კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: დიეტაზე ვარ, გავხდი და იღლიის ქვეშ კანი ჩამომეწელა. არსებობს რაიმე მეთოდი, რომ დაკიდებული კანი კვლავ გავამკვრივო?
პასუხი: იღლიების ზონა გახდომისას ერთ-ერთ ყველაზე რთულ ზონად ითვლება. ზედმეტი კილოგრამების დაკლებისას „დაკიდებული“ კანი იღლიების მიდამოებში რთულად დასამალია. აღსანიშნავია, რომ დაწეული კანი იღლიების ზონაში, ზედმეტი კილოგრამების დაკლების გარდა, კუნთების ცუდი ტონუსისა და დეფორმირებული ხერხემლისგან ჩნდება. დილით სახლის პირობებში ივარჯიშეთ – 2 კილოგრამამდე ჰანტელი დაიჭირეთ ხელში და ასწიეთ ხელები ქვემოდან ზემოთ, მხრების სიმაღლეზე. როცა მხრებს გაუთანაბრებთ, დააფიქსირეთ ცოტა ხნით. იღლიებზე ჩამოწელილი კანის გამკვრივებას ხელს უწყობს ცურვა. ხოლო, იმისათვის, რომ ვარჯიშის შედეგები გააუმჯობესოთ, აუცილებელია ხელის განსაკუთრებული მოვლა. კვირაში ერთხელ დრენაჟის ან ანტიცელულიტური ნიღბით შეიფუთეთ ხელები. შემდგომ მსუბუქი ჩქმეტითი მოძრაობით დაიმასაჟეთ და დაიტანეთ ანტიცელულიტური საცხები. ეს უწყობს ხელს სისხლის მიმოქცევას, ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ ცხიმს და შედეგად კანი გაგიმკვრივდებათ. ჩართეთ საკვებ რაციონში ბურღულეული, წიწიბურა, თევზი, ზღვის პროდუქტები და კვერცხი – ეს ცილებით მდიდარი პროდუქტი კუნთების აღდგენაში დაგეხმარებათ.


скачать dle 11.3