კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 როგორ მალავდა ერთი კვირა სტალინი ლენინს მთაწმინდაზე, ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  ნიკიტა ხრუშჩოვის პერიოდის საბჭოთა ისტორიოგრაფია არნახულ ფალსიფიკაციას მიმართავდა და ფაქტებს ისე წარმოაჩენდა, რომ თითქოს იოსებ სტალინი ლენინის უახლოესი თანამებრძოლი სულაც არ ყოფილა და ისინი 1917 წლამდე თითქმის არც კი იცნობდნენ ერთმანეთს.. ისტორიკოსი პოტაპ გენერალოვი წერს: „ის, რასაც ხრუშჩოვის ბრძანებით, იმ პერიოდის საბჭოთა ისტორიკოსები წერდნენ სტალინზე, აბსოლუტური იდიოტიზმია და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. 1960 წელს გამოშვებულ ერთ-ერთ ბროშურაში წერია, რომ ლენინმა სტალინი პირველად 1917 წლის თებერვალში ნახა და მათ სწორედ მაშინ გაიცნეს ერთმანეთი. ლენინზე სტალინმა ცუდი შთაბეჭდილება დატოვა და მიხეილ კალინინს უთხრა: ეს კაცი, როგორც ეტყობა, გაუნათლებელი კავკასიელიაო. ასეთ აბსურდებსა და უსინდისო ფაბრიკაციებს არაერთს შეხვდება დაინტერესებული ადამიანი ხრუშჩოვისეულ პუბლიკაციებში და ისტორიული ღირებულება საერთოდ არ გააჩნიათ. სინამდვილეში კი, ემიგრაციაში მყოფმა ლენინმა ჯერ კიდევ დაუსწრებლად, მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს გაიცნო სტალინი მისი არალეგალური პუბლიცისტიკის წყალობით. მაშინ სტალინის არალეგალური მეტსახელი „კობა“ იყო. ამგვარად აწერდა ხელს თავის რევოლუციურ სტატიებს და აღფრთოვანებულმა ლენინმა კობას „მგზნებარე კოლხიდელი“ უწოდა. რევოლუციონერ ფილიპე მახარაძის წყალობით კი ლენინმა კობა მალევე გაიცნო და  მასთან ხანგრძლივი საუბრის მერე ახალგაზრდა სტალინით აღტაცებული დარჩა. ფილიპე მახარაძე იხსენებდა: „ილიჩმა რომ პირველად სტალინის სტატია წაიკითხა, კავკასიაში რევოლუციური მოღვაწეობის გაშლის თაობაზე, აღფრთოვანებული დარჩა. იმ პერიოდში ლენინი შვეიცარიაში, ბერნში ცხოვრობდა და ორიოდე თვით მეც იქ ვიმყოფებოდი. ლენინმა მკითხა, ვიცნობდი თუ არა კობას, რაზეც დადებითად ვუპასუხე. მაშინ ილიჩმა მთხოვა, ხომ არ იყო შესაძლებელი, კობა მასთან ჩამეყვანა გასაცნობად და როგორც ილიჩმა თქვა, მოსალაპარაკებლად. მე შევპირდი, რომ კობას აუცილებლად ჩამოვიყვანდი და გავაცნობდი. და მართლაც, ორი თვეც არ იყო გასული, რომ სტალინი ილიჩს  ბერნში წარვუდგინე და გავაცანი...“
  1900 წლიდან მოყოლებული, ანუ მას მერე, რაც ლენინის კატეგორიული მოთხოვნით მას სტალინი გააცნეს, ამ ორ ადამიანს ერთმანეთთან უწყვეტი კავშირი ჰქონდა და სტალინს ლენინის მიერ შექმნილ პარტიაში ყოველთვის მთავარი როლი ეკისრებოდა. სტალინს ებარა მთელი პარტიის სალარო, სტალინს ექვემდებარებოდა ყველა საბრძოლო ჯგუფი და სტალინს ეპყრა ხელთ მთელი კონსპირაციული ქსელი. ანუ, ლენინის მერე, რომელიც ბოლშევიკთა სულიერ-პოლიტიკური ლიდერი იყო, სტალინი წარმართავდა მთელ პრაქტიკულ საქმიანობას და ლენინის მარჯვენა ხელი იყო. გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი