კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 ექიმის რჩევები

კითხვა: 6 თვეა, რაც ზურგზე თმის ძირის ანთება დამეწყო. სამ ექიმთან ვიყავი. ყველა დანიშნულება შევასრულე, მაგრამ შედეგი არ მაქვს. რას მირჩევთ, ვის მივმართო, ვიწრო სპეციალისტი მინდა, ვინც ზუსტად ასეთ პრობლემებზე მუშაობს. ჩემი აზრით, აკნეა.
პასუხი: სავარაუდოდ, ეს არის აკნე. მის მკურნალობას კი კომპლექსური მიდგომა სჭირდება. კანის გაწმენდაც არის საჭირო.
კითხვა: ნორმად ითვლება თუ არა 7 კვირის ორსულობისას ემბრიონის გულისცემა – წუთში 165 დარტყმა?
პასუხი: დიახ, 7 კვირის ორსულობისას ემბრიონის გულისცემის ნორმა 160-200 დარტყმაა წუთში.
კითხვა: TSH 0.1 მაქვს (ნორმა 0.3-3.8) და საგანგაშო ხომ არ არის რაიმე?
პასუხი: მაჩვენებელი არის ნორმაზე დაბალი, რაც ჰიპერთირეოზზე (მომატებულ ფუნქციაზე) მიუთითებს, საჭიროებთ ენდოკრინოლოგთან ვიზიტს.
კითხვა: სათესლე ჯირკვალზე მაქვს რაღაც გამონაზარდები, ამავდროულად, ჯირკვალი გამიმკვრივდა. შესაძლებელია, ეს ყველაფერი სათესლე ჯირკვლის კიბოს ნიშანი იყოს? და კიდევ, მაინტერესებს, თუ ამ ჩივილებით სამი წელი ექიმთან არ მივედი, რამე გაუარესდება და ოპერაცია გახდება საჭირო?
პასუხი: თუ სათესლე ჯირკვალზე მეჭეჭის მსგავსი ხორცმეტები გაქვთ ეს არის პაპილომავირუსული ინფექციით გამოწვეული მახვილწვერიანი კონდილომები, რომელიც სქესობრივი გზით ვრცელდება და ახასიათებს გამრავლება, მათი მკურნალობა გულისხმობს მოშორებას მოწვით. რაც შეეხება სიმაგრეს სათესლე პარკში, ზეპირად შეუძლებელია გიპასუხოთ და დაგამშვიდოთ. საჭიროა უროლოგთან ვიზიტი, გასინჯვა და ექოსკოპიური გამოკვლევა.
კითხვა: ვარ 28 წლის. ავარიული ტრავმის შემდეგ სახეზე მქონდა დაზიანებები. ნაკერის დადებაც დამჭირდა. დაზიანებების ადგილებსა და ამ ნაკერის არეში კანი გაწითლებულია. მაინტერესებს, დაახლოებით რამდენ ხანში გადაივლის ეს სიწითლეები და ხომ არ არის რეკომენდებული რამე მალამოს წასმა. დაზიანებიდან 1 თვეზე ცოტა მეტია გასული.  
პასუხი: არსებობს მთელი რიგი მალამოებისა და კრემებისა, რომელიც ოპერაციის შემდგომ ნაწიბურს შეუმჩნეველს ან ნაკლებშესამჩნევს ხდის. მაგალითად, კონტრაკტუბექსის მალამო, ციკატრიქსი და სხვა.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3