულიად განსხვავებულ ამპლუაში გაიცნო. ერთ-ერთი ყველაზე პატარა, სიფრიფანა, ლამაზი გოგოს მიმართ, როგორც სოფო ამბობს, ბევრი სკეპტიკურად იყო განწყობილი, თუმცა, მან სხვებსაც და საკუთარ თავსაც, ბევრი რამ დაუმტკიცა.
  სოფო დონაძე: სუსტი და სიფრიფანა გოგო ვჩანვარ, მაგრამ მებრძოლი სული მაქვს. მიყვარს თავგადასავლები და როცა პროექტი „ყველაზე ძლიერი“ გამოჩნდა, ახალი თავგადასავალი ძალიან მჭირდებოდა. საკუთარ თავში ისეთი ძალები აღმოვაჩინე, რომელიც არ მეგონა, თუ მქონდა. გარშემო ყველა მეუბნებოდა: აუ, ჯერ არ წასულხარ და უკვე ტირი, იქ რას იზამ, პირველს შენ გამოგაგდებენო. ბოლოს მეც ძალიან დავიძაბე, მაგრამ რეალურად ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. მერე სხვებიც გაოცდნენ, არავინ ელოდა, რომ ასეთ ძალას გამოვავლენდი.
– ემოციების ზღვრამდე არ მისულხარ?
– კი, ცეკვის გამო რომ დაგვსაჯა მეთაურმა, მაშინ მომაწვა ცრემლები და თავი ვეღარ შევიკავე. ზოგადად, ძალიან ემოციური ვარ. ცრემლებს ხშირად ვერ ვიკავებ ხოლმე, რაც ძალიან ცუდია.
– პროფესიით ჟურნალისტი ხარ...
– ხუთი წლიდან ვცეკვავ ქართულ ცეკვებს. ბოლო ერთი წელია, რაც ამისთვის დრო აღარ მაქვს და ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს, როცა ცეკვაზე წარსულში ვლაპარაკობ. რაც შეეხება ჟურნალისტიკას, ყოველთვის მინდოდა ეს პროფესია. სხვა რამეზე არც მიფიქრია. თუმცა, ცეკვისთვის თავის დანებებას არ ვაპირებდი. ექვსი წელია, რაც ჟურნალისტიკაში ვარ და ხუთი წელი ვახერხებდი ცეკვაც შემეთავსებინა. მაგ პერიოდში ყველაზე ბედნიერი ვიყავი. მაგრამ მას შემდეგ, რაც სპორტული გამოშვების წამყვანი ვარ, იძულებული გავხდი, ცეკვას დავმშვიდობებოდი. ძალიან გამიჭირდა ამასთან შეგუება, ბევრი განცდა და ტირილი ახლდა თან.
– სპორტულ ჟურნალისტიკაში როგორ აღმოჩნდი?
– „მაესტროზე“ ახალი ამბების ფორმატში ვმუშაობდი კორესპონდენტად. ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა რაგბი, რადგან მამა თამაშობდა ადრე და პატარაობიდან დავყავდი ხოლმე თამაშებზე. ამიტომ სულ ვითხოვდი, რაგბის გადაღებაზე მე წავსულიყავი. ყველამ გაიგო, რომ მე ძალიან მიყვარს სპორტი და სწორედ ამ სიყვარულის გამო აღმოვჩნდი აქ.
– პიროვნულად რამდენად ძლიერი ხარ?
– ყოველთვის ვცდილობ, ძლიერი ვიყო და ყოველდღიური დაბრკოლებები გადავლახო. ცხოვრებაშიც მებრძოლი ვარ, მაგრამ სამწუხაროდ, ხშირად სისუსტესაც ვიჩენ. ვცდილობ, ეს იშვიათად მოხდეს, მაგრამ ზოგჯერ ემოციებთან გამკლავება რთულია.
– რა მოქმედებს ასე შენს ემოციებზე? როდის იჩენ სისუსტეს?
– შეიძლება, რაღაც გეწყინოს, მაგრამ არ უნდა შეიმჩნიო. რომ იტირო და მოიწყინო, შენვე გაგიფუჭდება დღე. ვიღაც რომ რაღაცას იტყვის, ყურადღება არ უნდა მიაქციო. მაგრამ სუსტი ვარ, როცა ემოციურად „ვიჭედები“, როცა ბევრი ცუდი გროვდება. შეიძლება, ცუდი ამინდი იყოს, შეიძლება ტანსაცმელი ვერ ავარჩიო და ხასიათი გამიფუჭდეს. ტრანსპორტმა გამასწროს და ასე შემდეგ – საბოლოო ჯამში, დღე გამიფუჭდეს.
– ბავშვობაში როგორი იყავი?
– თხა ბავშვი ვიყავი. შრამი მაქვს წარბზე, მუცელზეც, თუმცა ეს ავარიის შედეგია.  მქონდა როლიკები, ველოსიპედი, სკეიტბორდი, სკუტერი, სულ ხეებზე დავძვრებოდი, ეზოში დავრბოდი და დაუმორჩილებელი გოგო ვიყავი, რომელსაც სულ ეძებენ. ვერ ვიტყვი, რომ სკოლაში სწავლით გამოვირჩეოდი, მაგრამ უნივერსიტეტში – კი და პრეზიდენტის სტიპენდიანტიც გავხდი.