ხაზგასმით წერდა: „ლენინს გენიალური ხედვა ჰქონდა. სტალინში მან უშეცდომოდ დაინახა დიდი შემსრულებელი და მართვის მექანიზმი მისთვის ტყუილად არ ჩაუბარებია. ეს მექანიზმი ძალიან გამართულად მუშაობდა მთელი არალეგალური, რევოლუციური მოძრაობის პერიოდში. შემდეგ, როდესაც ბოლშევიკებმა ძალაუფლება აიღეს ხელში, ეს მექანიზმი კიდევ უფრო გაძლიერდა უშუალოდ სტალინის მმართველობის პერიოდში და სტალინის გარდაცვალების მერეც ინერციით მუშაობდა. ამგვარად, თუკი ლენინი საბჭოთა კავშირის დამაარსებელი სტალინთან ერთად იყო, მხოლოდ და მხოლოდ სტალინს ხვდა წილად, ყოფილიყო საბჭოეთის ყველაზე მთავარი  მშენებელი და მიუხედავად ამისა, სტალინი ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებდა ლენინსა და საბჭოთა ხალხს...“
  სტალინს ლენინისადმი დიდი პატივისცემის პარალელურად, ძალიან დიდი ამაგი ჰქონდა მასზე და „დიდი რეაქციის“ პერიოდში მას სიცოცხლეც კი გადაურჩინა. ფილიპე მახარაძე იხსენებდა: „წინა რევოლუციური წლები (იგულისხმება 1917 წლის რევოლუციები) ძალიან დიდი დაძაბულობით გამოირჩეოდა და მათ „რეაქციის წლებს“ უწოდებდნენ. მეფის „ოხრანკა“ იმ პერიოდში უკიდურესად გააფთრებული დაგვდევდა ბოლშევიკებს და სასიკვდილოდ გვწირავდა. მიუხედავად იმისა, რომ ლენინი ემიგრაციაში იმყოფებოდა, მათთვის ილიჩი ნომერ პირველ სამიზნეს წარმოადგენდა  და საკმარისი იყო, ლენინს ფეხი დაედგა რუსეთის იმპერიის მიწეზე, რომ მას თუ არ მოკლავდნენ, ციხეში ამოხდიდნენ სულს. 1915 წელს პეტროგრადის ბოლშევიკურ ორგანიზაციაში დიდი განხეთქილება მოხდა. ეს რომ მოეგვარებინა, ლენინმა არც აცია, არც აცხელა და შვეიცარიიდან პეტროგრადში, დიდი რისკის ფასად, ინკოგნიტოდ ჩავიდა. სტალინი ციმბირის გადასახლებაში იმყოფებოდა. მე – თბილისში, არალეგალურ მდგომარეობაზე. მხოლოდ სერგო ორჯონიკიძე იყო თავისუფალი და ილიჩის ჩამოსვლა მას შეატყობინეს. შემდეგ სტალინს – ციმბირში. მან კი საგანგებოდ მოაწყო გაქცევა და ლენინს პეტროგრადში ჩააკითხა. მე კი მთხოვეს, თბილისიდან ფეხი არ მომეცვალა. ლენინმა მართლა მოაგვარა ის საკითხი, რის გამოც ამხელა რისკზე წავიდა, მაგრამ „ოხრანკამ“ შეიტყო და ლენინისა და სტალინის ტოტალური ძებნა გამოცხადდა. გადაიკეტა ყველა გზა, განსაკუთრებით ფინეთში გასასვლელი. ამიტომ, სტალინმა ლენინი არალეგალურად თბილისში ჩამოიყვანა და ექვს დღეს მთაწმინდაზე, მეჟევაიას ქუჩაზე (ამჟამად იქ უზენაესი სასაართლოა და არსენას ქუჩა ეწოდება), ჯიშკარიანების სახლში ვმალავდით. ეს იყო სრული კონსპირაციის პირობებში და მეშვიდე დღეს სტალინმა ლენინი ბათუმში ჩაიყვანა, იქიდან გემით ევროპაში გაამგზავრა  და ამით ილიჩის სიცოცხლე იხსნა. თუმცა, თავად ბაქოში მიმავალ გზაზე შეიპყრეს და ციმბირში დააბრუნეს...“
  ფილიპე მახარაძის მოგონებები იმის უტყუარი დასტურია, თუ როგორი ურთიერთობები ჰქონდათ ერთმანეთში ბოლშევიკთა ორ უდიდეს ბელადს და რაც სრულად აბათილებს ფალსიფიცირებული ისტორიოგრაფიის მონაჩმახს.“
скачать dle 11.3