კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (144)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

№30 როგორ დააჩქარეს ანტიბერიული შეთქმულების მონაწილეებმა ბერიას განეიტრალების ოპერაცია

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  ოფიციალური, ხრუშჩოვისეული ვერსიისგან განსხვავებით, ბერიას სიკვდილის რამდენიმე ვერსია არსებობს, რომლებიც დიდ ინტერესს იწვევს... პროფესორი ნიკონორ სტუპარი წერს: „ხრუშჩოვისეული პროპაგანდის მიერ შეთითხნილი ვერსიით, ბერია დააპატიმრეს, მის საქმეს ექვსი თვე იძიებდნენ და 23 დეკემბერს სამშობლოს ღალატის, შპიონაჟისა და კიდევ სხვა აბსურდული ბრალდებების გამო დახვრიტეს. ეს ვერსია რომ მტკნარი სიცრუეა, საქვეყნოდაა ცნობილი და დამტკიცებული ფაქტია. ყველამ იცის, რომ ბერიას ვერაგული შეთქმულება მოუწყვეს და მიზეზად რამდენიმე ვარიანტს ასახელებენ. საინტერესო ვერსია წამოჭრა როი მედვედევმა, რომელიც ამბობს: „ავტორახმანოვის ვერსიისგან განსხვავებით, რომელსაც, სურს, დაამტკიცოს, მაგრამ არ გამოსდის, რომ თითქოს სტალინი  ბერიამ მოწამლა, სინამდვილეში სწორედ ბერია ცდილობდა სტალინის მკვლელობის მხილებას და ჩემი აზრით, ბერია სწორედ ამ მცდელობამ შეიწირა. 1953 წლის 15 მარტს, ანუ სტალინის გარდაცვალებიდან ათი და დაკრძალვიდან ექვსი დღის შემდეგ, ლავრენტი ბერია სახელმწიფო უშიშროების მინისტრი გახდა. ძველი მინისტრი, სეიმონ იგნატიევი, ცეკას მდივნად გადაიყვანეს. მეორე დღეს, 16 მარტს კი ლავრენტი ბერიას საიდუმლო ბრძანებით შეიქმნა კვალიფიციური თანამშრომლებისგან შემდგარი საგამოძიებო ჯგუფი, რომელსაც სტალინის გარდაცვალების ნამდვილი მიზეზები უნდა დაედგინა. ბერიას ეჭვი ჰქონდა, რომ სტალინს შეთქმულება მის (ბერიას) ზურგს უკან მოუწყვეს და მოკლეს. ასეთ შემთხვევაში კი აშკარა იყო, რომ არც თავად ბერიას აცოცხლებდნენ (სინამდვილეში, მართლაც ასე მოხდა). ამ ჯგუფს პოლკოვნიკი მიხეილ მიქელაძე ხელმძღვანელობდა, რომელსაც ბერია ენდობოდა და პროფესიონალიზმის გამო ძალიან დიდ პატივს სცემდა. სულ რაღაც ერთი თვის განმავლობაში მიქელაძემ ბერიას მოახსენა, რომ იოსებ ბესარიონის ძე სტალინი მოწამლეს და რომ ამაში ხრუსტალიოვის ხელი ერია, რომელიც სტალინის აგარაკის დაცვაში მუშაობდა და სემიონ იგნატიევის კაცი იყო. ეჭვს ისიც ამძაფრებდა, რომ ხრუსტალიოვი სტალინის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში მოულოდნელად გარდაიცვალა. არადა, აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი იყო. ბერია ძალიან გონიერი და ეშმაკი კაცი იყო და ალბათ, მიხვდა, რომ მხოლოდ იგნატიევი ამას ვერ გაბედავდა და მის უკან ძალიან გავლენიანი საბჭოთა მაღალჩინოსანი პარტიულები იდგნენ. ჩემი აზრით, სწორედ მათ გაშიფვრაში დაკარგა ბერიამ დრო და წააგო კიდეც. ლავრენტი პავლოვიჩს, როგორც ეს ახლა ჩანს, ვერ წარმოედგინა, რომ შეთქმულებაში არა ორი-სამი კაცი, არამედ თითქმის მთელი პოლიტბიურო მონაწილეობდა და მათ ჯერ სტალინი მოიშორეს, შემდეგ კი – ბერიაც...“