– სერიოზულად შეყვარებული ყოფილხარ?
– ამაზე ლაპარაკი არ მინდა.
– როგორი ბიჭები იქცევენ შენს ყურადღებას?
– ჩემთვის მთავარია, კაცი ჯენტლმენი იყოს. კაცი უნდა იყოს-მეთქი, ამას არ ვამბობ, ვფიქრობ, რომ გენდერულად ყველა თანასწორები ვართ, მაგრამ მგონია, რომ ჯენტლმენობა ყველაზე მთავარია მამაკაცში. თუ კაცი ჯენტლმენი არ იქნება, ის ჩემ გვერდით ვერ გაიჭაჭანებს (იცინის). მე თუ ფემინისტი ვარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახლში ონკანი თუ გამიფუჭდა, მე უნდა გავაკეთო და სიმძიმეები ვათრიო. კანონის წინაშე და უფლებების კუთხით თანასწორები ვართ. უბრალოდ, მგონია, რომ მამაკაცის ჯენტლმენობა თუნდაც იმაში გამოიხატება, რომ ადგილს დაგითმობს, კარში პირველს გაგატარებს, პალტოს მოგაცმევს, მანქანის კარს გაგიღებს – ეს ჟესტები ძალიან მომწონს და მგონია, რომ ყველას უნდა ჰქონდეს. მგონი, დღევანდელ ბიჭებს დაავიწყდათ ეს ყველაფერი ან ჰგონიათ, რომ რადგან ჩვენ გენდერულ თანასწორობას ვითხოვთ, ეს ყველაფერი არ გვსიამოვნებს. როცა ახერხებ, თანასწორიც იყო და ჯენტლმენიც, მაშინ ხარ ნამდვილი მამაკაცი. გარეგნობას არ აქვს მნიშვნელობა. ჩემთვის მთავარია, ის შემდგარი ტიპაჟი იყოს – ხასიათით, ქცევებითა და პროფესიით.
– ქორწინებაზე გიფიქრია სერიოზულად?
– ქორწინებას საერთოდ არ ვაპირებ. ქორწინება, ხელის მოწერა, ჯვრის დაწერა, ბეჭედი – ძალიან კარგია, ვისაც უნდა ერთი ლამაზი დღე მოიწყოს, მაგრამ მგონია, ამ ერთი დღის უკან იმხელა ნერვიულობა დგას, რომ არ მიღირს ერთი დღის ბედნიერებისთვის.
– შენთვის რა არის ქორწინება?
– ოჯახი ძალიან კარგი რამაა და თუ იპოვი მეორე ნახევარს, ვისთანაც გინდა იცხოვრო, ამაზე დიდი ბედნიერება, ალბათ, არაფერია, მაგრამ ქორწილი და ის ყველაფრი, რაც მას ახლავს, მგონია, რომ ჩვენი მოგონილია. ჩემთვის ეს ყველაფერი ზედმეტია და სიყვარულს ფურცლები არ სჭირდება. ურთიერთობის ოფიციალურად დაკანონება, ჩემი აზრით, არ არის საჭირო. ფურცელზე ეწერება თუ არ ეწერება, ეს შენს გრძნობებს არ ცვლის და არც არაფრისგან გიცავს. როცა გიყვარს, რა საჭიროა ბეჭდები და საბუთები?!
– თუმცა, ამას აქვს რელიგიური დატვირთვა.
– ჯვარის დაწერა სხვა თემაა. ჯვრისწერას არ ვეწინააღმდეგები, ვისაც სჯერა, ძალიან კარგი, თუ დაიწერს. მე, საერთოდ, ვფიქრობ, თუ გადავწყვიტე, ჩემი თანაცხოვრება სხვა ადამიანთან ყველანაირი ცერემონიების გარეშე მოხდება.
– რას იტყვის სხვა... ქართველი საზოგადოება ძალიან გაჯერებულია ამ დამოკიდებულებით?!
– თუ რელიგიურად შევხედავთ, ღმერთთან ყველას თავის დამოკიდებულება აქვს. მე მგონია, რომ ეს გზა სიკეთესა და სიმართლეზე გადის. თუ შენ ბოროტი ხარ და ჯვარს იწერ, არ მგონია, უფრო კარგი იყო, ვიდრე ის, ვინც ჯვარდაუწერლად ცხოვრობს საყვარელ ადამიანთან ერთად. შეიძლება, ამას ვიღაც მრუშობას ეძახდეს, მაგრამ ის ადამიანი გაცილებით კეთილი და კარგი იყოს. რაც შეეხება – „რას იტყვის სხვა“, მე ამას არ ვაქცევ ყურადღებას და მგონია, რომ არც მერე მივაქცევ.

скачать dle 11.3