კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 ტესტი სავარცხლით

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

  ყველას სჭირდება  და აქვს კიდეც ჩვეულებრივი სავარცხელი. მაგრამ მის სტილს თუ  ფორმას ყველა ინდივიდუალურად არჩევს. დააკვირდით, როგორია თქვენი სავარცხელი და გაიგებთ თქვენი ხასიათის თავისებურებებს. ტესტი უფრო ქალებს ეხებათ.
  სავარცხელი-ჯაგრისი წრიულად  განლაგებული ლითონის „კბილებით“ – თუ ქალს  ასეთი  სავარცხელი აქვს, ის  ქალურობისა და სინაზის განსახიერებაა. ერთი შეხედვით ატყვევებს მამაკაცებს.  გარდერობში ფრიალა კაბები და ყვავილების პრინტიანი მაისურები აქვს.   საოფისე სამსახურს შემოქმედებითი, ბავშვებთან, ქველმოქმედებასთან და საზეიმო წვეულებებთან დაკავშირებული სამუშაო ურჩევნიათ.
  ვიწრო და გრძელი სავარცხელი-ჯაგრისი – ასეთი სავარცხლის პატრონი მკაცრი და პირდაპირი ქალია. ყველგან და ყოველთვის შეუძლია საკუთარი მოსაზრების დაცვა. არ უჭირს მამაკაცების გვერდით ბრძოლა. მოუხერხებელს ვერაფერს იტანს, ვერც ფეხსაცმელს. ვერ ძლებს არაკომფორტულ გარემოში. ვერ ეგუება შეზღუდვებს საყვარელი  მამაკაცის მხრიდანაც კი.
ხის მრგვალი ფორმის, რბილი სავარცხელი-ჯაგრისი  – ასეთი სავარცხელი გულკეთილ და მიმზიდველ ქალებს აქვთ, რომლებიც გულში არ იტოვებებ წყენას და არასდროს აგროვებენ ნეგატივს. ჰარმონიაში ცხოვრობენ საკუთარ თავთან და სამყაროსთან.
  ჯაგრისი-სავარცხელი მსხვილი და ფიგურებიანი ბოლოთი – ასეთი სავარცხელი სტაბილურ ადამიანებს აქვთ, რომლებიც მდიდრული გემოვნებით გამოირჩევიან და შეხედულებებსაც დალაგებულად გადმოსცემენ. მცირე ცვლილებებიც კი მათში  სტრესს იწვევს. მდიდრული და ხარისხიანი უნდა ჰქონდეთ სამოსიც, ნივთებიც და ავეჯიც,  ირგვლივ  კი გავლენიანი და წარმატებული მეგობრები ჰყავდეთ.
  რკინის კბილებიანი სავარცხელი – ასეთი სავარცხლის პატრონთან ხუმრობა არავის გაუვა. ამას ყველა ხვდება და მასთან თავდაჭერილად იქცევიან. სამოსში მკაცრ სტილს ანიჭებს უპირატესობას. განსაკუთრებული მოთხოვნები აქვთ პარტნიორისადმი. გარშემო იდეალური წესრიგი უნდა იყოს, რომ თავი კარგად იგრძნოს.  ფულს ქარს არ გაატანს, თუმცა მოგზაურობისთვის, განათლებისა და ჯანმრთელობისთვის არაფერს დაიშურებს. გარშემო არ ჰყავს ზედმეტი ადამიანები. გარდერობშიც კი მხოლოდ ხარისხიან და პრაქტიკულ ნივთებს ინახავს.
  ჩვეულებრივი  „კბილებიანი“ სავარცხელი – ვისაც ასეთი სავარცხელი აქვს, თავისუფლების მოყვარე და ამყოლია. უყვარს გარეგნობასთან დაკავშირებული ექსპერიმენტები. იცვლის მეგობრებს, სამოსს. მუდმივად აადგილებს ავეჯს. ხშირად მოგზაურობს, უამრავი გასართობი აქვს და სამსახურსაც მარტივად იცვლის. ახერხებს ყველას და ყველაფრის გაკონტროლებას. ძლიერი და მიზანსწრაფულია.

скачать dle 11.3