  მოგვიანებით, როდესაც ბერიას სახელმწიფო გადატრიალების მომზადება დააბრალეს, ბერიას საქმეზევე დახვრეტილ აზერბაიჯანის ცეკას პირველ მდივანს, მირჯაფარ ბაგიროვს გენერალურმა პროკურორმა, რომან რუდენკომ უთხრა:
– ბერია სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდა და ამაში თქვენ ეხმარებოდით.
ბაგიროვს, რომელიც უკვე განწირული იყო და სიკვდილისგან ვეღარაფერი იხსნიდა, გაეცინა:
– სამწუხაროდ, ბერია არანაირ გადატრიალებას არ გეგმავდა. არადა მას რომ პოლიტბიუროს წევრების ნახევარი დაეპატიმრებინა და ხალხისთვის გამოეცხადებინა – ამათ სტალინი მოწამლესო, მოსახლეობაში არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვდებოდა, ცოცხალი იქნებოდა და ქვეყანასაც ნამდვილი მტრებისგან იხსნიდა.
  ბაგიროვი, ბერიას მსგავსად, ძველი „ჩეკისტი“ და მისი უახლოესი მეგობარი იყო.  თუმცა, ბერიას მსგავსად, მასაც ვერ წარმოედგინა, რომ თითქმის მთელი პოლიტბიურო შეთქმულებისგან შედგებოდა და ისინი ასეთ უმძიმეს დანაშაულზე წავიდოდნენ.
  როი მედვედევი ამბობს: „ბერიასადმი სიმპათია არასდროს მქონია და დღემდე მიმაჩნია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ის განგსტერული მეთოდებით მოქმედებდა. მას საკუთარ კაბინეტში პისტოლეტით ადამიანის მოკვლა შეეძლო, როგორც ეს სომხეთის ცეკას პირველი მდივნის, აგასი ხანჯიანის შემთხვევაში მოხდა. თუმცა, როგორც მას მოექცნენ, არანაირი გამართლება არ აქვს და ვფიქრობ, შეთქმულები უფრო დიდი დამნაშავეები არიან, ვიდრე მათი მსხვერპლი...“
  ვეთანხმები მედვედევს, რომ ლავრენტი ბერია სრულიად უდანაშაულო არ ყოფილა და ცოდვები მასაც ჰქონდა, მაგრამ, რაც შეთქმულებმა ჩაიდინეს, ყოველგვარ ზღვარს სცილდება. მოვუსმინოთ როი მედვედევს, რომელიც ამბობს: „ჩემი აზრით, ბერია მაინც განწირული იყო და მის წინააღმდეგ შეთქმულებას აუცილებლად მოაწყობდნენ, უბრალოდ, სტალინის საქმის ფარულმა გამოძიებამ ეს პროცესი დააჩქარა. მიუხედავად გამოძიების გასაიდუმლოებისა, ბერიას მტრები გრძნობდნენ, რომ მათ „კუდზე ასხდნენ“. მით უმეტეს, 28 აპრილის მერე, როდესაც ბერიას ზეწოლით, სემიონ ეგნატიევი ცეკას წევრობიდან გადააყენეს და შემდგომი ნაბიჯი მისი დაპატიმრება იქნებოდა. ციხეში კი იგნატიევს უკვე ანტისტალინური შეთქმულების მონაწილეების მხილება შეეძლო და ბერიას მოშორების ოპერაცია დაჩქარდა...“
  26 ივნისს, როდესაც ლავრენტი პავლოვიჩი პოლიტბიუროს სხდომაზე სემიონ იგნატიევის დაპატიმრების სანქციის მოთხოვნით უნდა გამოსულიყო, მას იქვე მოუღეს ბოლო – პოლიტბიუროს წევრების წინ  დააპატიმრეს და მოკლეს. როი მედვედევი ამბობს: „ბერიას შეთქმულებმა დაასწრეს. მას არ დააპატიმრებინეს იგნატიევი, რათა მთელი პოლიტბიურო არ ემხილებინა და თავად ბერია იმსხვერპლეს, რაც დღეს უკვე დამტკიცებული ფაქტია და წყალი აღარ გაუვა...“
  გამოდის, რომ ლავრენტი ბერია სტალინის მკვლელობის გამოძიების საქმეს შეეწირა, რომელშიც პოლიტბიუროს წევრების უმეტესობა იყო გარეული. თუმცა, ის მაინც განწირული იყო და ასეთ ძლიერ ფიგურას პოსტსტალინურ ეპოქაში საბჭოთა პოლიტბიურო ვეღარ აიტანდა.“

скачать dle 11.3