კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (144)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

№30 რატომ დაკაწრა სანდრო ჟორჟოლიანი მეუღლემ

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  ერთხელ რუსთაველის თეატრის მსახიობები სპექტაკლის შემდეგ სვამდნენ, თან სხვადასხვა თემაზე საუბრობდნენ. უცებ ერთმა თქვა, რომ ყველა კაცის ცოლი ქმარს ჩუმად უჩხრეკს ჯიბეებსო. ამ აზრს ყველა დაეთანხმა, გარდა სანდრო ჟორჟოლიანისა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მისი მეუღლე მას არასდროს უჩხრეკდა ჯიბეებს. ქეიფი რომ დასრულდა, სანდროს მუდმივმა გამამწარებელმა, მიშა სარაულმა ჟორჟოლიანს პიჯაკის ჯიბეში საკუთარი ხელით დაწერილი ბარათი შეუმჩნევლად ჩაუდო, რომელშიც ეწერა: „საყვარელო სანდრო,  მოუთმენლად გელოდები ამ ღამით. შენი ქეთათო“. სანდრო სახლში ტაქსით მიიყვანეს და მთვრალს მალევე დაეძინა.
  მეორე დღეს სანდრო ჟორჟოლიანი თეატრში სახედაკაწრული გამოცხადდა და როდესაც ჰკითხეს, რა სჭირდა, მან გულწრფელად თქვა:
– არ ვიცი, რა დაემართა ჩემს ცოლს. მეძინა, როცა დამეტაკა და ჩხუბი დამიწყო. სახე ჩამომკაწრა და მიყვიროდა, ახლავე მითხარი, ვინ ქეთათოსთან დადიხარო.
მიშა სარაულს გაეცინა და თავის მეგობარს ნიშნის მოგებით უთხრა:
– აკი ამბობდი, მეუღლე ჯიბეებს არ მიჩხრეკსო.
სანდრო ყველაფერს მიხვდა და სარაულს კარგა ხნით გაებუტა.

скачать dle 11.3